კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქმნებოდა წლების წინ „კამელინი“ და რატომ დაინტერესდა მისი გატანით მსოფლიო ბაზარზე ბერძენი ბიზნესმენი


მათი სიყვარული ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო. კარგი სიტყვა-პასუხით, ცეკვითა და სიმღერის ნიჭით დაჯილდოებულმა, მოხდენილმა ახალგაზრდა ექიმმა ძაგული მაღლაკელიძემ მალევე მოიგო მომავალი მეუღლის, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, ჰაიდარ აბაშიძის ქალიშვილის, გუგული აბაშიძის გული, რომელიც დღესაც მშვენივრად გამოიყურება. მოგვიანებით, მათ ერთმანეთს დაუკავშირეს ცხოვრება. მრავალ ჭირ-ვარამს გაუძლეს და შვილებიც აღზარდეს. ქალბატონი გუგული ეხმარებოდა მეუღლეს უნიკალური პრეპარატის – „კამელინის“ გამოცდასა და დამზადებაში, რომელიც დღეს ძალიან ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება – მათ შორის სიმსივნისაც. დღეს ამ პრეპარატს, კაფსულების, ამპულების, მალამოსა და სანთლების სახით აწარმოებენ მათი შთამომავლები, რომლებიც მშობლების დაწყებულ საქმეს დიდი რუდუნებითა და პასუხისმგებლობით განაგრძობენ. სანამ „კამელინის“ მიღწევების შესახებ გესაუბრებით, მანამდე ქალბატონი გუგული გვიამბობს, როგორ იქმნებოდა ქართული, ბუნებრივი წარმოების ეს უნიკალური პრეპარატი.



გუგული აბაშიძე: ძაგული დიდხანს წერდა სცენარებს, დრამატურგობდა. ერთ დღესაც სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც 1941 წელს დაამთავრა. ზუსტად იმავე წელს გათავისუფლდა კინოსტუდიიდან. ამ დროს დაიწყო ომიც. მაშინ ფრონტზე არ წაუყვანიათ. ძაგულიმ მუშაობა დაიწყო ჰოსპიტალში, რომელიც ავლაბარში მდებარეობდა. ჰოსპიტალში მოვიდა ცნობა, რომ ფრონტზე ორი ქალბატონი უნდა წაეყვანათ. ძაგულიმ, ქალს როგორ გავუშვებ ფრონტზეო და თვითონ გადაწყვიტა წასვლა. მასთან ერთად წავიდა გუჯუჯი კარტოზიაც, რომელიც, სამწუხაროდ, ბრძოლაში დაიღუპა. ძაგული პოლკის მთავარ ექიმად დანიშნეს. ორჯერ შევიდა ქერჩში, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მოგვიანებით, ბეჭის ძვლის მოტეხილობა მიიღო, ოღონდ – დახურული. კისლოვოდსკის ჰოსპიტალში დააწვინეს, მაგრამ მეგობრებმა, მათ შორის კულა მუჯირმა, იმდენი მოახერხეს, თბილისში გადმოიყვანეს. როგორც კი გამოკეთდა, სამუშაოდ მაშინვე თავის ჰოსპიტალს დაუბრუნდა, სადაც მე დავხვდი. ასე გავიცანით ერთმანეთი. ძაგულიზე მხოლოდ კარგი მესმოდა, ყველას უყვარდა, აქებდნენ. ძალიან კარგი გარეგნობა ჰქონდა. არაჩვეულებრივად უკრავდა, მღეროდა, ცეკვავდა... როგორ არ მომეწონებოდა?! ჩვენ ომის დამთავრების შემდეგ დავქორწინდით. რა თქმა უნდა, ქორწილი არ გადაგვიხდია. ვეძებდით ადგილს, სადაც ვიცხოვრებდით და თანაც საარსებო საშუალება გვექნებოდა. მე და ძაგული 1945 წელს, მაშინ ნიაზზე ვიყავი ფეხმძიმედ, სამუშაოდ საგარეჯოს საავადმყოფოში გადავედით. მეც ქირურგი ვიყავი. კახელები ძალიან კარგად შეგვხვდნენ. ყველას დაუმეგობრდა. პურმარილიანი კაცი იყო, საუკეთესო თამადა.

– როდის გადაწყვიტა „კამელინის“ შექმნა?

– ეს ერთმა შემთხვევამ განაპირობა. იმ დროს საგარეჯოში ვმუშაობდით. მოიყვანეს მუცელში ხანჯლით დაჭრილი მწყემსი. ბოდიში და, მუცლიდან განავალი გადმოსდიოდა. ღამე იყო, შუქი არ გვქონდა. ძაგულიმ მუცლის ღრუ დაუმუშავა, ნაწლავი გაუკერა. აღარ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. ომი ახალი დამთავრებული იყო. ანტიბიოტიკები არ გვქონდა. მაშინ ძაგულიმ აიღო თაფლი, მისი სამკურნალო თვისებების შესახებ ყველაფერი კარგად იცოდა, და პირდაპირ მუცლის ღრუში ჩაასხა. ჭრილობა ნაწილობრივ გაკერა. არანაირი დაჩირქება, ჭრილობა ვადაზე ადრე შეუხორცდა. თაფლმა ბაქტერიები დახოცა, პაციენტი მალე გამოჯანმრთელდა. ამის შემდეგ ძაგულიმ გადაწყვიტა, თაფლისგან დაემზადებინა პრეპარატი. თავიდან მას შეხორცებებისთვის ვიყენებდით. თუ ჭრილობის შეხორცებას შვიდი დღე სჭირდებოდა, ამ პრეპარატით სამ დღეში ხორცდებოდა. ძაგული სულ ამოწმებდა ამ წამალს. 6 თვით თბილისში გაგვაგზავნეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ევანგელოვის ქუჩაზე იყო ჩვენი დირექცია. ერთ დღეს გაიმართა ექიმთა საბჭო, სადაც ძაგული სიტყვით გამოვიდა და დამსწრეთ, თავისი დასკვნები გააცნო. იმ დროს საწოლდღეების ხარჯებს სახელმწიფო იხდიდა. ამ პრეპარატით სამ დღეში ხორცდებოდა ჭრილობა და შედეგად, ოთხ დღეს იგებდნენ. ყველანი დაინტერესდნენ. სარდაფი გამოგვიყვეს, სადაც ლაბორატორია გვქონდა. ძაღლებს ხუთ მანეთად ვყიდულობდით და წამალს მათზე ვცდიდით. შემდეგ ანათალებს ვიღებდით და მათ მორფოლოგიურად სწავლობდნენ.

მოგვიანებით, წამალი „ლეჩკომბინატში“ სხვადასხვა ბაქტერიებზე გამოსცადეს – ყველა ბაქტერია დახოცა. იმ დროს ტუბერკულოზს ვერ მკურნალობდნენ. ტუბერკულოზის ჩხირს გარედან ცვილოვანი გარსი აქვს. ამ ცვილს ვერაფერი შლიდა და შესაბამისად, ჩხირს ვერ კლავდნენ. მახსოვს, საგარეჯოში ვიყავით, ძაგულის ვუთხარი, ცვილი გავაკეთოთ, ზემოდან ჩვენი პრეპარატი დავასხათ და ვნახოთ, რა მოხდება-მეთქი. ასე მოვიქეცით. ცვილი დაიფშვნა, დაიშალა – ეს იყო გასაოცარი შედეგი. ძაგულიმ მონაცემები ტუბინსტიტუტში მიიტანა. გამოკვლევების შედეგად დაიწყეს მისი გამოყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ, პრეპარატ „ფტივაზიტთან“ ერთად. მოგვიანებით, ცოფის ვირუსზეც გამოსცადეს. შედეგები კვლავ დადებითი იყო. გადაწყდა, რომ „კამელინის“ მოქმედება შეემოწმებინათ სიმსივნეზე. მალე სამუშაოდ თბილისში გადმოგვიყვანეს. ძაგულიმ მუშაობა დაიწყო სისხლის გადასხმის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად; მე კი – სამედიცინო ინსტიტუტში, ზოგადი ქირურგიის კათედრაზე, მესამე ქირურგიულ განყოფილებაში. თითქმის ყველა განყოფილება დაინტერესდა ამ პრეპარატით. ლარინგოლოგიის კათედრის პროფესორს, ჩარგეიშვილს ძაგულიმ შესთავაზა, პრეპარატი სიმსივნის სამკურნალოდ გამოეცადათ. რა თქმა უნდა, უარი არ უთქვამს. ხორხის სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენა, ბიოფსია გააკეთა. შეიყვანა „კამელინი“, რამდენიმე დღის შემდეგ სიმსივნე დაპატარავდა და ბოლოს – სულ გაქრა. ჯანდაცვის სამინისტროც მხარში ამოუდგა ძაგულის, ხარჯები საკუთარ თავზე აიღო. დაიწყეს გამოცდა ცხოველებზე, ვირთაგვებზე. განსაკუთრებით დაინტერესდა სამედიცინო ინსტიტუტის პათფიზიოლოგიის კათედრა და აკადემიკოსი ვორონინი. ექსპერიმენტები ჩაატარეს, რის შედეგადაც მართლა მოხდა მთელ მსოფლიოში გასაოცარი რამ – კიბოს უჯრედების ნეკროზი, ანუ სიკვდილი. ვორონინი გადაირია. ძაგულის უთხრა, წაიღე პრეპარატი ლენინგრადში, შაბადის ლაბორატორიაში და იქიდან მოიტანე პასუხებიო. ექსპერიმენტები, გასაიდუმლოებულ ვითარებაში, თვითონ შაბადიმ ჩაატარა. რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კვლევები. შედეგი კვლავ გასაოცარი იყო – სიმსივნური უჯრედების ნეკროზი. მოგვიანებით, პრეპარატის კვლევები ჩატარდა მოსკოვში, მაევსკევის ლაბორატორიაში, იქაც გასაიდუმლოებულ ვითარებაში. იქიდანაც ანალოგიური დასკვნები ჩამოიტანეს. ამ ფაქტმა გადარია ბლოხინი, ძაგულის წერილში დიდი რაოდენობით პრეპარატის გაგზავნას სთხოვდა. მოგვიანებით, ნავთლუღში, ფარმაკო-ქიმიურ ქარხანაში გამოგვიყვეს ადგილი. ფაქტობრივად, გაიხსნა ქარხანა, სადაც დაიწყეს წამლის წარმოება. ქარხანაში ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო. ძაგულიც კი ვერ შედიოდა საშვის გარეშე. პრეპარატი სიმსივნის სამკურნალოდ მზადდებოდა. ყველა კლინიკას ვამარაგებდით, შედეგები გასაოცარი იყო. თუმცა, ხელის შემშლელი ბევრი პირობაც არსებობდა.

– კიბოს რომელ სტადიაზეა „კამელინით“ მკურნალობა შედეგიანი?

– პირველ-მეორე სტადიებზე შედეგები ყოველთვის კარგია. რაც შეეხება მეოთხე სტადიას, „კამელინი“ ამცირებს ახლოს მდებარე მეტასტაზებს, ტკივილს აყუჩებს და პაციენტი ჯანზე მოდის.

„კამელინის“ შექმნიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა. დღეს უკვე მოხდა მისი ფარმაცევტულ ბაზარზე გატანა. პრეპარატმა უმოკლეს ვადაში მოიარა მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო ცენტრები, სადაც ნათლად დადასტურდა მისი უნიკალური იმუნომოდულატორული, ანტისიმსივნური, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიანთებითი, ქსოვილების რეგენერაციული, ანტიპარაზიტული და სხვა თვისებები. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნდა „კამელინის“ შვილობილი კომპანია. ასევე ესპანეთსა და საბერძნეთში დარეგისტრირდა საერთაშორისო ჰოლდინგური კომპანიები. სულ ახლახან შპს „კამელინში“ საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ბერძენი ბიზნესმენი არგირის სალფეასი: „მე ორი წლის წინ მომაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში იწარმოება ქართული, ეკოლოგიურად სუფთა, 100 პროცენტით ნატურალური პრეპარატი – „კამელინი“, რომელიც ძალიან ეფექტურია სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ზუსტად იმ პერიოდში, ჩემს მეუღლეს ჰქონდა სიმსივნე და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. „კამელინით“ მკურნალობის შემდეგ, ყველა პრობლემა მოგვარდა და გამოჯანმრთელდა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ბიზნესურთიერთობა დამემყარებინა შპს „კამელინთან“. ორი წლის განმავლობაში შევისწავლე ადგილობრივი, ბერძნული ფარმაცევტული მარკეტინგული ბაზარი ანალოგიურ პრეპარატებთან მიმართებაში. იმავდროულად ჩატარდა სამეცნიერო კვლევები აღნიშნულ პრეპარატზე. შედეგებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. დღეს გეგმაში მაქვს, რომ „კამელინი“ შევიტანოთ ჰონკონგისა და ახალი ზელანდიის ფარმაცევტულ ბაზარზე. ასევე, ვგეგმავთ „კამელინის“ დარეგისტრირებასა და გავრცელებას საფრანგეთის, მთლიანად ევროპის ბაზარზე და მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება იოლი, მაგრამ მიღებული შედეგები მაძლევს საშუალებას, ასეთი ნაბიჯები გადავდგა“.

P. S. ასე რომ, დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 899-67-77-43, 899-33-10-89, 899-58-09-07, 877-73-56-61, 899-23-03-33, 98-57-78, 22-26-68, 93-20-87, 98-62-25, 45-33-68.


скачать dle 11.3