კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე არ უნდა იზრუნოს ქრისტიანმა


„სასწაულები და ხილვები“

ერთხელ თეოდოსი პეჩორელთან (მეთერთმეტე საუკუნე) მივიდა ეკონომოსი, სახელად ანასტასი და უთხრა, რომ მეორე დღისთვის ვერაფრით იყიდდა იმას, რაც ძმობის ტრაპეზისა და სხვა მოთხოვნილებებისთვის აუცილებლად სჭირდებოდათ. ღირსმა მამამ უპასუხა: „როგორც ხედავ, ახლა ჯერ ისევ საღამოა, ხვალინდელი დღე კი შორს არის. ამიტომ, წადი და ცოტა მოითმინე, ღმერთს შესთხოვე – ისიც იზრუნებს ჩვენზე და შეგვიწყალებს თავისი ნებისამებრ“. ეკონომოსმა მოუსმინა და წავიდა.

ღირსი მამა მაშინვე შევიდა შიდა სენაკში, რათა ეგალობა თავისი ჩვეული კანონი, მაგრამ ეკონომოსი მეორედაც მივიდა; მაშინ წმიდა მამამ ჰკითხა: „განა არ გითხარი, ილოცე-მეთქი? ხვალ კი წადი ქალაქში და გამყიდვლისგან ნისიად წამოიღე ის, რაც სჭირდება ძმობას. ღვთის შეწევნით, შემდეგ გადავიხდით, რადგან სარწმუნოა უფალი, რომელიც ბრძანებს: „ნუ ჰზრუნავთ ხვალისთვის, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თვისისა. კმა არ დღისაი მის სიბოროტე თვისი“ (მთ. 6,34). ღმერთი არ მოგვაკლებს თავის მადლს“.

როცა ეკონომოსი გავიდა, ღირს მამასთან შემოვიდა მეომრის სამოსში გამოწყობილი სხივოსანი ჭაბუკი, მაგიდაზე დადო ოქროს გრივნა და უმალვე გაბრუნდა. წმიდა მამამ აიღო ოქრო და ცრემლმორეულმა ლოცვით აღუვლინა მადლობა ღმერთს.

დილით იკითხა, ხომ არ მოსულა ვინმე წინა ღამით ჭიშკართანო. მეკარემ უპასუხა: „არა! როგორც კი მზე ჩავიდა, ჭიშკარი ჩავკეტე და არავინ მოსულა“. ღირსმა მამამ მოიხმო ეკონომოსი და ოქროს ფული მისცა: „ძმაო ანასტასი, შენ ამბობ, რომ არ შეგიძლია, იყიდო ის, რაც ძმობისთვის აუცილებელია? წადი და იყიდე, რაც საჭიროა!“

ეკონომოსმა გულისხმაჰყო უფლის წყალობა, თაყვანი სცა ღირს მამას და პატიება სთხოვა. მან კი ასე დაარიგა: „არასოდეს წარიკვეთო იმედი, ძმაო, განიმტკიცე რწმენა და ღმერთს მიანდე მთელი შენი დარდი, იმიტომ, რომ ის განაგებს ჩვენს ცხოვრებას, როგორც მისთვის სათნოა. წადი და გაუმასპინძლდი ძმებს, რადგან დღეს უფალი გვეწვია. როცა გავღარიბდებით, მაშინაც ღმერთი მოგვხედავს“.

სხვა დროს ღირს თეოდოსისთან მივიდა საპურის ზედამხედველი და უთხრა, რომ საძმოსთვის პურის გამოსაცხობად ფქვილი აღარ აქვს. ღირსმა მამამ დაავალა, წასულიყო ბეღელში და ენახა – „იქნებ იქ მაინც მოძებნო ცოტა ფქვილი, ვიდრე ღმერთი კვლავ იზრუნებს ჩვენზე“. ზედამხედველი შეედავა: „მართალს გეუბნები, მამაო, მე თვითონ ჩავიხედე ამბარში, იქ არაფერია, გარდა ერთ კუთხეში სამი-ოთხი მუჭა ქატოსი“. მამამ უთხრა: „დამიჯერე, შვილო, ღმერთი ძლიერია – იგი ამ მცირეოდენი ქატოდან ამბარს ფქვილით აგვივსებს. ილია წინასწარმეტყველმა ხომ მისცა ერთ ქვრივს მუჭა ფქვილი და დედაკაცი თავისი შვილებითურთ შიმშილობის დასრულებამდე გამოიკვება (იხ. 3 მეფ. 17,12-15). ახლაც იგივე ღმერთია და ძალუძს თავისი მადლმოსილებით, მცირედი ბევრად გვიქციოს. წადი და იხილე, იმ ადგილზე როდის გადმოვა უფლის კურთხევა“.

ძმა მივიდა ბეღელში და დაინახა, რომ ამბარი, აქამდე ცარიელი, ღირსი თეოდოსის ლოცვით ისე ავსებულიყო, რომ ფქვილი ზემოდან მიწაზე იფანტებოდა.

შეშინებული ბერი უკან დაბრუნდა და წმიდა მამას აუწყა ამ დიდებული სასწაულის შესახებ. მან სთხოვა, ამის შესახებ არავისთვის ეთქვა: „ჩვეულებრივ გამოაცხვე პური, რადგანაც ღმერთმა ჩვენი ღირსი ძმების ლოცვებით გამოგვიგზავნა თავისი წყალობა“.


скачать dle 11.3