აზერბაიჯანიდან “ევროვიზიაზე„ ჩვიდმეტი წლის გოგონა გადის
წლევანდელ „ევროვიზიაზე“ გამარჯვების ერთ-ერთი რეალური პრეტენდენტი, რომელსაც ამ წარმატებას პროდიუსერები უწინასწარმეტყველებენ, აზერბაიჯანელი საფურა ალიზედეა. ჩვიდმეტი წლის საფურას ისეთი კომპოზიტორი და პროდიუსერი უდგას გვერდში როგორიც ანდრიას ბაგეა. ის მუშაობდა სელინ დიონთან, ენრიკე იგლესიასთან. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც საფურას სიმღერა „დრიპ-დროპ“ ევროპულ რეიტინგებში პირველ-მეორე ადგილს ინაწილებს. მომღერლის კლიპზე რეჟისორმა რუპერტ უეინრაიტმა იმუშავა, რომელმაც ისეთი ცნობილი ფილმები გადაიღო, როგორიცაა „სტიგმატები“ და „ნისლი“. კლიპის ქორეოგრაფია ეკუთვნის ჯაკუელ ნაიტის, რომლის ნამუშევარიც კარგად გვახსოვს ბიონსეს კლიპში „სინგლ ლეიდის“. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ როგორი კონკურენტები ეყოლება სოფო ნიჟარაძეს „ევროვიზიაზე“. მაგრამ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეზობელი ქვეყნები საკმაოდ ფართო ფიარს უკეთებენ საქართველოს წარმომადგენელს.