კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა განაპირობებს ყოველ დილით ვინის „პორნოგაღვიძებას“ და როდის გამოერია მის უფროს ძმას თმაში ერთბაშად ორი მილიარდი ჭაღარა


ალეკო, ვინი და სულხან წულუკიძეები ძმები არიან. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა შვიდ-შვიდი წელია. სამი ძმიდან მხოლოდ ალეკოა დაოჯახებული, რომელსაც მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ვინი „იმედის დილის“ სამზარეულოს მეფეა, სულხანი – ჯგუფ „პორნო პოეზიის“ წევრია, ალეკო კი – ჯგუფ „ბლუზ ფაქტორის.“ არც ერთი ძმა არ განიცდის იუმორის ნაკლებობას, რაშიც ინტერვიუს წაკითხვისთანავე დამეთანხმებით.

– ბავშვობაში ერთმანეთზე არასდროს გიეჭვიანიათ?

ალეკო წულუკიძე: ამათი არ ვიცი, მაგრამ, მე ორივესგან მომხვედრია. გინდა ეჭვიანობა დაარქვით ამას და გინდა სხვა რამე.

ვინი წულუკიძე: ჩვენ შორის ისეთი ასაკობრივი განსხვავებაა, რომ, ასე თუ ისე, ჩამოყალიბებული ხარ და აზროვნებ. სულხანი რომ დაიბადა, ალეკო უკვე 14 წლის იყო, მე კი – 7-ის. შეიძლება, ითქვას, ჩვენი გაზრდილია. ერთმანეთთან ურთიერთობა „შვიდიანზე“ გვაქვს აწყობილი.

სულხან წულუკიძე: ახლა მე ვაქცევ ამათ ყურადღებას.

– ალეკო, როგორია უფროსი ძმობა?

– ძალიან მაგარი. არანაირი დაჩაგვრის მომენტი არ მქონია უმცროსი ძმების მიმართ. პირიქით, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა მათთან. სულხანის გაზრდაში პატარა წვლილი მეც მიმიძღვის და მის ჩამოყალიბებაში 10-15 პროცენტით მონაწილეობა მეც მივიღე. მოკლედ, ერთი ძმა – ტელევარსკვლავი, მეორე პორნოვარსკვლავი... რა ვარსკვლავთცვენაა, ღმერთო ჩემო, ჩვენს ოჯახში, გადაირევა კაცი! (იცინის).

– ჩხუბობდით ბავშვობაში?

– მარტო ბავშვობაში კი არა, ახლა, უცბად რაღაცაზე ავტყდებით და ვჩხუბობთ. მაგალითად, ვინის ვეჩხუბები, ჩემს შარვალს ნუ იცვამს, იმიტომ რომ, გახევს.

– ვინიმ შენი შარვალი როგორ უნდა ჩაიცვას?

ვინი: ხომ წარმოგიდგენია, მართლა ტანსაცმელზე რომ ვჩხუბობდეთ!.. ძირითადად, მორალურ საკითხებზე ვჩხუბობთ: აიღე წიგნი, წაიკითხე, შე უცოდინარო, ხომ არ შეიძლება, მარტო 100 წიგნი გქონდეს წაკითხული, გადადი 101-ე ღამეზე და ასე შემდეგ.

სულხანი: საერთოდ არ მჩაგრავენ, მათ ჩემზე დიდი ამაგი აქვთ. ბოლოს და ბოლოს, სიმღერა დავუწერე ორივე ძმას – ჩემი ძმისია, რომელიც „პორნო პოეზიის“ რეპერტუარშია. სახალისო სიმღერაა.

– როცა „პორნო პოეზიის“ ბიჭებთან გვქონდა ინტერვიუ, მათ ზუსტად ვერ გვიპასუხეს, ვინი მათი პროდიუსერი იყო თუ მენეჯერი. გვითხრეს, გაიზრდება და თვითონ გადაწყვეტსო. იქნებ, შენ გვითხრა, ვინ ხარ?

– იცი რა, ეს „პორნო პოეზიის“ პირველი ამბიციური განცხადება იყო, რომელიც იქვე ჩავახშე. მე ჯგუფის ნათესავი ვარ. „პორნო პოეზიის“ მიზანია, ვინიზე პოპულარულები გახდნენ.

სულხანი: ნაწილობრივ მივაღწიეთ მიზანს, რადგან პირველი მე დამირეკეთ.

ვინი: სხვათა შორის, მაღვიძარაზე „პორნო პოეზიის“ ერთ-ერთი სიმღერა მაქვს დაყენებული და დილით ისე ვიღვიძებ. „პორნოგაღვიძებას“ რა ჯობია, მთელი დღე ამდგარ მდგომარეობაში ხარ!

– სამივე ძმას გაქვთ მუსიკის ნიჭი?

– ალეკომ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩვენზე. ჩვენ ვმაიმუნობთ, ის კი მუსიკოსია.

– ალეკო, ამჟამად რას საქმიანობთ?

– ჩემი და მამუკა ჩიხლაძის პროექტია ჯგუფი „ბლუზ ფაქტორი.“ ჯერჯერობით არ ვუკრავთ, რადგან პატარა პაუზა გვაქვს, მაგრამ, ჯგუფი გვაქვს და ვმუშაობთ.

– ოჯახში, სადაც სამი ბიჭი ცხოვრობს, თან მუსიკალურები, ყოველთვის ხმაურია. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო საქმე?

– ჩვენს სახლში სასიამოვნო ხმაური ყოველთვის იყო და დღემდე გემოვნებიანი მუსიკის ხმა ისმის. ბავშვობიდან ქართულ ხალხურ სიმღერებს ვმღეროდი. ჩვენს ოჯახში ხალხური სიმღერის კულტია, ამის შემდეგ, უკვე, რა თქმა უნდა ბლუზი, როკი, ჯაზი და ასე შემდეგ. არანაირი რეპი, ტექნო და ჰაუსი.

ვინი: როცა სახლში სამი ბიჭია, ორი გიტარითა და 200-ვატიანი აპარატურით, სიწყნარე ვერ იქნებოდა. სახლის წინ ჩოგბურთის კორტები გვქონდა და ხალხი იქიდან გვიყურებდა. ისმენდნენ, ესენი რომ უკრავდნენ და მე რომ ვმაიმუნობდი.

სულხანი: ერთხელ ჭაღიც კი ჩამოგვივარდა ვიბრაციაზე, სახლში რომ ვუკრავდით. ვარკეთილში რომ გადავედით საცხოვრებლად, იქაც გვქონდა პატარა დინამიკი. ჩვენს კორპუსში მკითხავი ცხოვრობდა, რომელიც ძალიან შეწუხდა ჩვენი ხმაურით, ალბათ, სულები დავუფრთხეთ. ჯერ რაღაცას გაუგებარ ენაზე მეუბნებოდა, რომ არ იმოქმედა, მერე მიხვდა, რომ ჩვეულებრივ ენაზე უნდა ეთქვა. მერე ეს ქალი გარდაიცვალა, მაგრამ ჩვენი ხმაურის გამო არა, სულებმა წაიყვანეს.

– ალბათ, ძალიან ბევრი სახალისო ისტორია გექნებათ მოსაყოლი.

ვინი: მოკლედ, ძალიან რთული პერიოდი იყო, რომელიც, იმედი მაქვს, არასდროს დაბრუნდება – უშუქობა, უგაზობა… ყველაფერი „უ-უ“ იყო, მაწვნის გარდა, რომელიც ოჯახში თავისი „ფეხით“ მოვიდა. სულხანი მაშინ 6 წლის იყო. სახლში შუქი არ გვქონდა, ეს მამას ეჭიდავებოდა, მე კი, ამ უშუქობაში, წარმოიდგინე, წყალი გავიცხელე, ვიბანავე და კმაყოფილი სახით გამოვედი და მაწვნით სავსე ქოთანი დავიდგი წინ, რომ გემრიელად მეჭამა. ჭიდაობის დროს, სიბნელეში, სულხანს ალბათ აუცდა ხელი და მამას თვალში მოარტყა. ამის დანახვაზე სიცილი ამიტყდა, თან, მაწვნის ქოთანი ავწიე, უნდა შემეჭამა, მაგრამ, პირს ავცდი და ახალმა ნაბანავებმა ნახევარი კილო მაწონი გადავისხი ამ სიცილ-სიცილში. რაც მთავარია, იმ მომენტში მამაჩემს ამის მეტი არაფერი გაახალისებდა.

სულხანი: რაც კი მაბადია, ყველაფერს მაგინებდა.

ვინი: სულხანი 4 წლის იყო, თბილისში იან გილანი რომ ჩამოვიდა. მე და ალეკო ყველანაირად ვეცადეთ, ახლოს რომ გვენახა და მისგან ავტოგრაფი აგვეღო. დიდი წვალების შემდეგ, ავტოგრაფი მოვიპოვეთ. ფურცელზე მისი ავტოგრაფი ეწერა, ქვევით კი მე და ალეკომ ქართულად მივაწერეთ: „ამა და ამ დღეს იან გილანმა თბილისში ჩაატარა კონცერტი“. სახლში რომ მივედით, საიდუმლო უჯრაში, ჩვენს პატარა ჭადრაკის დაფაში ჩავდეთ. მთელი ორი-სამი დღე მეგობრებს ვურეკავდით და იან გილანის ხელმოწერის სანახავად ვეპატიჟებოდით. სანამ მეგობრები მოვიდოდნენ, მე და ალეკომ გამოვიღეთ ჩვენი სამალავიდან ჭადრაკი და რას ვხედავთ: ქაღალდი დევს, მაგრამ, შუაში ამოჭრილია. მარტო ის წარწერა იყო დარჩენილი, ჩვენ რაც მივაწერეთ. დღემდე არ ვიცით, რა უნდოდა იმ უჯრასთან სულხანს. მოკლედ, ფურცელს რომ მიაგნო, ზედ ყვავილი დაახატა, რომელიც მერე ამოჭრა, გილანის ხელმოწერიდან კი მხოლოდ პატარა რკალი დარჩა. მოგვიანებით, რა თქმა უნდა, ხელმოწერა ისევ მოვიპოვეთ, მხოლოდ, ფირფიტაზე მოვაწერინეთ ხელი და ახლაც დაცულია.

სულხანი: ისე გამწარდნენ, ფანჯრიდან მაგდებდნენ. ნერვიულობის ნიადაგზე, ამის მერე დამეწყო მე – თვალებში „მინუსი“, ვინის – თმის ცვენა და ალეკოს – ჭაღარა.

ალეკო: ეს კურიოზი კი არა, კატასტროფა იყო. სულხანს მართლა მეექვსე სართულის ფანჯრიდან ვაგდებდი. მთელი ოჯახი გადამიდგა – არიქა, შენ შემოგევლე, დაწყნარდიო. ახლა რომ უსმენს სულხანი „დი ფარფლს“, თავში ხელებს ირტყამს – ბიჭო, ამის ავტოგრაფი დაგიხიეო?! სულხანმა რომ იან გილანის ავტოგრაფი დამიხია, ალბათ, მართლა მაშინ გამომერია თმაში ერთბაშად ორი მილიარდი ჭაღარა. ყველაზე ცირკი ის იყო, დედაჩემმა რომ მითხრა: კარგი, რა მოგივიდა, რატომ ეჩხუბები ბავშვს, ვიღაც მომღერლის რაღაც ხელმოწერა იყოო. ამ დროს, დედაჩემის უსაყვარლესი მომღერლები არიან ტოტო კუტუნიო და ფრედი მერკური. რა პარადოქსია: სად ერეკლე და სად „რეგულარი“ ბენზინი! ტოტო კუტუნიო ჩამოსული რომ იყო, რომლისგანაც ავტოგრაფი ავიღეთ და დედას მივუტანეთ, მაშინ ვუთხარი: დედა, წარმოიდგინე, ამ ავტოგრაფზე უკანა მხრიდან გიტარა რომ დავხატო და ამოვჭრა, როგორ ხასიათზე დადგები-მეთქი. არ გაბედო, ჩემი სიკვდილი თუ არ გინდა, ეგ არ ქნაო. ჰოდა, წარმოიდგინე მე რა მჭირდა მაშინ-მეთქი.

– ვინი „იმედის დილაში“ კვირაში სამი დღე მაყურებელს სხვადასხვა კერძს სთავაზობ. მართლა იცი კერძების მომზადება?

ვინი: მარტო რომ დავრჩენილვართ, რაც სახლში გვქონია, იმის მიხედვით გამიკეთებია კერძი.

სულხანი: მაგალითად, ჩაშუშული ძველი კედი...

ვინი: ძალიან პოპულარულია სუპი „გაიარე“. ამ ისტორიას მოგიყვებით: მამა სახლში დაღლილი მოვიდა, ქვაბს თავსახური მოხადა და შიგნით ფურცელი დახვდა, რომელსაც ეწერა: „გაიარე“.

სულხანი: თან, ისარი ეხატა, რომელიც დეზერტირის ბაზრისკენ იყო მიმართული.

ვინი: ისე, მართლა მოგვიმზადებია სხვადასხვა კერძი, თუ სახლში ვართ და არსად გვეჩქარება.

სულხანი: ყოფილა, ვინმე გოგოსთვის დაგვირეკავს.

– ზანგი მორწმუნე გოგოსთვის?

– ჯერ არც იმ ინტერვიუს მერე არ მეხმიანება არავინ, რაც თქვენთან დაიბეჭდა.

ვინი: მე კი ვიცნობ ორ ზანგ გოგოს, მაგრამ, ბავშვები არიან.

სულხანი: სანამ ისინი გაიზრდებიან, მე არაფერი აღარ მომინდება.

– თქვენ შორის რომელი უფრო ფათერაკიანი ბავშვი იყო?

ვინი: ალეკოს ერთი ხელი სამჯერ აქვს მოტეხილი, მეორე – ერთხელ, კიდევ თავი აქვს გატეხილი. კენჭები აქვს ნაშობი და ასე შემდეგ. სამაგიეროდ, თმები აქვს. მე შუშის კარი მაქვს „ჩამოღებული“ ალეკოს დამსახურებით. კი არ ვჩხუბობდით, ვღლაბუცობდით. მოკლედ, ამ გაწევა-გამოწევაში, ალეკო გაიქცა და გავეკიდე. კარი მომიხურა, მე თავი ვეღარ შევიკავე, „მუხრუჭებმა“ მიმტყუნა, შუშის კარი თავით გავიტანე და რაღაცეები ჩავითალ-ჩამოვითალე.

სულხანი: სამაგიეროდ, ესენი რაჭაში რომ მიდიან, წინა დღეს მე ყოველთვის რაღაც მემართება: ან ფეხი უნდა ვიღრძო საინგილოში, ან მოვიწამლო, ან ყველა ფილას, რაც კი აბაზანაშია, თავი დავარტყა ან თირკმლის ჭვალი „მეტაკოს“ და ასე შემდეგ. ალბათ, უჩემოდ რომ მიდიან, ჩემზე ცუდად მოქმედებს.

ალეკო: ეს ერთგვარი რიტუალი იყო – ან „ფეხმძიმედ“ იყო ან რაღაც სჭირდა. მართლა ძალიან მაგარი ძმობა გვაქვს, ვენაცვალე ორივეს. ვინის და სულხანს, ორივეს ერთად „ათიანს“ ვეძახი, რადგან სულხანი ერთიანივით ძალიან გამხდარია, ვინი კი ნულივით არის.


скачать dle 11.3