კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში ვერ აიყოლია ჯაბა ქარსელაძემ მარიკა ვერულაშვილის ქალიშვილი და რატომ მოსდევდა მათ შანზელიზეზე მამაკაცი ხანჯლით


ჯაბა ქარსელაძემ და სალომე ცნობილაძემ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ თბილისში გაიცნეს და საფრანგეთში დამეგობრდნენ. ერთმანეთს ყოველთვის გვერდში უდგანან და ცდილობენ ერთმანეთი უყურადღებოდ არ დატოვონ. მათ ბევრი საერთო მიზანი აქვთ და მის მისაღწევად ძალებს არ იშურებენ. ორივეს თავის დამკვიდრება საკუთარი სახელით სურს და არა ცნობილი მშობლების ხარჯზე.

– უკვე დიდი ხნის მეგობრები ხართ. ერთმანეთი როდის გაიცანით?

ჯაბა ქარსელაძე: მე და სალომეს საერთო მეგობარი გვყავს, იმასაც სალომე ჰქვია და სწორედ მისგან გავიცანი. მინდა ისიც, აღვნიშნო, რომ სალომე, როგორც მარიკა ვერულაშვილის შვილი, ისე არ გამიცნია. ეს მოგვიანებით გავიგე. მე 19 წლის ვიყავი და წარმოიდგინე, ეს რა პატარა იქნებოდა.

სალომე ცნობილაძე: მართალია, ჯაბა თბილისში გავიცანი, მაგრამ ჩვენ პარიზში დავმეგობრდით. 2006 წელს ერთად ვსწავლობდით საფრანგეთში. ერთმანეთის გარდა, იქ არავინ გვყავდა და ამიტომ ხშირად გვქონდა ურთიერთობა.

ჯაბა: სიმართლე გითხრა, უცხოეთში ქართველებს ხშირ შემთხვევაში ვერიდები, რადგან მათ გამო ხშირად აღმოვჩენილვარ ცუდ სიტუაციაში. ამიტომ, ვცდილობ, არავის მსხვერპლი არ გავხდე. ეს არ ეხება სალომეს და ჩვენს მეგობრებს. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ სალომეს უცხოეთში უფრო ხშირად ვნახულობ, ვიდრე საქართველოში. სალომე მართლა ძალიან ბევრს სწავლობს. შაბათ-კვირასაც კი, როცა დასვენების დღეებია, მაშინაც გვიჭირს მისი სახლიდან გამოყვანა. მთელი ინგლისი გარეთ არის, ეს ზის და მეცადინეობს. ვერ ავიყოლიეთ ბოლომდე, ვერც სასმელი დავალევინეთ.

სალომე: ვერ ამიყოლიეს, რადგან დალევა არ შემიძლია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. რომც არ დავლიო, მაინც კარგ განწყობაზე ვარ. გართობისთვის გრადუსი არ მჭირდება.

ჯაბა: პარიზში უფრო თავისუფალი იყო, ახლა კი ჩვენთვის ხშირად ვეღარ იცლის.

სალომე: პარიზში რომ ვსწავლობდი, მაშინ პატარა ვიყავი და სერიოზული გამოცდები არ მქონდა. რაც ასაკი მემატება, მით მეტ ყურადღებას ვაქცევ გამოცდების შედეგებს, რადგან ეს უნივერსიტეტის სივისთვის მნიშვნელოვანია.

ჯაბა: ხშირად ვსაუბრობთ და ვარიგებ კიდეც რაღაც-რაღაცეებს, სალომე ძალიან მიყვარს და სულ ვეჭვიანობ, მისგან ყურადღება თუ მომაკლდა. ისეთი ტიპია, არაფერს დაგიმალავს, თუ უნდა გეტყვის, თუ არა, არ მოგატყუებს.

– ჯაბას დარიგებას თუ ითვალისწინებ?

– კი. მიუხედავად იმისა, რომ ჯაბა ჩემზე რამდენიმე წლით უფროსია, ძალიან ბევრ რამეში ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა. ერთნაირად ვფიქრობთ, ერთნაირად გვინდა წარმატების მიღწევა. ჩვენ მართლა ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენით მივაღწიოთ ყველაფერს. სხვათა შორის ჯაბაში აღმოვაჩინე, რომ მას მიღწეული შედეგი არასდროს აკმაყოფილებს და ყოველთვის ახალი მიზნის მისაღწევად არის მზად. მალე შეიძლება მთვარეზეც გაფრინდეს.

ჯაბა: ადამიანები, რომლებიც პირადად არ გვიცნობენ, ხშირად უთქვამთ, მაგათ რა ენაღვლებათ, ისეთი მშობლების შვილები არიან, რატომ არ ისწავლიან უცხოეთში, სხვებმა იკითხონო და ასე შემდეგ. მე ასე არ ვფიქრობ. მარიკა ძალიან გულწრფელად მიყვარს, თბილი ადამიანია და მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ, სალომე ჩემთვის არასდროს ყოფილა მარიკა ვერულაშვილის შვილი. გვინდა, ყველაფერს ჩვენით მივაღწიოთ. ეს იმიტომ კი არ გვინდა, რომ ამით ვინმეს რამე დავუმტკიცოთ, არამედ ეს ჩვენი მიზანია.

– ამის გამო, ცნობილი ადამიანის შვილობა ერთგვარ კომპლექსად ხომ არ ჩამოგიყალიბდათ?

სალომე: რაც არ უნდა იყოს, ამას კომპლექსს ვერ დავარქმევ. თბილისში რომ ვსწავლობდი სკოლაში, გეოგრაფიის მასწავლებელთან პრობლემა მქონდა და ამის გამო სახლში ნამტირალევი მივედი. მარიკამ რომ დამინახა ასეთ მდგომარეობაში, მითხრა, წამოვალ სკოლაში და გავარკვევ, რა ხდებაო. კატეგორიულად მოვთხოვე, არ წამოსულიყო და მე თვითონ გავარკვევდი ყველაფერს. ასეც მოხდა. მარიკა ყოველთვის ცდილობს, დამოუკიდებელი ვიყო და ყველაფერი თავად გადავწყვიტო. ჯაბაც ასეა. რაც თავი მახსოვს, მე და ჯაბა სულ „გამოყრილები“ ვართ საქართველოდან. რა თქმა უნდა, ძალიან მსიამოვნებს, მარიკა ვერულაშვილის შვილი რომ ვარ, მაგრამ მეც მაქვს რაღაც მიზნები იმისთვის, რომ სალომე ცნობილაძე ვიყო.

– ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრობა გაკავშირებთ, როგორ დაახასიათებთ ერთმანეთს?

სალომე: მართალია, ხშირად ვერ ვახერხებთ ერთმანეთის ნახვას, მაგრამ ერთმანეთით ძალიან ვამაყობთ. ჯაბა ძალიან მეგობრული ადამიანია, რომელიც ყველანაირ სიტუაციაში გვერდით დაგიდგება. ასეთები მართლა ძალიან ცოტა მყავს გვერდით. ძალიან ნიჭიერი და მშრომელია. ერთი უარყოფითი თვისებაც აქვს, უყურადღებოა, რასაც ალბათ, თავადაც აღიარებს. ისე, არ არის აუცილებელი, ადამიანი ყოველდღე ნახო, მთავარია, გჯეროდეს მისი.

ჯაბა: სალომე მარტო გარეგნობით კი არ არის ლამაზი, არამედ შინაგანადაც ძალიან ლამაზი, თბილი და ერთგული ადამიანია. ჩემი აზრით, სალომე არაჩვეულებრივი დედა იქნება. მისგან ყოველთვის დიდი სითბო მოდის. სალომეს ერთი ძალიან დიდი პლუსი აქვს, ყველასთან კარგად არის, მაგრამ ყველასთან არ მეგობრობს.

– საფრანგეთსა და ინგლისში ერთმანეთს თუ პატრონობდით?

– საპატრონო არაფერი გვჭირს, მაგრამ ერთმანეთს ნამდვილად ვუწყობთ ხელს ყველაფერში. ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს, მის მიმართ ათმაგად ორიენტირებული ვარ და სულ თავს დავფოფინებ. სალომეს, როგორც უფროსი ძმა, ისე ვუყურებ.

– ჯაბა ძალიან პოპულარული ბიჭი იყო, განსაკუთრებით შენი ასაკის გოგონებში. გაცნობამდე მის რეპერტუარს თუ უსმენდი და მოგწონდა თვითონ?

– პოპულარულ ადამიანებთან ურთიერთობას მარიკას გამო ბავშვობიდან შეჩვეული ვარ. რა თქმა უნდა, ჯაბას სიმღერებს ყოველთვის ვუსმენდი, მაგრამ მისი გაცნობისას განსაკუთრებული ემოცია არ გამომიხატავს.

– უცხოეთში ერთად დიდ დროს ატარებდით. ალბათ, სახალისო ისტორიებიც გექნებათ მოსაყოლი.

– პარიზში რომ ვიყავით, ჯაბასთვის მქონდა რაღაც გადასაცემი. რომ შევხვდი, მასთან ერთად ჩვენი საერთო მეგობარიც დამხვდა. ჯაბამ გვთხოვა, გამომყევით, გაზის ბალონი უნდა ვიყიდოო.

ჯაბა: მახსოვს ეგ დღე. სხვათა შორის, შესასხურებელი გაზის ბალონი დღემდე მანქანაში მაქვს.

სალომე: რა დამავიწყებს, შანზელიზეს შესახვევში, გალერეა 66-ში შევედით, სადაც თოფები, ხანჯლები, გაზის ბალონები და სხვადასხვა იარაღი იყიდებოდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჯაბამ ერთი ბალონი აიღო და უცებ თავი მოხადა. ამის შემდეგ ამ საგანმა საშინელი ხმა გამოსცა და წიწაკის მსგავსი რაღაც გამოუშვა. მოკლედ, ჩვენს მეგობარს შეესხურა ეს რაღაც. ის კი დაბნეული და გაბრაზებული, ყვირილით გაიქცა. მეც გავეკიდე. დავინახე, რომ ჯაბა მაღაზიიდან გამოაგდეს და უკან მაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომელი მოსდევდა. ამის შემდეგ, ზუსტად 20 წუთში, სიტუაცია რომ ჩაწყნარდა, ჯაბამ აიჩემა ამ მაღაზიის ფილიალში შევიდეთ და იქ ვიყიდოთ, თორემ უამისოდ არ წამოვალო. მთავარი ის არის, რომ ფილიალი ზუსტად იმ მაღაზიის წინ იყო, საიდანაც ჯაბა გამოაგდეს. როგორც კი დავინახეთ, ის კაცი წავიდა, მაშინვე ძალიან სერიოზული სახეებით შევედით მაღაზიაში. ის იყო, უნდა მოეყიდა გამყიდველს ეს ბალონი, რომ დავინახეთ, ის კაცი ფილიალისკენ უკვე ხანჯლით მორბოდა. ვინ სად გაიქცა და ვინ ვის ვახტებოდით თავზე არ მახსოვს. ირგვლივ სულ კაფეებია. ხალხი გაგიჟებული გვიყურებდა. წარმოიდგინე, შანზელიზეზე მაღაზიიდან ყვირილით ერთი გამორბის, რომელსაც გოგო მოსდევს, მერე ბიჭი და უკან კი – კაცი ხანჯლით. იმ მაღაზიაში დღემდე ვერ შევდივარ.

ჯაბა: მოკლედ, იმ კაცმა არაფრით არ მოგვყიდა ბალონი, მაგრამ, მერე სხვაგან მაინც ვიყიდე, რომელიც მანქანაშიც მიდევს და ჯიბეშიც. ძალიან მაგარი რაღაცაა. ვიღაც გარეწარი რომ დაგხვდეს და ზედმეტად მოგიშალოს ნერვები, შეასხურებ და 20 წუთის განმავლობაში გათიშულია.

– სალომე, თბილისში ორი კვირით ჩამოხვედი, მაგრამ იმის გამო, რომ ფრენა ყველგან შეწყვეტილია, ვულკანის მტვრის საშიშროების გამო, ჯერ კიდევ აქ ხარ (ინტერვიუ ჩაწერილია 19 აპრილს).

– როგორც კი ფრენა აღდგება, მაშინვე უნდა გავფრინდე. სწავლა უკვე დაგვეწყო და ბევრი სამეცადინო დამიგროვდება. ჩემი მეგობრები მეხუმრებიან, შენ გამო ამოიფრქვა ვულკანი ლონდონში რომ არ წასულიყავიო. რაღაც მომენტში გამიხარდა, რამდენიმე დღე კიდევ რომ დავრჩი თბილისში, მაგრამ თან გული დამწყდა, რადგან ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი.

– ჯაბა, შენ თუ გეგმავ სადმე გამგზავრებას?

– მაგისტრატურაში უნდა ჩავაბარო. არჩევანი ინგლისზე მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ პარიზი უფრო მიზიდავს და მხიბლავს. მართალია, ინგლისსა და ამერიკაში ძალიან მაგარი წამყვანი სკოლებია, მაგრამ საფრანგეთშიც გაიხსნა რამდენიმე ცნობილი უნივერსიტეტი, რომლებიც პირველ ადგილზეა ევროპაში.

სალომე: საბოლოოდ, საქართველოში აუცილებლად დავბრუნდებით, ამის გარანტიას ყველას ვაძლევ.

ჯაბა: თუ გათხოვდები, ქმარსაც ჩამოიყვან, ხომ.

სალომე: ქართველი ვარ და ქართული მენტალიტეტი მაქვს. უკვე დიდი ხანია, უცხოეთში ვცხოვრობ, მათი მესმის, მაგრამ, რაღაც მომენტში ჩემი მენტალიტეტი მათსას არ ემთხვევა. ასე რომ, მე მაინც ვფიქრობ, უცხოელზე გარისკვა არ ღირს. უცხოელს ცოლად ნამდვილად ვერ გავყვები.

ჯაბა: სალომეს ისეთი ადამიანი სჭირდება გვერდით, რომელიც ბოლომდე გაუგებს. მას უცხოელისთვის ნამდვილად ვერ გავიმეტებ.


скачать dle 11.3