კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ათასი ავტომობილი ჰყავს ოთხსართულიან ავტოფარეხში ბრუნეის სულთანს და რით მოხიბლა ის რუსულმა „მფრინავმა ტანკმა“


10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი

ის არის უკანასკნელი აბსოლუტური მონარქი კაცობრიობის ისტორიაში და იმ სამეფო დინასტიის 29-ე წარმომადგენელი, რომელიც მეთხუთმეტე საუკუნიდან მართავს ამ სახელმწიფოს. საუბარია ბრუნეის სასულთნოსა და მის ხელმწიფეზე, ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მონარქზე მსოფლიოში, მისი უდიდებულესობა, სულთან ჰასანალ ბოლკიაჰზე, რომლის სრული სახელი შემდეგნაირად წარმოითქმის – შრი ბაგინდა სულთან ჰაჯი ჰასანალ ბოლკიაჰ მუიზ უდ-დინ ვადაულაჰიბნი ალ-მარჰუმ მაულანა პადუკა შრი ბეგაუვან სულთან მუდა ომარ ალი საიფ უდ-დინ საად ულ-ჰაირ უა უდ-დინი. დღევანდელ რუბრიკაში სწორედ მის შესახებ გავრცელებულ ყველაზე საინტერესო ფაქტებს შემოგთავაზებთ.

1. ბრუნეის სულთნის ფერი ყვითელია და არავის აქვს უფლება ატაროს ამ ფერის ტანსაცმელი, გარდა ჰასანალ ბოლკიაჰისა. სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს იგი ყვითელი ფერის ბალიშზე ზის, ხოლო მეორე პირი ბრუნეიში – თეთრზე, მინისტრთა კაბინეტის დანარჩენ წევრებს სხვადასხვა ფერის ბალიშები აქვთ. სულთნის ორი ცოლიდან, პირველი მიიჩნევა უფროს ცოლად და მის ტანსაცმელში ჭარბობს ყვითელი. ბრუნეის ყველა მოქალაქე ვალდებულია, ზეპირად იცოდეს სულთან ჰასანალ ბოლკიაჰის სრული სახელი და მკრეხელობად ითვლება შეხსენებისთვის მისი სახელის ფურცელზე დაწერა.

2. 1997 წელს ყოფილმა „მის ამერიკამ“ შენონ მარკეტიკმა ბრუნეის მმართველ ოჯახზე სასამართლოში იჩივლა. მარკეტიკის მტკიცებით, ის და კიდევ ექვსი მოდელი, მათ შორის მომავალი „მის ამერიკა“ – ბრენდი შერვუდი და „მის დიდი ბრიტანეთის“ პრიზიორი – პოლა ბრედბერი სამოდელო საქმიანობისთვის ბრუნეიში მიიწვიეს, მაგრამ პოდიუმის ნაცვლად ისინი ბრუნეის სულთნის სასახლეში მიიყვანეს, სადაც ერთი თვის განმავლობაში „სექსუალური მონის“ დანიშნულებას ასრულებდნენ. მარკეტიკი ირწმუნებოდა, რომ მათ აიძულებდნენ სექსს რამდენიმე მამაკაცთან ერთდროულად. გარდა ამისა, მოდელებს შიშვლად აცეკვებდნენ და ცეკვის დროს, მსურველები მათ სასქესო ორგანოებს ხელით ეხებოდნენ. თავის სარჩელში შენონ მარკეტიკი, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, ბრუნეის სულთნისგან 90 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვდა. თუმცა დაზუსტებით არ არის ცნობილი, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს მარკეტიკის ნაამბობი და მონაწილეობდა თუ არა ამ ორგიებში ჰასანალ ბოლკიაჰი.

3. ბრუნეის პრინცი, სულთან ჰასანალ ბოლკიაჰის უმცროსი ძმა – ჯეფრი ბოლკიაჰი, ერთ დროს პლანეტის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა. დღეს კი იგი თითქმის ბანკროტი და უსახლკარო ადამიანის სახელით არის ცნობილი. ჯეფრის სახელმწიფო ქონების გახარჯვა ედება ბრალად, თანხა კი ფანტასტიკურია – 15 მილიარდი ამერიკული დოლარი. რა თქმა უნდა, პრინცი ყველაფერს უარყოფს, თუმცა რთული დასაჯერებელია, რომ ადამიანს, რომელიც თვეში 20 ათას დოლარს იღებდა ხელფასის სახით, შეეძლო, ჰქონოდა პირად კოლექციაში დეგას, მონეს, პიკასოს და რენუარის ტილოები, შეეძინა 475 მილიონი დოლარის ღირებულების სპეციალური დაკვეთით დამზადებული ავტომობილი „როლს-როისი“ და ეყიდა ბრიტანული საიუველირო კომპანია „ასპრეი“ 385 მილიონ დოლარად. სულთანმა ჰასანალ ბოლკიაჰმა სპეციალური ბრძანებით ჩამოართვა ქონება საკუთარ ძმას, რომელიც დღესდღეობით ბრიტანეთში ცხოვრობს. ამბობენ, რომ ყველაზე მეტად ჯეფრი ბოლკიაჰი თავის შვიდ ცოლსა და 18 შვილზე დარდობს, რადგან მას საშუალება აღარ აქვს ისინი შეინახოს და სწავლის საფასური გადაუხადოს საკუთარ შვილებს, რომელთა უმეტესობა შვეიცარიის სხვადასხვა პრესტიჟულ კოლეჯში სწავლობს.

4. სანდჰერსტის სამხედრო სასწავლებელი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამხედრო სკოლად მიიჩნევა დიდ ბრიტანეთსა და მთელ მსოფლიოში. ეს აკადემია სხვადასხვა დროს დაუმთავრებიათ: უინსტონ ჩერჩილს და იორდანიის მეფე ჰუსეინს, აგრეთვე ბრუნეის სულთანს ჰასანალ ბოლკიაჰს და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ორ პრინცს – უილიამსსა და ჰარის. სწორედ ამ აკადემიაში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება ჰასანალ ბოლკიაჰის შვილმა, პრინცმა აზიმმა, რომლის 25 წლის იუბილეზე მაიკლ ჯექსონმა იმღერა, და ამისთვის ჰონორარად 10 მილიონი დოლარი აიღო, მაგრამ, ეს ინიციატივა მისთვის და ბრუნეის სამეფო ოჯახისთვის სამარცხვინოდ დასრულდა. ისტორიაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ კურსანტს 2 დღის შემდეგ მიეტოვებინოს სწავლა სანდჰერსტის აკადემიაში. პრინცი აზიმი, სწორედ პირველი გახდა, ვინც უარი თქვა სამხედრო ცხოვრებაზე და იქ სწავლა გადაიფიქრა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ცხოვრებისგან განებივრებულმა აზიმმა უბრალოდ, ვერ გაუძლო სამხედრო დატვირთვებს, 2 დღის შემდეგ ჩაალაგა ბარგი და სასწავლო კორპუსიდან გაიპარა.

5. თავისი 60 წლის იუბილე ჰასანალ ბოლკიაჰმა ბრუნეის დედაქალაქ ბანდერ-სერი-ბეგავანში გადაიხადა და მას 10 ათასი მიწვეული სტუმარი დაესწრო. დაბადების დღის დილას სულთანმა საკუთარი „როლს-როისით“ ჩაიარა ქალაქის ქუჩებში, სადაც ათასობით სკოლის მოსწავლე ყვავილებით ხელში შეეგება. საკუთარ დაბადების დღესთან დაკავშირებით, პირველად უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ბრუნეის მოსახლეობას ხელფასი მოემატა. დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო კი სულთნის 1 700-ოთახიან სამეფო სასახლეში გაიმართა, სადაც ისეთი ქვეყნების ლიდერები იყვნენ მიწვეულნი, როგორიც ფილიპინები, ტაილანდი და სინგაპურია. სუფრის თავში მჯდომ სულთანს გვერდით მისი მეუღლეები უსხდნენ. ორივეს ბრილიანტის დიადემები ამშვენებდა.

6. ბრუნეის სულთნის ჰასანალ ბოლკიაჰის, რომელიც შეთავსებით ქვეყნის თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრია, ასევე რელიგიური ლიდერიც, საყვარელი ჰობი – ავტომობილების კოლექციონერობაა. სულთნის ოთხსართულიან ფარეხში პლანეტის საუკეთესო ავტობრენდებია წარმოდგენილი: „ფერარი“, „მერსედესი“, „ბენტლი“ და „როლს-როისი“ – ესენია სულთნის საყვარელი მარკები. მის ავტოფარეხში სამი ათასამდე ავტომობილია, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი „ფორმულა 1-ის“ ბოლიდებს უკავია. მათ სულთანი 1980 წლიდან აგროვებს. ბოლო მონაცემებით, მის საკუთრებაში: 531 „მერსედეს-ბენცი“, 367 „ფერარი“, 362 „ბენტლი“, 185 „ბეემვე“, 177 იაგუარი, 160 „პორშე“, 130 „როლს-როისი“, 20 „ლამბორჯინი“ და ასევე ათობით სხვა მარკის ავტომობილია.

7. რამდენიმე ხნის წინ ბრუნეის სულთანს დიზაინერის ნიჭი აღმოჩნდა. ჰასანალ ბოლკიაჰმა მსოფლიოს გაოცება ყველაზე ძვირად ღირებული და მდიდრული სასტუმრო „ემპაიერით“ გადაწყვიტა, რომლის აშენება 2,7 მილიარდი დოლარი დაჯდა. სასტუმროში მთლიანი სანტექნიკა სუფთა ოქროსია, მათ შორის, კარების სახელურებიც კი. „ემპაიერის“ აშენებაზე პლანეტის 250 საუკეთესო არქიტექტორი მუშაობდა. სასტუმროში თითქმის ყველაფერი სულთნის დიზაინით გაკეთდა: ბროლის ჭაღები ავსტრიაში დამზადდა, მწვანე მარმარილო სარდინიიდან ჩამოიტანეს, ვერცხლი – ბრიტანეთიდან. მარტო ჭურჭლის შეძენა სულთანს 30 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა.

8. ბრუნეის სულთანმა ჰასანალ ბოლკიაჰმა თმის შეჭრაში პარიკმახერს 15 ათასი ფუნტი გადაუხადა. „ღორის გრიპის“ ეპიდემიის გამო, სულთანმა უარი განაცხადა ბრიტანეთში ჩასვლაზე და ლონდონიდან ცნობილი პარიკმახერი კენ მოდესტოუ მოიწვია, რომლისთვისაც, თავის დაზღვევის მიზნით, სპეციალურად შეიძინა თვითმფრინავის რეისის მთელი პირველი კლასის ბილეთები. სულთანი უკანასკნელი 16 წელია თმას მოდესტოუსთან იჭრის და 3-4 კვირაში ერთხელ ჩამოჰყავს, ან თვითონ აკითხავს დალაქს. სხვა კლიენტებისგან მოდესტოუ 30-დან 130-მდე ფუნტს იღებს ერთ შეჭრაში, მაგრამ სულთანი განსაკუთრებული მოვლენაა. ცნობისთვის, კენ მოდესტოუ ფლობს სილამაზის სალონს პრესტიჟულ ლონდონურ სასტუმრო „მეიფეირში“.

9. „ბრუნეის სულთანმა ჰასანალ ბოლკიაჰმა მართლაც, რომ სამეფო საჩუქარი გადასცა აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკურ ფორუმზე ჩამოსულ ყველა სტუმარს“, – ასეთი სათაურებით გამოვიდა თითქმის ყველა აზიური გაზეთი მას შემდეგ, რაც ეკონომიკური სამიტის მონაწილეებს სულთანმა რამდენიმე ათასი დოლარის ღირებულების ოქროსა და ძვირფასი თვლებისგან, ბრუნეის ნაციონალურ ფერებში დამზადებული, სამახსოვრო სამკერდე ნიშნები აჩუქა. აღსანიშნავია, რომ სამახსოვრო, ძვირად ღირებული სამკერდე ნიშნები, სამიტის მონაწილე ლიდერების მეორე ნახევრებსაც გადაეცათ საჩუქრად, მათ შორის, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მეუღლეს, ლუდმილა პუტინასაც. ის, ამ სამიტის მონაწილე ქვეყნების პირველ ლედებს შორის, ყველაზე ექსტრავაგანტულად ჩაცმულად დაასახელეს ჟურნალისტებმა.

10. ცნობილია, რომ ბრუნეის სულთანი ჰასანალა ბოლკიაჰი დაინტერესებულია რუსული სამხედრო ტექნიკით და ამასთან დაკავშირებით ხშირად ჩადის მოსკოვში. იგი მოლაპარაკებებს აწარმოებს რუს გენერლებსა და პოლიტიკოსებთან სამხედრო შეიარაღების შეძენის თაობაზე. ბოლო პერიოდში სულთნის დაინტერესების სფეროში რუსული, ახალი თაობის სამხედრო შვეულმფრენი – „ალიგატორი“ მოხვდა. მას ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეუძლია ფრენა და რუსი გენერლები „მფრინავ ტანკს“ უწოდებენ. 2012 წლისთვის ჰასანალ ბოლკიაჰი 30 ასეთი შვეულმფრენის შეძენას გეგმავს.


скачать dle 11.3