კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ებრძოდა კობა დავითაშვილი „ფაშისტ ფაშას“ და როდის დააყენა პოლიტიკურად უზნეო ფინანსთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი მან


დღევანდელ რუბრიკაში, ბოლო წლების მედიაარქივის საშუალებით, ამჯერად „ხალხის პარტიის“ ლიდერს, ბატონ კობა დავითაშვილს წარმოგიდგენთ. ქრონოლოგიურად აკინძული საგაზეთო პუბლიკაციათა ამონარიდებიდან გარკვევით ჩანს, თუ რა გზა გაიარა ჩვენმა „სტუმარმა“ 2003 წლიდან დღემდე როგორც ოპოზიციონერმა და რევოლუციონერმა; გამარჯვებულმა და თავისივე მოყვანილი ხელისუფლებისგან იმედგაცრუებულმა და კვლავაც გაოპოზიციონერებულმა, რომელიც დღეს მის მიერვე პოლიტიკურ უზნეობაში მხილებულის თანამებრძოლი გამხდარა და არჩევნებში იყრის კენჭს. ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ, ფაქტები მოგვყავს და არჩევანი ხალხისთვის მიგვინდია.


„... კობა დავითაშვილი ჭკვიანი კაცია და ვითარებაში ერკვევა, ის წარმოადგენდა მისთვის სასარგებლო ვითარებას. ლაპარაკი იყო აჯანყებაზე იმიტომ, რომ ვიღაც შეეშინებინა. ბოლოს შეაშინა საკუთარი ხალხი... კობა დავითაშვილის რომ ვიყო, ამ სისულელეებისთვის ბოდიშს მაინც მოვიხდიდი...“

ლევან ბერძენიშვილი

„ალია“, 24-25 ივლისი, 2008 წელი.

„... ცოტნე ბაკურიას ლაპარაკს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკანონო შეიარაღებული ფორმირებები ჰყავს და მისი მეშვეობით თბილისში არეულობისა და ტერაქტების მოწყობის გეგმა აქვსო, სისულელეს ვუწოდებ“...

„რეზონანსი“, 10 თებერვალი, 2003 წელი.

„... გენპროკურორი თუ გავხდი, მაქვს ძალიან ნათელი პროგრამა: დავიჭერ ყველას, მათ შორის ჩემიანებსაც. ამიტომ, მომავალი პარლამენტის პირობებში მივიღებ თუ არა ხმებს, ძალიან საეჭვოა. არ შემიძლია, ხალხი მოვატყუო, ვუთხრა: იცი, რა, შენ არაფერი გემუქრება, ხმა მომეცი-მეთქი და შემდეგ დავიჭირო. მაკიაველისტური ლოგიკა ჩემგან ცოტა შორსაა. ყველა, ვინც კანონს დაარღვევს და სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს, დაისჯება. განსხვავებები არავის მიმართ იქნება“...

„კვირის პალიტრა“, 17 მარტი, 2003 წელი.

„... ბათუმში ზის ფაშა და იქ არის ფაშიზმი. ამას გაწევ-გამოწევა არ ჰქვია, მათ პოლიციის და ჯარის გამოყენებით, მშვიდობიანი პოლიტიკური აქციის დარბევა განახორციელეს“...

„რეზონანსი“, 24 ოქტომბერი, 2003 წელი.

„... აბა, წინასწარ რა გითხრათ. თუ გავხდები კონტროლის პალატის უფროსი, ეს ინფორმაცია სიმართლე იქნება, ხოლო თუ არ გავხდები, იქნება ტყუილი... გლდანის მოსახლეობამ ამირჩია მაჟორიტარ დეპუტატად. გამორიცხული არ არის, პარლამენტში დავრჩე და გლდანელების ინტერესები დავიცვა... როგორც წესი, საკადრო ცვლილებების გარშემო ბევრს ლაპარაკობენ ხოლმე. ამბობდნენ, რომ შესაძლოა, გენპროკურორად წავსულიყავი, მაგრამ ყველამ ნახა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლე არ გამოდგა. თანამდებობაზე ირაკლი ოქრუაშვილი დაინიშნა. ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ მივესალმები... მის შეფასებაში ობიექტური ვიქნები. ირაკლი არის ჩემი მეგობარი, მეჯვარე და ერთ-ერთი შვილის ნათლია... თუ არასწორად მოიქცევა და კანონს დაარღვევს მის იმპიჩმენტსაც მოვითხოვ... თუმცა, დარწმუნებული ვარ, ოქრუაშვილის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო ხელმოწერების შეგროვება არ დამჭირდება...

ბევრი სხვა ქვეყანაში გარბის, ბევრი კიდევ – ტყეში. ამიერიდან, სადაც არ უნდა დაიმალონ, სასამართლო მათ განაჩენს მაინც გამოუტანს... იმ ადამიანებმა, რომლებმაც უკანონოდ დააგროვეს უზარმაზარი ქონება, ანდა ის სახელმწიფო ქონების მიტაცების ხარჯზე იშოვეს, მათ ქონებას ჩამოართმევენ. ეს არ იქნება გაკულაკება. ეს იქნება სამართლიანობის აღდგენა. იმ ადამიანებს მხოლოდ ის ქონება ჩამოერთმევათ, რომელიც არ ეკუთვნით... უკანონო ქონება ჩამოერთმევა ყველას. მნიშვნელობა არა აქვს, რომელ პარტიას უჭერს ესა თუ ის ადამიანი მხარს. თუ მას ქონება უკანონოდ აქვს ნაშოვნი და ვერ დაასაბუთებს, ის უნდა ჩამოერთვას!..

მე მართლა წინააღმდეგი ვიყავი, რომ პარლამენტს განეხილა საკონსტიტუციო ცვლილებები. ამის შესახებ უკვე ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს. მან მშვენივრად იცის ჩემი პოზიცია და, რადგან გადაწყდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ამ პარლამენტმა უნდა მიიღოს, მის განხილვაში მივიღებ მონაწილეობას. თუმცა, კარგი იქნებოდა, თუ ამ ცვლილებებს ახალი პარლამენტი განიხილავდა. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, საქართველოს ძლიერი პრეზიდენტი და პარლამენტი ჰყავდეს, ვიდრე სუსტი პრეზიდენტი, სუსტი პრემიერ-მინისტრი და სუსტი პარლამენტი. თუ მინისტრთა კაბინეტს შემოვიღებთ, მაშინ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ პრეზიდენტიც, პრემიერ-მინისტრიც და პარლამენტიც ძლიერი იყოს!..“

„ახალი თაობა“, 16 იანვარი, 2004 წელი.

„... ჩვენი ნიშა მსოფლიოში არის სწორედ დემოკრატია. სომხებს, მაგალითად, დიასპორა ჰყავთ, აზერბაიჯანელებს ნავთობი აქვთ, რუსებს – ატომური იარაღი და არმია, ჩვენ დემოკრატიით გვიცნობენ, რის გამოც გვეხმარებიან. როცა დასავლეთი დაინახავს, რომ ამ გზიდან გადავუხვიეთ, დავკარგავთ ამ მხარდაჭერას და მაშინ, საქართველოს ხელისუფლება, შესაძლებელია, იძულებული გახდეს, რუსეთს ჩაეხუტოს...“

„ახალი თაობა“, 11 თებერვალი, 2004 წელი.

„... სად არის ის ფული, მარტო აკაკი ჩხაიძემ რომ გადაიხადა. როგორც მახსოვს, ეს თანხა პენსიონერებს უნდა მოხმარებოდა. სწორედ ამიტომ არ დაინტერესდა არავინ, თუ საიდან მოიტანა ჩხაიძემ ის ფული... აუცილებლად უნდა დადგეს ფინანსთა მინისტრის – ზურაბ ნოღაიდელის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. რასაც ის აკეთებს, პოლიტიკური უზნეობაა“...

„ახალი თაობა“ 22 აპრილი, 2004 წელი.

„... ჩვენს პრეზიდენტს ეტყობა სერიოზული შეშფოთება და დაბნეულობა... მე ახლავე ვურჩევდი მას, პრემიერ-მინისტრის პოსტი გასაუქმებელია და აღსადგენია ის მოდელი, სადაც საკანონმდებლო და სასამართლო იქნება ძლიერად წარმოდგენილი... ცოტათი გავამხნევებდი ჩვენს პრეზიდენტს, ის ძალიან შეშფოთებული ჩანს. მაგრამ მას, მე მგონი, თუ მოინდომებს, ძალუძს, იყოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის გარეშეც. ასეთად აირჩია იგი ხალხმა...“

„ახალი თაობა“, 8-9 თებერვალი, 2005 წელი.

„... „იმედმა“ შექმნა ის გარემოება, რომ ხელისუფლება გამწარდა და უკანონო ხერხები იხმარა „იმედის“ მიმართ – დარბევის შემდეგ ჟურნალისტების დაშინება, მოსყიდვა და სხვა მეთოდები. ამ შემთხვევაში ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, ასევე, დადგება, თუმცა, ბადრი პატარკაციშვილს, მაშინაც და ახლაც ვურჩევდი, რომ პოლიტიკა პოლიტიკოსმა უნდა აკეთოს. როდესაც რაღაც არ იცი, არ უნდა ჩაერიო“...

„ახალი თაობა“, 28 დეკემბერი, 2007 წელი.

„... ხელისუფლება დიდი ხანია, იყენებს თავის ჩვეულ მეთოდებს პარტიების ურთიერთდაპირისპირებისა და შემდეგ განცხადების – ესენი ვერ შეთანხმებულან ერთ ვარიანტზე და რომელი დავაკმაყოფილოო. საჯაროდ მოვუწოდებ „რესპუბლიკელებს“ და „ლეიბორისტებს“, ახლა არ არის პირადი და პარტიული ამბიციების დრო. ვაჩვენოთ ხელისუფლებას ერთიანი პოზიცია“...

„ახალი თაობა“, 22 მარტი, 2008 წელი.

„... ხალხის გაყოლის პრობლემა არ არის. ჩვენ 100 ათასობით ადამიანი გამოგვყვა, ჩვენ სხვა პრობლემა გვაქვს, ვართ თუ არა მზად, რომ დავიწყოთ სამოქალაქო ომი...

გივი თარგამაძე რომ იმუქრებოდა, სახალხო აჯანყების მოწოდების გამო ციხეში აღმოჩნდებიო, ყურებზე ხახვიც ვერ დამაჭრა... აჯანყების გარდაუვალობაზე კი არ ვსაუბრობდი, მე ხალხს სახალხო აჯანყებისკენ მოვუწოდებდი... პოლიტიკოსის ამოცანაა, მოუწოდოს, ხალხი კი ან აჰყვება ამ მოწოდებას, ან – არა...

7 ნოემბრის შემდეგ ხელისუფლება ცდილობდა, დაემკვიდრებინა ახალი იმიჯი – ტკბილი და წყნარი საუბარი ხალხთან. როგორც კი გამარჯვება გაინაღდა, გარემოვაჭრეებს დაერია და თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა. თუ ვინმეს ჰქონდა ილუზია, დაინახეს, რომ ეს იყო მცდარი. ამ ხელისუფლებას მარტო აჯანყება გაასწორებს. აჯანყების უფლება არსებობს და ამისკენ მოწოდება რეალურია...

ჩვენ ველით, როდის გამოფხიზლდება საზოგადოების ნაწილი, ვინც ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ მოტყუვდა და იყიდეს...

თუ ბურჯანაძე იქნება ვირტუალური და ხელოვნური ოპოზიცია, ის ჩვენს ნიშას ვერ დაიკავებს. მე ყველაზე მეტად მეშინია, რა მოუვა ამასობაში ჩვენს ქვეყანას და თუ ვინმე დაიკავებს ჩვენს ნიშას და ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს... პოლიტიკაში ყველაფერი ხდება, მოწინააღმდეგეები რიგდებიან ხოლმე და ამასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ შიმშილობის დროს „ახლებს“ რომ პლედები არ შეატანინა, ნინო ბურჯანაძის რეპუტაციაზე ეს შავ ლაქად ყოველთვის დარჩება...

პოლიტიკაში ჩემი მთავარი პრინციპი სიმართლეა, როცა ადამიანს საიმედოს ვერაფერს ვეუბნები, ტყუილის ნაცვლად მირჩევნია, მწარე სიმართლე ვუთხრა, მწარე სიმართლე კი ის არის, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს ამ რეჟიმის შეცვლა უნდა ნებისმიერი ხერხით, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილს უნდა ამაში პირადად მონაწილეობა“...

„ალია“, 1-2 ივლისი, 2008 წელი.

„... არანაირი ომი არ იქნება, გარწმუნებთ. აბა, კარგად გავიხსენოთ მთელი ამ წლების განმავლობაში, რით იყო დაკავებული სააკაშვილის ხელისუფლება: მუდმივი საომარი რიტორიკა და არანაირი ტერიტორიების დაბრუნება. სააკაშვილის სტილი ასეთია – მუდმივად ატყუოს საკუთარი მოსახლეობა. სხვანაირად ყურადღების გადატანა აუარება პრობლემებისგან ვერ წარმოუდგენია და იმიტომ...

რუსეთი დღეს უკვე აკონტროლებს მთელ აფხაზეთს, ანუ სტატუს კვო მის სასარგებლოდაა და აქედან გამომდინარე, არსადაც არ ეჩქარება...

თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე პოლიტიკური ძალები კუდს არ უნდა უქიცინებდნენ არც ერთ დიდ სახელმწიფოს, იმიტომ, რომ საბოლოოდ ეს დიდი ქვეყნები ყოველთვის თავის ინტერესებს გახვევენ...

ოპოზიცია შეძლებს ერთ ორგანიზაციად გაერთიანებას, ის გაიმარჯვებს თბილისში ადგილობრივ არჩევნებზე, რითაც საფუძველს ჩაუყრის ამ რეჟიმის შეცვლას...

პოლიტიკური ლიდერები გაერთიანების საფასურად საკუთარი კანდიდატის დასახელებას არ უნდა ითხოვდნენ, როგორც ამას შალვა ნათელაშვილი აკეთებს. მე არც ის მიმაჩნია სწორად, რომ რესპუბლიკელები და გიორგი თარგამაძის პარტია ცალკე პოლიტიკურ თამაშს უნდა თამაშობდნენ, რადგან ამის პოლიტიკურ პერსპექტივას ვერ ვხედავ“...

„ალია“, 12-14 ივლისი, 2008 წელი.

„...მე არ ვამართლებ, რომ რუსეთის პროვოკაციაზე წამოვეგეთ. მაგრამ, რადგან მიმდინარეობს ბრძოლა, უნდა დამთავრდეს გამარჯვებით. არ უნდა დათარეშობდნენ რუსები დაუსჯელად საქართველოს ტერიტორიაზე...

...როცა რუსები ეძებდნენ ძალას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დამხობაში დაეხმარებოდა და რეალურად ვერ მოძებნეს, ეს ოპოზიციის დამსახურებაა. და იცით, ჩვენს ზურგს უკან ხელისუფლება რას აკეთებდა? ბოკერიას ხელდასმით გამზადდა ეგრეთ წოდებული საერთაშორისო ექსპერტთა დოკუმენტი, რომელიც დასავლეთის ქვეყნის ყველა ლიდერს დაურიგდა და ბოკერიასვე ხელდასმით ჩაიწერა, რომ ეს არის რუსეთის იერიშის მეორე ეტაპი. პირველი ეტაპი იყო ოპოზიციის გამოსვლა ნოემბერში. ეს არის მისი ცნობილი ბოდვითი თეორიები იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის უკან რუსეთი დგას“...

„ალია“, 23-25 აგვისტო, 2008 წელი.

„... ოპოზიციაში არიან რადიკალურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ ხელისუფლებასთან არანაირ თანამშრომლობას აზრი არ აქვს და პირიქით, ღია ბრძოლაზე უნდა გადავიდნენ. თუკი ხელისუფლება არ გაიზიარებს ჩვენს წინადადებებს, მაშინ ჩვენ გავიზიარებთ იმ ადამიანების მოსაზრებებს, ვისაც თავიდანვე მიზანშეწონილად მიაჩნდა ამ ხელისუფლებასთან დიალოგი...“

„ალია“, 9-10 სექტემბერი, 2008 წელი.

„...თუკი ოპოზიცია იქნება თანმიმდევრული და ამავდროულად არ გადავარდება რადიკალიზმში... უცნაურია, რომ მე, როგორც ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციონერი, ამაზე ვსაუბრობ, მაგრამ დღეს რადიკალიზმის დრო არ არის. დღეს ისეთი მოთხოვნების დაყენების დროა, რის მიმართაც საერთაშორისო საზოგადოება იქნება სოლიდარული“...

„ალია“, 18-19 სექტემბერი, 2008 წელი.

„... შეცდომაა, როცა ნოღაიდელი და ბურჯანაძე მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან. ჩვენ უნდა შევხვდეთ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციასაც. მე და ძიძიგური ერთად ვგეგმავთ ვიზიტს და ეს არჩევნებამდე მოხდება. მთავარია, რუსეთში შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი, რომ ჩვენთან შეთანხმება ღირს, რათა ამერიკის პლაცდარმი არ მიიღონ... ჩვენი პარტნიორები ხომ ვაჭრობენ ჩვენით? გერმანიამ გაზი მიიღო, საფრანგეთმა – სამხედრო დაკვეთა, ამერიკამ „რესტარტი“ გააკეთა და რუსეთი ავღანეთში გზას უხსნის. ყველამ იხეირა ჩვენს გარდა და მინდა, ახლა ჩვენც ვიხეიროთ...“

„ალია“, 8-9 მარტი, 2010 წელი.

„... ჩვენ არ გვსურს ჩვენს კოლეგებთან ალიანსის შიგნით დაპირისპირება, ამიტომ მინდა მოვუწოდო ლევან გაჩეჩილაძეს, აუცილებლად შეხვდეს რესპუბლიკელებს. ჩვენს კოლეგებთან აუცილებელია დიალოგი და კონსენსუსი. ამ საკითხში, როგორც ჩანს, ალიანსში გადაწყვეტილებებს რესპუბლიკელები იღებენ... მე არ მინდა, ამ საკითხზე საუბარი, რადგან 30 მაისამდე თავდაუსხმელობის შეთანხმება გვაქვს დადებული. მე პატივს ვცემ ყველას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბატონ ლევანსაც, რომ აუცილებლად ესაუბროს რესპუბლიკელებს, რადგან მათ გარეშე ალიანსში გადაწყვეტილებები არ მიიღება...“

„ახალი თაობა“, 12 მარტი, 2010 წელი.

„...შალვა ნათელაშვილი აქტიურად აფიქსირებდა თავის პოზიციას, ყველასგან გამორჩეულს და კორექტულს. მან არაერთხელ განაცხადა, რომ ბოიკოტის მომხრეა, მაგრამ არ ჩართულა ჩვენს ლანძღვა-გინებაში, როდესაც სხვა ოპოზიციური ჯგუფები, ძირითადად, ჩვენ გვებრძოდნენ და გამოდიოდა ისე, რომ ჩვენ სააკაშვილს ვებრძოდით და სხვები – ჩვენ... ჩვენ ვებრძვით ხელისუფლებას და ხელისუფლება გვებრძვის ჩვენ და, ამავდროულად, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენთან ბრძოლით არის დაკავებული და არა – ხელისუფლებასთან ბრძოლით. ეს არის ფაქტი. საბოლოოდ, ხალხი გააკეთებს არჩევანს...“

„ახალი თაობა“, 22 მარტი, 2010 წელი.

„... დიახ, „ეროვნული საბჭო“ შედგებოდა 11 პარტიისგან, „ეროვნული საბჭო“ დატოვა 9 პარტიამ, დარჩა ორი პარტია: „კონსერვატორები“ და „ხალხის პარტია“... ჩვენ დივიდენდები არ გვიძებნია იმაში, რომ გავსულიყავით „ეროვნული საბჭოსგან“ და მერე „ეროვნული საბჭო“ გვეგინებინა. არადა, ვინც გავიდა „ეროვნული საბჭოდან“, ყველამ თავის ვალად ჩათვალა ის, რომ „ეროვნული საბჭო“ ეგინებინა, მაგრამ თუ „ეროვნულ ფორუმს“ უნდა „ეროვნულ საბჭოში“ მოსვლა, მოვიდეს, ორივე ხელით მივესალმებით. მოვიდნენ და აღიდგინონ თავიანთი სტატუსი“.

„ალია“, 20-26 მარტი, 2010 წელი.


скачать dle 11.3