პოლიტიკური კალეიდოსკოპი
ამერიკის პრეზიდენტს ვალი გაუხსენეს
ნიუ-იორკის საზოგადო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, მეთვრამეტე საუკუნის წიგნების ციფრულ მატარებლებზე გადატანის დროს, აღმოაჩინეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა, ბიბლიოთეკიდან ორი წიგნი გაიტანა და, დღემდე არ არის დაბრუნებული. 1793 წლის 5 ოქტომბერს, ჯორჯ ვაშინგტონმა, მაშინ ჯერ კიდევ ნიუ-იორკის ერთადერთი ბიბლიოთეკიდან, გამოიტანა ორი წიგნი – „ნაშრომი საერთაშორისო პოლიტიკაზე“ და „დებატების ჩანაწერები ბრიტანეთის სათვისტომოს პალატიდან“. ვაშინგტონს წიგნები ერთი თვის შემდეგ უნდა დაებრუნებინა, თუმცა ვადას საგრძნობლად გადააცილა. ბიბლიოთეკის თანამშრომლების გათვლით, ჯარიმის ოდენობა, გადაცილებული დღეებისთვის ინფლაციის გათვალისწინებით, 300 ათას დოლარს შეადგენს. თუმცა, ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია თანხის გადახდას არ აიძულებს პირველი პრეზიდენტის შთამომავლებს და მხოლოდ წიგნების დაბრუნებას ითხოვს.
ობამას წლიური
შემოსავალი გაიზარდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას და მისი მეუღლის – მიშელის საერთო შემოსავალმა 2009 წელს 5,5 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. პრეზიდენტის საგადასახადო დეკლარაცია, საზოგადოებისთვის ცნობილი სულ რამდენიმე დღის წინ გახდა და მისი შემოსავლების ძირითადი ნაწილი მისივე ავტორობით გამოცემული წიგნების გაყიდვიდან მიღებული თანხით შემოიფარგლა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ობამების ოჯახმა გადასახადების სახით 2009 წელს 1,8 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადა. გარდა ამისა, ობამამ 328 ათასი დოლარი სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადარიცხა. აღსანიშნავია, რომ ზუსტად იგივე დროს თავისი საშემოსავლო დეკლარაცია გამოაქვეყნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა. თანხა, რომელიც მან მიუთითა, 50-ჯერ ნაკლებია ობამას შემოსავალზე და, სულ რაღაც, 113 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს.
დახვედრა საცვლების გარეშე
რუსეთის პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტის დროს, ნიკოლა სარკოზის მეუღლემ, კარლა ბრუნიმ, მკაცრი პროტოკოლის მიუხედავად, საზეიმო ვახშამზე ზედმეტად მოტკეცილი კაბა ჩაიცვა, რომლის ქვეშაც საცვლები და ბიუსტჰალტერი არ ეცვა.
გრძელი, მოტკეცილი, ზღვის ტალღისფერის კაბა საფრანგეთის პირველი ლედის სხეულის ბრწყინვალე ფორმებს უსვამდა ხაზს. ბრუნი ძალზე ელეგანტური და სექსუალური იყო ამ სამოსში, მაგრამ, რატომ არ ეცვა საფრანგეთის პირველ ლედის ქვედა საცვლები, ჟურნალისტებმა ვერ გაარკვიეს.
„ფეისბუქმა“ ოსამა ბინ ლადენის პროფილი დაბლოკა
სოციალური ქსელის – „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ ოსამა ბინ ლადენის სახელით შექმნილი პერსონალური გვერდი დაბლოკა. ადამიანის ვინაობა, ვინც ბინ ლადენის სახელით იყო რეგისტრირებული, უცნობია და არ არის გამორიცხული, რომ ამ ფაქტით ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდნენ. ბინ ლადენის გვერდი „ფეისბუქზე“ 25 მარტს გამოჩნდა და მას შემდეგ მისი მეგობრების რიცხვი რამდენიმე ათასი ადამიანით გაიზარდა. „აქაუნთის“ მფლობელი საკუთარ თავს „მოჯაჰედების პრინცს“ უწოდებდა, ხოლო ადგილმდებარეობად „მსოფლიოს მთები“ ჰქონდა მითითებული.
ობამა სიკვდილს გადაურჩა
არკანზასელ პოლ შლესელმანს, ბარაკ ობამაზე თავდასხმის ორგანიზებისა და იარაღის უკანონოდ შეძენის გამო 10 წლით პატიმრობა შეუფარდეს. 19 წლის შლესელმანს და მის 21 წლის თანამზრახველს, დანიელ კოვერტს ჩაფიქრებული ჰქონდათ 88 შავკანიანის მოკვლა. ამის შემდეგ კი ისინი ბარაკ ობამას ლიკვიდირებას გეგმავდნენ. შლესელმანი და კოვერტი არკანზასის რასისტული ორგანიზაციის წევრები არიან და ცნობილია, რომ განსაკუთრებული აგრესიით შავკანიანების მიმართ გამოირჩევიან.
ძაღლი, რომელმაც სამეფო საჩუქარი გადაყლაპა
ბრიტანეთის პრინცის უილიამის საჩუქარი, რომელიც მან მეგობარ გოგონა – ქეით მიდლტონს მიართვა, ამ უკანასკნელის ძაღლის, კოკერ-სპანიელის – მეტსახელად ოტოს ლუკმა გახდა. ძაღლს იმდენად მოეწონა პრინცის ნაჩუქარი ანტიკვარული საყურეები, რომ პატრონის უყურადღებობით ისარგებლა და გადაყლაპა. ამ ფაქტზე, პრინცმა ბევრი იხალისა და მეგობარ გოგონას ურჩია, თვალთვალი დაეწესებინა ძაღლზე და ადრე თუ გვიან, საყურეები გარეთ გამოვიდოდა. ქეითი ორი დღის განმავლობაში პირადად ასეირნებდა ოტოს და მხოლოდ მეორე დღეს გამოყარა ძაღლმა მონელებული საყურეები, მაგრამ, საჩუქარი იმდენად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა. პრინცი უილიამი დაჰპირდა თავის საცოლეს, რომ უკეთეს საყურეებს აჩუქებს.
უშანგი რუხაძე