კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უკომპრომისოდ


გადახურდავებულები

მართალია, აშშ-ში სამიტი დასრულდა და აშშ-ის პირველმა პირმა ჩვენს პირველ პირს „ტეტატეტ“ შეხვედრაზე უარი სტკიცა, სამაგიეროდ, ბ-ნი სააკაშვილი ვიზიტს მაინც განაგრძობს, თანაც აგერ უკვე მეორე წრეზე (პოლონეთის პრეზიდენტის დაკრძალვას ოკეანის გაღმიდან შუა ევროპაში ჩამოუსწრო და კვლავ უკან დაბრუნდა). კიდეც განაგრძობს და შეხვედრებსაც მართავს: წვრილფეხა ჩინოვნიკებთან და გადამდგარ მსხვილფეხებთან; მეტიც, იქაურ უნივერსიტეტებში სიტყვითაც გამოდის და საპატიო დოქტორის წოდებაც დაირტყა. ამის პარალელურად, „სიენენზე“ მასთან ჯერ კიდევ თბილისში ჩაწერილ ინტერვიუებსაც აჩვენებენ და ჩვენი პრეზიდენტი არც აშშ-ურ გამოცემებს აკლებს მასთან გასაუბრების სიამოვნებას. ამ უკანასკნელებს კი არ უმალავს, რომ აშშ-ის მიერ ექსპორტირებული ფერადი რევოლუციების იდეა საფრთხეშია: უკრაინასა და ყირგიზეთს საქართველო მიჰყვებაო (ანუ რუსეთი ჩემს ჩამოგდებას გეგმავსო). თუმცა, თუ ბ-ნი ობამას ზემოხსენებულ უარს გავიხსენებ, რუსეთი, თუ აშშ არ შეუუღლდა, ვერავისაც ვერ ჩამოაგდებს (თუ პოლიტორიენტაცია შეგვაცვლევინეს, ნეტავ რა ბედი ეწევა ბუშის სახელობის ქუჩას? ავტომატურად გადაკეთდება პუტინისად, თუ, ვლადიმირის სახელს მის გაგრძელებას დაარქმევენ?!). ხოლო, სანამ ისინი დაუღლდებიან, ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩვენი პრეზიდენტის გამოსვლა, ქართული ელმედიის ცნობით, სტუდენტებს მეტად მოსწონებიათ, განსაკუთრებით ვიეტნამელებსა და პაკისტანელებს უაქტიურიათ – გვასწავლეთ, ბ-ნო მიხეილ, როგორ ავაშენოთ ჩვენს სამშობლოებში, თქვენთან რომ ააშენეთ, ისეთი დემოკრატიაო. რჩევა არც კითხვის ადრესატს დაუმადლებია (ოღონდ, ჩერჩილს დაესესხა): არასდროს დანებდე, არასდროს უღალატო პრინციპებს და არ წახვიდე კომპრომისებზე! ჩვენ არ ვიცით, დაეხმარება თუ არა ჩვენი პრეზიდენტის რჩევა პაკისტანსა და ვიეტნამს დემოკრატიის აშენებაში, სამაგიეროდ, წყალი არ გაუვა იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები, დასაქმებულ-დაუსაქმებელიანად, რომ არ დანებებულიყვნენ, პრინციპებისთვის არ ეღალატათ და არ წასულიყვნენ კომპრომისებზე, არა მხოლოდ პაკისტანელი სტუდენტის მოსაწონი დემოკრატია გვექნებოდა, ვერც ასე ნაბადივით გაგვიფენდა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და არც ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტნიორი გადაგვახურდავებდა პირველივე სარფიანი გარიგებისას.


скачать dle 11.3