კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ქართული სასწაული“


ჭიათურულ-ზესტაფონური ჩრდილით

„იმედის“ მიერ დაქუხებული ცნობა, რომ „ეკონომიკური თავისუფლების აქტით“ საქართველო ევროპული ეკონომიკის ლოკომოტივი უნდა გამხდარიყო, ისევე მიეცა დავიწყებას, როგორც მოდელირებული „ქრონიკა“, თუმცა, დავიწყების ამ პროზაულმა ფაქტმა მაინც ვერ შეუშალა ხელი ვერც „სიენენს“ და ვერც ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხს (უკაცრავად, მაგრამ, აი, სახელწოდება კი აღარ მახსოვს, თუმცა, რაც მთავარია, მათ ვახსოვართ!), რომ ვრცელ-ვრცელი გადაცემები მიეძღვნათ „ქართულ სასწაულად“ წოდებული ბათუმისთვის (აბა, სრულიად საქართველო ხომ ისეთი სასწაულია, თვით დევიდ კოპერფილდს რომ შეშურდება?!). პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, განსაკუთრებით „სიენენზე“, „ჩაწყობა“ გამორიცხულიაო, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ კომერციული პროექტები მედიის არსებობის ერთ-ერთი წყაროა, მთლად ასე მოწმენდილ ცაზეც ვერ გაჩნდებოდა სიუჟეტი „ქართული სასწაულის“ შესახებ (ამ „სასწაულის“ არსი კი ვარდების რევოლუციის ხნისაა: საქართველო შენდება და მშვენდება). მეორე მხრივ, რაკი ჩვენ ბათუმი არაკომერციულ-კომერციული გარიგებებით თუ მათ გარეშეც მოგვწონს და გვიყვარს, სიუჟეტები, ბუნებრივია, მაინც გულს მოგვეფონა. მეორე მხრივ, ამერიკულ-უკრაინული თვალით დანახულ „ქართულ სასწაულში“ რაღაც მიზეზთა გამო ვერ მოხვდა ზესტაფონის მეტალურგიული ქარხნისა და ჭიათურელ მაღაროელთა გაფიცვა, რომლებიც ქარხნების ხელმძღვანელობებისგან სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლების დაბრუნებას, ხელფასების მომატებასა და სიცოცხლისთვის სახიფათო პირობების გამოსწორებას ითხოვენ („ქართული სასწაულის“ თავისებურება ისიცაა, რომ ადგილობრივი დაქირავებულები, დაახლოებით ისეთსავე მდგომარეობაში არიან, როგორც მონები – ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში). თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ გაფიცულ საწარმოთა მეპატრონეები უცხოელები ბრძანდებიან და ქართული კანონმდებლობის დახმარებითვე ქართველ მუშებს სისხლსაც სწოვენ, სავარაუდოდ, „ქართული სასწაულის“ განუმეორებლობის საიდუმლო ისაა, რომ მის სა-უცხო-ო ნაყოფს მხოლოდ უცხოელები მიირთმევენ.


скачать dle 11.3