კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„პედაგოგიკის“ მამები


საბრძოლო ანბანი – ახალქართულად

არცთუ ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობის სამი ვეშაპი – განათლების, თავდაცვისა და ჯანდაცვის მინისტრები – შეიკრიბა და საჯარო სკოლებში ახალი საგნის – სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამის დამუშავებას შეუდგა. იქიდან გამომდინარე, რომ, წესით, სამივენი მეტად მწყრალად უნდა იყვნენ პედაგოგიკასთან და, იმის გათვალისწინებითაც, რომ ამ სამის ცოდნა-განათლება-გამოცდილებას ამჟამად დაკავებულ თანამდებობებთან კავშირი არ აქვს (ბ-ნები შაშკინი და ახალაია იურისტები ბრძანდებიან, ბ-ნი კვიტაშვილი კი – ისტორიკოსი გახლავთ), ეს ახალი საგანი ვიღაც სხვის მომზადებულ-დამუშავებული უნდა იყოს. ასეა თუ ისე, რამდენიმე სკოლაში საგნის სწავლება უკვე დაიწყო (ვაპილოტებთო), ოღონდ ისაა, რომ პრეზენტაციას ოდენ განათლებისა და თავდაცვის მინისტრები დაესწრნენ (სავარაუდოდ, იმიტომ რომ მთავარი „ვეშაპები“ არიან). თუ სატელევიზიო კადრით ვიმსჯელებთ, ამ ახლად დაპილოტებული საგნის კაბინეტი გარემონტებულ-შეღებილიც იყო და არც თვალსაჩინოებები აკლდა, ცეცხლსასროლი იარაღის სახით. კომენტარი თავდაცვის მინისტრმაც შეგვაწია – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები შეისწავლიან ქართული ჯარის ისტორია-შეიარაღებასო. პირადად ჩემთვის ოდნავ ბუნდოვანია, რატომ არის კარგი ქართული ჯარის შეიარაღების შესწავლა (არ ჯობია, ვისაც ეს შეიარაღება აქვს, იმათ ასწავლონ გამოყენების წესი?!), ჯარის ისტორიის შესასწავლად კი საქართველოს ისტორიაც იკმარებდა.

რაც შეეხება ქართული ჯარის უახლეს საბრძოლო ისტორიას: აშკარაა, ეს ის შემთხვევაა, რაზეც შოთამ თქვა: „ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“-ო (რა ამის პასუხია და, ცნობისმოყვარეობა მკლავს, ამ ჩვენს განათლების მინისტრს თუ აქვს, ნეტავ, წაკითხული დედანში „ვეფხისტყაოსანი“?!). თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოში, სტატისტიკის თანახმად, ჩვენი დაღუპული მებრძოლებიდან ყოველი მესამე, თანამებრძოლებმა ცოცხლები, ანუ დაჭრილები მიატოვეს, იქნებ, თავდაცვის მინისტრს, ვიდრე სასკოლო პროგრამებს დაამუშავებდა, თავისი სამწყსოსთვის საბრძოლო ანბანი განემარტა, თუ, რა თქმა უნდა, იცის.


скачать dle 11.3