კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შირლის დაბდღე


ანუ ამბავი თოჯინად ქცეული მახათისა

განა იმიტომ, რომ „მამა დავიწყებოდათ“ ან, თუნდაც, კუსავით მარაქაში გასარევად, ჩემთვის სრულიად უცნობი მიზეზით, გასულ კვირას თოჯინების მუზეუმმა თოჯინა „შირლის“ დაბდღე იზეიმა. ან კი როგორ არ იზეიმებდა, როდესაც, ჯერ ერთი, ეს კონკრეტული თოჯინა ამ ჩვენი მუზეუმის ბინადარია და, რაც მთავარია, ის გასული საუკუნის 30-იანი წლების აშშ-ელი კინოვარსკვლავის – შირლი ტემპლის პროტოტიპია. მიწვეულმა სტუმრებმა შირლი ტემპლის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენაც დაათვალიერეს და თვით მასზე გადაღებულ ფილმსაც უცქირეს. ღონისძიებას სპონსორების გარეშე არ ჩაუვლია: კომპანიებმა „ტკბილმა ქვეყანამ“, „შუმმა“, „ბაგრატიონი 1882-მა“ და „შხეფმა“ იზრუნეს, რომ შირლის დაბდღე ღირსეულად და შირლის დონეზე ჩატარებულიყო. „ტკბილმა ქვეყანამ“ ისე ივაჟკაცა, რომ იუბილარის პატივსაცემად სტუმრებს სანახაობრივი ტორტი შესთავაზა. ამ საქმეს, ბუნებრივია, საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანადგომის გარეშე არ ჩაუვლია. რომ არ ჩაუვლია, ეტყობა, იმიტომაც გამოიდეს თავი როგორც სპონსორებმა, ისე თოჯინების მუზეუმმა. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში ბავშვების უმეტესობას ხეირიანი თოჯინაც არ აქვს და, არათუ სანახაობრივი, ხუთკვერცხიანი ტორტი ენატრებათ, როგორც ჩანს, უსაქმურობის ჟამს ზოგი მახათით ერთობა, ზოგიც – თოჯინების დაბდღეებით და, თუ ზნეობას გვერდით გადავდებთ, ბოლოს და ბოლოს, ეს გემოვნების საქმეა.


скачать dle 11.3