კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როლში


დესერტად მისართმევი

ვიქტორ იანუკოვიჩმა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის სავარძელი საფუძვლიანად მოირგო, მოსკოვსაც გაუწოდა მეგობრობის ხელი, ბრიუსელსაც, ვაშინგტონსაც (თან, უკუღმა თანმიმდევრობით) და პრობლემური საკითხებისთვისაც მოიცალა. კერძოდ, დაადგინა, რომ რფ-ის შავი ზღვის ფლოტი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში 2017 წლის შემდეგაც 25 წლით დარჩება. იმას გარდა, რომ ამ საქმეში დიდ ფულსაც აიღებს (იჯარის საფასურად. ეს მხოლოდ ჩვენ ვიყავით ისეთი ალტრუისტები, რომლებსაც რუსეთის ბაზები უფასოდ გვასხდა თავზე); მეტიც, სანაცვლოდ რუსეთისგან გაზს 100 დოლარით იაფადაც შეისყიდის. ამ გადაწყვეტილებას აშშ-ის სახმდივანი, ქ-ნი ქლინთონიც მიესალმა, სახელდობრ, ბრძანა, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიერ რფ-ის შავი ზღვის ფლოტის კიდევ 25 წლით დატოვება იმის მაჩვენებელია, რომ იანუკოვიჩი დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებსო. აი, ნატოს გენმდივანი უფრო შორსაც წავიდა, სახელდობრ, ბ-ნმა რასმუსენმა ბრძანა, რომ ეს გადაწყვეტილება იოტისოდენადაც ვერ შეუშლის ხელს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ცხადია, ეს ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტნიორები მთლად თავიანთი განცხადებებივით გულუბრყვილოები არ ბრძანდებიან, ამიტომაც დასძენენ, რომ უკრაინის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, დაბალანსებული პოლიტიკის გატარება რთულია, მაგრამ, იმითაც კმაყოფილი ვართ, ბ-ნი იანუკოვიჩი საამისოდ მოწოდებული მაინც რომ არისო. მეორე მხრივ, თუ ამ დაბალანსებას ასე იყვნენ მოწადინებულნი, მაინცდამაინც საქართველო რატომ უნდა შელეწვოდა რფ-ს?! თუმცა, შესაძლოა, იმიტომაც, რომ ამ ჩვენი ოკეანისგაღმელს ყველა პარტნიორისთვის შესაფერისი როლი აქვს დაწესებული: უკრაინას ურთიერთობას დააბალანსებინებს, ჩვენ კი, თუ საჭირო შეიქნა, მსურველს დესერტივით მიგვართმევს.


скачать dle 11.3