კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: სად მირჩევთ ეხმეას დადგმას და ხომ არ ვნებს მას მზე?

პასუხი: ამ მცენარეს კარგი განათება უყვარს. მზე მასზე კარგად მოქმედებს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მწველი მზე არ შეიძლება. შეარჩიეთ ეხმეასთვის მზიანი და კარგად განათებული ოთახი. ასეთ ადგილას თავს მშვენივრად იგრძნობს. ეს მცენარე სიმშრალეში არ ამყოფოთ, თორემ ფოთლები გაუყავისფრდება.

კითხვა: გამძლე მცენარეა თუ არა ცირტომიუმი და რა ტემპერატურაზე ვამყოფო წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?

პასუხი: ცირტომიუმი ძალიან გამძლე და იოლად გასაზრდელი მცენარეა. საკმარისია ოთახის ტემპერატურა – 18-24 გრადუსი. უძლებს თითქმის ნულოვან ტემპერატურასაც. ასე რომ, ზამთარში მისთვის დამატებითი პირობების შექმნა საჭირო არ არის. დადგით ნათელ ადგილას, ნუ მოაკლებთ წყალს და თქვენი ცირტომიუმი მშვენივრად და უპრეტენზიოდ გაიზრდება.

კითხვა: რა სიხშირით მოვრწყა გარდენია და როგორ პირობებში ვამყოფო მცენარე, რომ კარგად გაიხაროს?

პასუხი: მორწყეთ რბილი წყლით, რომ ფოთლები არ გაუყვითლდეს. მიწა ზაფხულში მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ზამთრის თვეებში მორწყვა შეამცირეთ. ზაფხულობით ნიადაგი სპეციალური თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. მისი ყვავილობისთვის კარგია მაღალი ტენიანობა. დღისით 18-21 გრადუს ტემპერატურაზე ამყოფეთ, ღამით კი – 15-17 გრადუსზე. მცენარე თაკარა მზეს მოარიდეთ, მაგრამ აუცილებლად კაშკაშა სინათლეზე დადგით. ამ მცენარეს სჭირდება სტაბილური ტემპერატურა და ტენიანობა. მოარიდეთ ორპირ ქარს და ადგილმდებარეობის ცვალებადობას.

კითხვა: ბინაში მაქვს კლივია, რომელსაც თითქოს თავისი ჭურჭელი აღარ ჰყოფნის. რას მირჩევთ, ხომ არ გადავრგა მცენარე და როდის არის ამის გაკეთება სასურველი?

პასუხი: ამ მცენარის გადარგვა შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ცოტა დიდ ქოთანში გადარგეთ და ეცადეთ ფესვები არ დაუზიანოთ. ფრთხილად მოაცილეთ კლივიას შვილობილი მცენარე. მას არ უყვარს, როდესაც ხელით ეხებიან, მაგრამ თუ აუცილებელია ამ სეზონზე გადარგეთ.

კითხვა: როგორ გავამრავლო კრინუმი?

პასუხი: ამ მცენარის გამრავლება ხდება შვილობილი მცენარეებით, რომელიც ფრთხილად უნდა მოაცილოთ დედამცენარეს. შემდეგ ჩარგეთ ქოთანში, მორწყეთ და დადგით ნათელ ადგილას. რაც უფრო ძლიერია განათება, მით უფრო ინტენსიურად იზრდება მცენარეც. მორწყეთ ზომიერად. ზედმეტი წყალი მცენარის ფესვების ლპობას გამოიწვევს. ზაფხულში მისი ნიადაგი შეგიძლიათ, რამდენიმე კვირაში ერთხელ მინერალური სასუქით გაანოყიეროთ. ზამთრის პერიოდში ამ მცენარეს დაბლა ფოთლები უხმება, მაგრამ ახალი ფოთლები მალევე ამოუვა. გაითვალისწინეთ, რომ მას არ უყვარს ფოთლების მოჭრა.


скачать dle 11.3