კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: მყავს ინგლისური კოკერ-სპანიელი. ბოლო დროს ის ძალიან აგრესიული გახდა, ოჯახის წევრების მიმართაც კი. მაინტერესებს ჩემი ძაღლის აგრესია ცუდი გაზრდის შედეგი ხომ არ არის?

პასუხი: სპანიელის აგრესია ოჯახის წევრებისა და სხვა ხალხის მიმართ თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ეს გაზრდასთან ნაკლებად არის კავშირში, თუმცა ლეკვობიდანვე მაინც უნდა ეცადოთ შეაჩვიოთ ძაღლი პატრონის პატივისცემას. სხვათა შორის, ექიმებს ძალიან ხშირად აკითხავენ სპანიელის მიერ დაკბენილი მათივე პატრონები.

კითხვა: მინდა, შევიძინო მცველი ძაღლი. იქნებ მირჩიოთ, დიდი ტერიტორიის დასაცავად რომელია იდეალური ვარიანტი?

პასუხი: კარგია, თუ არჩევანს შეაჩერებთ ისეთ ჯიშებზე, როგორებიცაა: კავკასიური, სამხრეთ-რუსული გერმანული, აღმოსავლეთ-ევროპული ან აზიური ნაგაზები. მათ თანდაყოლილი დაცვის უნარი აქვთ.

კითხვა: ჩემს ძაღლს ძალიან სიამოვნებს აივანზე წოლა, განსაკუთრებით სიცხეში. ადრე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ მითხრეს, რომ ეს მისი ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის. მაინტერესებს, სიმართლეს თუ შეესაბამება ეს, ან ზაფხულში მაინც თუ შეიძლება მისი აივანზე წოლა?

პასუხი: ძაღლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იწვეს აივანზე. ცივ ზედაპირზე წოლა ძალიან ბევრ რამეს იწვევს, მაგალითად: სასქესო ორგანოების, ფილტვების, ან სახსრების ანთებას და ასე შემდეგ. ამიტომ, უმჯობესია, თუ ძაღლს წელიწადის ნებისმიერ დროს აივანზე არ დატოვებთ.

კითხვა: იქნებ ამიხსნათ, რატომ ღირს ერთი და იგივე ჯიშის ძაღლი სხვადასხვა ფასი? მინდოდა, კანე კორსოს შეძენა და საკმაოდ სოლიდური თანხა დამიფასეს. მოგვიანებით კი, გაცილებით იაფად ვნახე. რას ნიშნავს ეს?

პასუხი: ეს იმიტომ, რომ სუფთა სისხლის ძაღლებშიც არის განსხვავება. ისინი ხარისხით ერთმანეთისგან განსხვავდებიან, რაც მოყვარულისთვის ძნელი შესამჩნევია. თუ გსურთ, სახლში ამ ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელი გყავდეთ, არ დაინანოთ მასში თანხის გადახდა. დაბალფასიანი ძაღლი ვერასდროს გაიზრდება ისეთი, როგორიც წარმოგიდგენიათ.

კითხვა: ძალიან მაინტერესებს ბულტერიერის ზოგადი დახასიათება. როგორც წესი, მოყვარულები მას კაციჭამიად ახასიათებენ. რეალურად როგორია ის?

პასუხი: ბულტერიერს ძალიან ბევრი საინტერესო თვისება აქვს. არის მოსიყვარულე, ბავშვების მოყვარული, ასევე საუკეთესო ვირთხამჭერი. სავალდებულოა, ადრეული ასაკიდან მისი სწორი წვრთნა. უყვარს სხვა ძაღლებთან ჩხუბი. მისი სიმაღლე მინდაოდან დაახლოებით, 52-55 სანტიმეტრია. რაც შეეხება შეფერილობას, დასაშვებია, ნებისმიერი ფერი, გარდა ცისფერისა და ყავისფერისა.


скачать dle 11.3