კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაპირება და ტყუილი


ქალებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცები ბევრ, სრულიად უაზრო დაპირებას იძლევიან, რომელთაც განხორციელება არ უწერია და თავიდანვე ტყუილისთვის არიან განწირულნი, მაგრამ, მოდი, კარგად დაფიქრდით და შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ სწორედ ჩვენ ვუბიძგებთ კაცს ამისკენ. ანუ, ჩვენი საქციელით ვაიძულებთ წარმოთქვას უაზრო დაპირება. გაიხსენეთ, არ ეფიცებოდით დედას, რომ არაფრის დიდებით არ მოიხდიდით ქუდს, ოღონდ კი მას დარიგებებით გული არ გაეწყალებინა... მამაკაცის შემთხვევაშიც ზუსტად იგივე ხდება. ოღონდ მზრუნველი დედიკოს ადგილას თავად ბრძანდებით. საკმაოდ უსიამოვნო ვერსიაა, მაგრამ მას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება.

თუ თქვენ შორის ნამდვილად სიყვარულია, ის ყველაფერს გააკეთებს თქვენი ბედნიერებისთვის. დაპირებები, ფიცი რაღაში გჭირდებათ. მით უმეტეს, თუ შინაგანი ხმაც გკარნახობთ, რომ მისი ნდობა შეიძლება.

„მე ჩემი სიტყვის პატრონი ვარ! ვთქვი და გავაკეთებ!“ – ეს ფრაზა, ალბათ, საკმარისი უნდა იყოს შეყვარებული ქალისთვის, მაგრამ მდედრის მოუსვენარი ბუნება მაინც ცდილობს, კიდევ მიიღოს სიყვარულის მტკიცებულებები. არ შექმნათ ტრაგედია იმისგან, თუკი საღამოს კინოში წაყვანას დაგპირდათ და ეს ამბავი თავიდან „ამოუვარდა“. თუ ბევრი საქმე ჰქონდა, ეს ბუნებრივია. მამაკაცს არ შეუძლია, ერთდროულად რამდენიმე მოვლენაზე იფიქროს. როგორ შეიძლება, ეჩხუბოთ იმისთვის, რასაც საკუთარი ძალებით ვერ გამოასწორებს. მამაკაცის ფსიქიკის „შევიწროება“ მთავრდება იმით, რომ ბადებს მძაფრ პროტესტს, აგრესიას, რომელიც აუცილებლად თქვენს წინააღმდეგ იქნება მომართული. ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა: შევიწროებაზე ჩვენი ფსიქიკა ნეგატიურად რეაგირებს და ცდილობს, „გამოუშვას“ ეკლები, რომლითაც თავს დაიცავსო. ფრთხილად იყავით, ამ ეკლებზე არ წამოეგოთ. ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ დაპირების არშესრულება, არ არის ტყუილი!


скачать dle 11.3