კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა „სპეცოპერაცია“ განახორციელა ლიზა კარტოზიას ცოლად მოსაყვანად მისმა მომავალმა მეუღლემ


მომხიბვლელმა წამყვანმა და მოდელმა ლიზა კარტოზიამ 15 აპრილს სიონის ტაძარში ჯვარი დაიწერა რეზი კაკულიაზე, რომელიც პროფესიით იურისტი, სახელმწიფო მართვის სპეციალისტია და ამჟამად რეფორმების ცენტრში მუშაობს. ქორწილის დღეს წყვილი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. პატარძალს გვერდს მშვენიერი მეჯვარეები უმშვენებდნენ – გუბერნატორ ზაზა გოროზიას მეუღლე თამთა კობახიძე და მაია ჯაიანი, ხოლო სიძის მეგობრები იყვნენ: თენგო შონია და დავით ჭიჭინაძე. წყვილი ჯვრისწერის შემდეგ რესტორან „ძველი სახლისკენ“ გაემართა, სადაც ყველამ კარგად მოილხინა. ახალდაქორწინებულები თაფლობის თვის გასატარებლად უცხოეთში აპირებენ გამგზავრებას. თუმცა, სად, ეს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი. მე მათ უდიდეს ბედნიერებასა და სიყვარულს ვუსურვებ.

ლიზა კარტოზია: დაახლოებით სამი-ოთხი თვეა, რაც ერთმანეთი საერთო მეგობრის დახმარებით გავიცანით.

რეზი კაკულია: პირველი შთაბეჭდილება იმდენად დიდი იყო, რომ მისი ნახვიდან რამდენიმე საათში, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს ის გოგონაა, რომელიც ჩემი მეუღლე უნდა გახდეს-მეთქი და, ეს იმ საღამოსვე ვიცოდი. ამას რომ მიხვდე, ალბათ, წლები დაგჭირდება, მაგრამ ზოგჯერ ინტუიცია, რაციონალური და ემოციური მუხტები ერთმანეთს შეეჯახება, გადაკვეთს და ზუსტად გაწვდის იმის განცდას, რომ ის შენია, მშობლიურია – აქამდე და იმის მიღმა, უსასრულობამდე. იმ კარზე დავაკაკუნე, რომელზეც უნდა დამეკაკუნებინა და ამას იმით მივხვდი, რომ გამიჩნდა ბედნიერების განცდა. პლატონს თუ დავუჯერებთ – მეორე ნახევრები სადღაც დარბიან და ეძებენ ერთმანეთსო – მაშინ ვიფიქრე, რომ ალბათ, ეს არის ის ადამიანი, რომელიც ჩემთვის დაიბადა, ოდესღაც, დაიკარგა და მოსაძებნი იყო-მეთქი.

– და მაშინვე გადახვედი მოქმედებაზე.

– ჩვენ ამას ოფიციალურად დავარქვით „სპეცოპერაცია ქარიშხალი უდაბნოში“, იმიტომ რომ, ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი მარტივი და იოლი იყო.

– ლიზა, შენ რით მოგხიბლა რეზიმ?

– როგორც ამას რეზი იტყოდა, უცებ მეტაკა, რაღაცნაირად, ჯერ სიმპათია და შემდეგ, როგორც კი შევძელი, რაღაც დოზით გამეცნო ადამიანი, მოვიდა უკვე სხვა გრძნობები.

რეზი: მე ვიცი, რომ ლიზი არ სვამს ალკოჰოლურ სასმელს, მაგრამ ერთხელ მეგობრებთან დავტოვე. რომ მივედი, რამდენიმე ჭიქა ჰქონდა დალეული. ძალიან საყვარელი, სუპერჩემპიონი იყო და მივხვდი, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ზიგზაგები, ხან ზევით ადიხარ, ხან ჩამოდიხარ, ვიშოვე უებარი წამალი. ასეთ დროს შემიძლია, რამდენიმე ჭიქით მის ემოციურ განწყობაზე რადიკალურად კარგად ვიმოქმედო.

ლიზა: ვაღიარებ, რომ ძალიან რთული ხასიათი მაქვს.

რეზი: საკუთარ თავს ბევრ რამეს აბრალებს – რომ არის აუტანელი, ეგოისტი. ჯერჯერობით მისი თვითკრიტიკა და ჩემი აღქმა ერთმანეთს არ ემთხვევა. არ ვიცი, შეიძლება ამას კარგად ფუთავს და უნდა, რომ ასე მომაწოდოს.

– როდის გადაწყვიტეთ დაქორწინება?

– ეს იყო 7 აპრილს, ხარებას. წინა საღამოს შევაპარე, რაღაც უნდა გახარო-მეთქი. ჯერ მინდოდა, სამებაში ავსულიყავით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. თან იმ დღეს დაიწყო ჭირვეულობა, მერე სახლში ავედით ჩემთან და იქ ვთხოვე ხელი.

ლიზა: ჩემთან ვერ გამოუვიდა რომანტიკულად ხელის თხოვნა.

რეზი: ჩემი წარმოდგენა რომანტიკაზე უფრო სხვანაირია, მძაფრია, ამისი კი – სხვანაირი. ნაბიჯი რომ გადავდგი, მივხვდი, არ ესიამოვნა და მაშინვე მომიწია ამ ყველაფრის კორექტირება.

– შენი აზრით, რით მოგხიბლა რეზიმ?

ლიზა: ზედ გადამყვა და რაც მთავარია, ძალიან განსხვავებული ადამიანია, .ყველას არ ჰგავს. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, ბუნებრივად. ჩემი მეგობრები დღემდე შოკში არიან. არავინ დამიჯერა, რომ ასე მოკლე დროში ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. ხომ წარმოგიდგენია, რა დონის ადამიანი უნდა იყოს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიმაღებინა და მე მიძლებს. მოკლედ ძალიან უცებ გადაწყდა ყველაფერი.


скачать dle 11.3