კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გრემის“ რომელ ლაურეატთან ჰქონდა რომანი „ბინდის“ ვარსკვლავ ტეილორ ლოტნერს და რატომ სთავაზობენ მას გაშიშვლებას ეროტიკულ ჟურნალში


საკმარისი იყო, სტეფანი მაიერის ვამპირული ბესტსელერის „ბინდის“ ეკრანიზაცია ეხილათ კინოეკრანებზე, რომ თინეიჯერების და არა მარტო მათი უმეტესობა, უბრალოდ, დაავადდა ამ წიგნის გმირებითა და იმ მსახიობებით, რომლებმაც ისინი ფილმში გააცოცხლეს. კრისტენ სტიუარტს, რობერტ პატინსონს და ტეილორ ლოტნერს მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს მსოფლიოში და ისინი მოუთმენლად ელიან „ბინდის“ საგის რიგით მესამე ფილმის, „დაბნელების“ პრემიერას. იგი 2010 წლის ზაფხულში უნდა შედგეს და გასცეს პასუხი კითხვას, თუ ვისთან დარჩება ბელა – ვამპირ ედვარდთან თუ მაქცია ჯეიკობთან, რომლის როლსაც, 18 წლის ტეილორ ლოტნერი ასახიერებს – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი მსახიობი და ათასობით მანდილოსნის გულთამპყრობელი. ძალიან ნიჭიერი და არანაკლებ ცნობილი მსახიობი, ტეილორ დენიელ ლოტნერი 1992 წელს გრანდ-რაპიდსში, მიჩიგანის შტატში დაიბადა. იგი დებორა და დენ ლოტნერების შვილია და მის ძარღვებში ფრანგული, ჰოლანდიური, გერმანული და ამერიკელი ინდიელების – პოტავოტამის ტომის სისხლი ჩქეფს. ექვსი წლის ასაკში ტეილორი აღმოსავლურმა ორთაბრძოლებმა გაიტაცა და მშობლებმა იგი მიჩიგანის ფაბიანოს კარატეს სკოლაში შეიყვანეს. ერთი წლის შემდეგ ტეილორმა თავის ასაკში გამართულ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. რვა წლის ასაკში იგი ვარჯიშობდა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონთან კარატეში, მაიკ ჩატასთან. მისი ინიციატივით და რჩევით, ტეილორ ლოტნერი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, კარატესა და იარაღით ბრძოლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იუნიორთა შორის გამოვიდა. მან თავის ქვეყანას სამი ოქროს მედალი მოუტანა.

სამსახიობო კარიერა ტეილორმა მწვრთნელის დაჟინებული თხოვნით დაიწყო. სწორედ მან აიძულა ტეილორი სწრაფი კვების რესტორნების ქსელის – „ბურგერ კინგის“ რეკლამების ქასთინგზე მისულიყო. მართალია, პირველი ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ლოტნერების ოჯახი ხშირად ჩადიოდა მიჩიგანიდან ფლორიდაში ტეილორის სარეკლამო ქასთინგების გამო. როდესაც „ბინდის“ მომავალი ვარსკვლავი 10 წლის გახდა, ოჯახი მთელი შემადგენლობით ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად, რომ ტეილორს მთელი თავისი დრო სამსახიობო ოსტატობის შესწავლისთვის დაეთმო. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და მომავალი პროფესიის არჩევის მიუხედავად, ტეილორს აღმოსავლური ორთაბრძოლები არ მიუტოვებია. 2003 წელს „ნასკას“ შავი ქამრისთვის გამართულ ტურნირში მან პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო 12 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა იუნიორთა შორის. სხვათა შორის ბევრი კინოექსპერტი ტეილორ ლოტნერს ჩაკ ნორისს და ჟან-კლოდ ვან დამს ადარებს, რომლებიც მსახიობობამდე კარატეთი იყვნენ დაკავებულები და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს პროფესიულ დონეზე. თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ლოტნერი გაცილებით ნიჭიერი მსახიობია, ვიდრე ნორისი ან ვან დამი.

2001 წელს ტეილორ ლოტნერის კინოდებიუტი შედგა მაკოტო იოკოიამას სატელევიზიო ფანტასტიკურ „ექშენში“ „მკვლელის აჩრდილი“, რის შემდეგაც ლოტნერს მოწვევები მოუვიდა სატელევიზიო სერიალებიდან. „ჩემი ცოლი და ბავშვები“, „მუდმივი ზაფხული“, „ბერნი მაკის შოუს“, – ეს ის სერიალები და შოუებია, სადაც მცირეწლოვანი ტეილორის ხილვა შეიძლებოდა. გარდა მსახიობობისა, ტეილორი ანიმაციური ფილმების გახმოვანებითაც იყო დაკავებული. მას გახმოვანებული აქვს ცნობილი მულტიპლიკაციური სერიალები: „დენი ფანტომი“, „სკუბი-დუ“, „საილასი და ბრიტანი“ და „ჩარლი ბრაუნი“. რაც შეეხება მის პირველ ვარსკვლავურ როლს, ეს იყო რობერტ როდრიგესის 2005 წელს გამოსული, საბავშვო სამგანზომილებიანი ფილმი „ზვიგენი-ბიჭუნას და გოგონა ლავას თავგადასავალი“, სადაც მან სწორედ ზვიგენი-ბიჭუნას როლი მოირგო და ამისთვის აღმოსავლური ორთაბრძოლების ცოდნაც გამოადგა. იმავე წელს ტეილორმა დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა საოჯახო კომედიაში „სარფიანი საქმე 2“, სადაც მისი პარტნიორი ცნობილი ამერიკელი კომიკოსი, „ვარდისფერი პანტერის“ ვარსკვლავი სტივ მარტინი იყო.

2008 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა „ბინდის“ პირველი ნაწილი, რომელმაც უმალ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ფილმში ტეილორს მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდა და მისი გმირი – ინდიელი ჯეიკობ ბლეკი, არ მიიჩნეოდა მთავარ პერსონაჟად. თუმცა, „ბინდის“ მეორე ნაწილში – „ახალ მთვარეში“ – იგი ამ ისტორიის უკვე ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად იქცა. როგორც რომანის ავტორმა – სტეფანი მაიერმა განაცხადა, წიგნის დაწერის პროცესში იგი სულაც არ გეგმავდა ჯეიკობისგან გმირის გაკეთებას, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა და დღესდღეობით მაქცია ჯეიკობის გარეშე „ბინდი“ წარმოუდგენელია. ამის დასამტკიცებლად კი საკმარისია ერთი ფაქტი მოვიყვანოთ. „ემტივის“ 2010 წლის კინოდაჯილდოების პრემიაზე ტეილორ ლოტნერი, რამდენიმე ნომინაციაშია წარდგენილი – საუკეთესო კოცნა, მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებელი, გლობალური კინოვარსკვლავი. „ემტივი მუვი ევორდსი“ 6 ივნისს ჩატარდება ლოს-ანჯელესში და ლოტნერი გამარჯვების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ პირველი სერიის გადაღების დროს, ტეილორი საკმაოდ მოუხერხებელ პარიკს ატარებდა. მეორე ფილმისთვის კი მას ფიზიკური მონაცემების გაძლიერება დასჭირდა. გადაღებების დაწყებამდე ტეილორი საათობით იკარგებოდა სატრენაჟორო დარბაზში ან აუზზე, რამაც შედეგიც მოუტანა – მისი ათლეტური აღნაგობით ათასობით თაყვანისმცემელი გოგონაა აღფრთოვანებული. სხვათა შორის ტეილორის ფიზიკური მონაცემები ეროტიკულ ჟურნალ „ფლეიგერლის“ მესვეურებსაც არ გამორჩენიათ. როგორც კი მსახიობი 18 წლის გახდა, ჟურნალისტმა მას საკმაოდ თამამ ფოტოსესიაში მონაწილეობა შესთავაზა. თუმცა, უცნობია მთლიანად გაშიშვლდება თუ არა კამერის წინაშე ტეილორ ლოტნერი.

ტეილორს ჰყავს უმცროსი და მაკენა, რომელსაც სახელი ვესტერნ „მაკენას ოქროს“ გავლენით დაარქვეს. თავისუფალ დროს ტეილორს ამერიკული ფეხბურთის და ბეისბოლის თამაში უყვარს, იგი ამერიკის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის ორ გუნდს – „მიჩიგან ვულვერინებს“ და „ტეხას ლონგჰორნს“ გულშემატკივრობს. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, რობერტ პატინსონისგან განხვავებით ტეილორი თავის „ვარსკვლავურ სტატუსს“ იყენებს და გოგონებს ხელთათმანებივით იცვლის. რამდენიმე თვის განმავლობაში მას რომანი ჰქონდა „გრემის“ მფლობელ მომღერალ ტეილორ სვიფტთან, რომელიც მას მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდული ასაკის გამო დაშორდა (ლოტნერი 2 წლით უმცროსია სვიფტზე). ამჟამად ტეილორს, რომლის უსაყვარლეს ფილმად მელ გიბსონის „მამაცი გული“ ითვლება, ხშირად ხედავენ ჯულია რობერტსის ძმისშვილის, ერიკ რობერტსის ქალიშვილის – ემა რობერტსის საზოგადოებაში. 18 წლის ემა იმედისმომცემ მსახიობად ითვლება და „ოსკარების“ უკანასკნელ ცერემონიალზე ის და ტეილორი ერთად მივიდნენ.

ახლო მომავალში „ბინდის“ საგის მესამე ნაწილის – „დაბნელების“ გარდა, ტეილორ ლოტნერის მონაწილოებით კიდევ ორი ფილმი გამოვა – რომანტიკული კომედია „ვალენტინის დღე“ და რეჟისორ ჯონ სინგლტონის მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „მოტაცება“, სადაც ტეილორ ლოტნერი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.


скачать dle 11.3