კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ქმარს ვერ აიტანდა თამუნა ინგოროყვა და როგორ გახდა ის მამაკაცების დამცველი


ძალიან წარმატებული დიზაინერია, მაგრამ როცა ფიქრობს, კეროს თუ არა მამაკაცებისთვისაც, თამუნა ინგოროყვა არჩევანს ისევ ქალბატონების სასარგებლოდ აკეთებს. იმიტომ არა, რომ ძლიერი სქესის ცუდად ესმის, ან მათ „ტყავში“ საკუთარი თავის წარმოდგენა უჭირს. უბრალოდ, ქალებთან შედარებით, მამაკაცებს ერთი ნაკლი აქვთ, რომელზეც და კიდევ რამდენიმე საინტერესო საკითხზე, თამუნასთან გულახდილად ვისაუბრებთ.


თამუნა ინგოროყვა: გულახდილად გეტყვი, მართლა არასოდეს მიფიქრია იმაზე, რა სფეროში ვიღვაწებდი, კაცი რომ ვყოფილიყავი. მაგრამ, წარმატებული რომ ვიქნებოდი, ზუსტად ვიცი (იცინის). ბუნებით ვარ ისეთი, რომ ვერაფრით მოვისვენებდი და გულხელდაკრეფილი ვერ დავჯდებოდი. ქალი ვარ და ახლა არ ვაკეთებ ამას და კაცს გამაჩერებდა ვინმე?! სულ ვმუშაობ, შვილებთანაც ვარ და ოჯახსაც ვუვლი. რაც შეეხება იმას, აქვთ, თუ არა მამაკაცებს ჩვენზე მეტი შესაძლებლობები? – მე ვიტყოდი, რომ უფრო მეტი თავისუფლება აქვთ. არჩევანის თავისუფლებას არ ვგულისხმობ. თავისუფალი დრო აქვთ მეტი. ქალს შვილები ჰყავს, დედაა და ოჯახიც ბევრს მოითხოვს მისგან. ვერც შვილებს უღალატებს და ვერც ოჯახს. მამაკაცსაც ეკისრება პასუხისმგებლობა ოჯახზე და შვილებზე მაგრამ, ფაქტია, რომ თავისუფალი დრო ჩვენზე მეტი აქვთ და კიდევ ფიზიკური ძალით გვჯობნიან.

– ანუ, ჩვენზე ძლიერები არიან?

– სიძლიერეში მარტო ფიზიკური მონაცემები არ იგულისხმება. მე იმიტომ ვთქვი, ფიზიკური ძალით გვჯობნიან-მეთქი, რომ ბევრ ძალიან ძლიერ ქალს ვიცნობ და მიმაჩნია, რომ მეც საკმაოდ ძლიერი ვარ. სუსტი მამაკაციც ბევრი ვიცი, ამიტომ არ მიმაჩნია, რომ პიროვნული სიძლიერე სქესზეა დამოკიდებული. შანსი იმისა, რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოს ქალსაც აქვს და კაცსაც. თუ კაცი თავის შესაძლებლობებს არ იყენებს, ძალიან ცუდად იქცევა. იმიტომ, რომ თუკი ბოლომდე გამოიყენებს შანსს, რომელსაც მას ცხოვრება აძლევს, ძალიან წარმატებული იქნება, აუცილებლად. მიუწვდომელი და შეუძლებელი ადამიანისთვის არაფერია. „ვცადე და არ გამომივიდა“, – ჩემთვის არგუმენტი ვერ იქნება. ვერ ვიტან მამაკაცებს, რომლებიც პასიურები არიან და მიაჩნიათ, რომ მათი გასაკეთებელი, ვიღაც სხვამ უნდა გააკეთოს.

– როგორი ქალი გააღიზიანებს კაცს, შენ როგორ ფიქრობ?

– კაცს გააჩნია. თუ მამაკაცი სუსტია და თავად არაფრის უნარი არ აქვს, მას საქმიანი და წარმატებული ქალი გააღიზიანებს. საქმიან, წარმატებულ კაცებს კი უჭკუო, მოსულელო და პასიური ქალები აღიზიანებთ. ამ შემთხვევაში, ერთი რეცეპტი არ არსებობს.

– ამბობენ, თუ ქალი ლამაზია, მას ჭკუა არ სჭირდებაო.

– არა! რას ამბობ, ეგ ვინ თქვა. ვერაფრით დავეთანხმები. ჭკუა ლამაზსაც სჭირდება და საერთოდ ყველას. საშინელებაა, სულელ ადამიანთან ურთიერთობა. მერე, აღარც მისი სილამაზე გინდა. მარტო სულელ კაცს თუ მოეწონება სულელი ქალი. მე, ძირითადად, ლამაზ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა და როცა, ისინი ჭკვიანებიც არინ, დიდი კომფორტია. სხვათა შორის, შევამჩნიე, რომ ძალიან მიზანდასახული თაობა წამოვიდა. ზუსტად იციან, რა უნდათ და რისკენ მიდიან.

– ანუ, მომავალში მამაკაცებს ძალიან გაუჭირდებათ ქალების მართვა?

– იმედი ვიქონიოთ, რომ კაცები მათ განვითარებაში არ ჩამორჩებიან. ისე, არც დღეს არის ადვილი ქალის მართვა და მამაკაცს ყოველთვის სერიოზული ძალისხმევა სჭირდებოდა ამისთვის. კაცი თითქოს უფრო გულუბრყვილო მგონია.

– გულუბრყვილოები რომ არ იყვნენ, ადამი ერთი ვაშლით შეცდებოდა?

– (იცინის) ჰო, ალბათ. ბევრი წარმატებული კაცი დაუღუპავს ქალს და თუკი კაცი ვიღაცამ უნდა მართოს, აჯობებს ეს ჭკვიანმა, სერიოზულმა ქალმა ჭკვიანურად გააკეთოს და მის წინსვლას შეუწყოს ხელი. ქალი ნამდვილად არის პროგრესის მამოძრავებელი, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, ჩვენ რომ არა, კაცები გამოქვაბულიდან ვერ გამოვიდოდნენ-მეთქი. ასეთი გადაჭარბებითაც ვერ შევაფასებ ქალების ღვაწლს ევოლუციის საქმეში. მგონი, მამაკაცების დამცველი გამოვედი (იცინის).

– გეტყობა, ოჯახში გენდერულ უმცირესობაში რომ ხარ.

– ვარ. სამი მამაკაცია და მე – ერთი ქალი. მაგრამ, თავს გადასარევად ვგრძნობ და ნამდვილად არ ვიწუწუნებ. კარგი კაცები მყავს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. დანარჩენი ჩემზეა დამოკიდებული – როგორ მამაკაცებად გავზრდი ჩემს ბიჭებს და რა ფასეულობებს ჩავუნერგავ. ძალიან მინდა, აზრიან, ძლიერ, მიზანდასახულ და თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბდნენ, თავადვე იყვნენ საკუთარი ცხოვრების წარმმართველნი და ვერავინ შესძლოს მათით მანიპულირება. არ მინდა, ადვილად სამართავები იყვნენ. აქეთკენ მივდივარ და ვნახოთ, რა გამოვა.

– მამაკაცებს აცოფებთ, მაგარი მანქანის საჭესთან მჯდომი ქალი...

– აცოფებთ? მართლა? მე ეს არ შემინიშნავს. როცა საჭესთან ვზივარ, აქეთ-იქით არ ვიყურები და არასოდეს ვაქცევ ყურადღებას, გვერდით მანქანის საჭესთან მჯდომს ჩემზე რა რეაქცია აქვს. ჩემს მეუღლეს კი პირიქით, მოსწონს, როცა მე კარგი მანქანა მყავს. მასზე უკეთესი მანქანა რომ მყავდეს, ის უნდა.

– როდისმე თუ დაუთმიათ შენთვის გზა მძღოლ მამაკაცებს, იმიტომ რომ ქალი ხარ?

– (იცინის) ჰო, არა! მაგაში გეთანხმები. იმიტომ, რომ მძღოლი ქალები მათ ძალიან აღიზიანებთ და მე მესმის მათი. ისევ კაცებს, რომ ვიცავ?! (იცინის). რა ვქნა, უნდა ვაღიაროთ, რომ მძღოლი ქალების ძალიან დიდმა უმრავლესობამ, საერთოდ არ იცის მანქანის ტარება. კაცებს აცოფებთ საჭესთან ახლადდამჯდარი ბევრი ქალის ალოგიკური სიარული. თუმცა, ისეთი მამაკაცებიც მომრავლდნენ, რომლებიც ზოგჯერ, ქალებზე უარესად ატარებენ მანქანას. საჭესთან ტელეფონზეც, ძირითადად, მამაკაცები ლაპარაკობენ, და ვერ გაუგიათ, მარჯვნივ უნდა გადავიდნენ, თუ მარცხნივ. ამ დროს უკან თუ მივყვები, ვგიჟდები. ზოგი ქალი კი საერთოდ არ უნდა იჯდეს მანქანის საჭესთან. მე მახსოვს, იყო დრო, როცა ქალაქში ერთ-ორ ქალს თუ ნახავდი მანქანის საჭესთან, ისინიც თითით საჩვენებლები იყვნენ. ძალიან უცხო ხილი იყო და მამაკაცების აზროვნებაში ისევ ასე დარჩა. მათთვის ისევ უცხო ხილია ქალი საჭესთან და ამიტომ ამტკიცებენ, ვერც ერთი ქალი ვერ მართავს კარგად მანქანასო.

– როგორ გგონია, ქალმა შეიძლება, ყველა იმ სფეროში შეაღწიოს, რომელიც მისგან გამიჯნულია – მაგალითად უნდა ითამაშოს, თუ არა მან ფეხბურთი?

– უი, არა! არც ფეხბურთი, არც რაგბი, არც ჭიდაობა – რა საშინელებაა! ქალი რომ ფეხბურთის თამაშს დაიწყებს, ის უკვე ქალი აღარ არის. მან არ უნდა დაკარგოს თავისი ქალურობა. მეტსაც გეტყვი, ძალიან კარგია, როცა ქალს თავის საქმე აქვს და მე არავის ვუსურვებ მარტო ოჯახით შემოიფარგლოს. მაგრამ, ქალი კაცის „დატვირთვით“ არ უნდა მუშაობდეს. იმიტომ, რომ ეს მერე ძალიან ცუდად აისახება ბავშვებზე. დედის ყურადღება და სიახლოვე შვილებს არ უნდა დააკლდეთ. შეიძლება, ძალიან ძველმოდურად ვაზროვნებ, მაგრამ მე ძალიან განვიცდი, რომ უფრო მეტ დროს ვერ ვუთმობ ბავშვებს. ვცდილობ, მაგრამ ზოგჯერ არ გამომდის. რაც შეეხება ქალის და კაცის თანასწორობას, ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და მიმაჩნია, რომ გადამწყვეტი სიტყვა მაინც მამაკაცისაა. ის არის ოჯახში დომინანტი და ეს არის ნორმალური ურთიერთობა. ქალი მამაკაცად არ უნდა გადაიქცეს. ამ შემთხვევაში, ოჯახი კარგავს თავის სახეს და ძალიან ბევრი პრობლემა ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით ვარ ლიდერი, არასოდეს დავაყენებ საკუთარ თავს ჩემს მეუღლეზე წინ. ვცდილობ, ჩემი ეს ხასიათი ოჯახში არ გამოვავლინო და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიო. დედაჩემიც ყოველთვის ასე იყო და თუკი ქალები დაიწყებენ კაცობას, მაშინ რაღა საჭიროა მამაკაცი?! ამიტომ, აჯობებს, ისევ ქალებად დავრჩეთ. უფრო მომგებიანია, დამიჯერეთ (იცინის). ისედაც საკმარისზე მეტად გავუთანაბრდით მამაკაცებს. აღარავინ გვთხოვს, არ ვაკეთოთ ის საქმე, რომელიც მოგვწონს და მთელი დღე ხაჭაპურები ვაცხოთ. მაგრამ, ნამდვილად არ მინდა, მე ვიყო ჩემს ოჯახში შემომტანი და მთავარი დასაყრდენი. ნამდვილად არ მომეწონება, ჩემზე სუსტ კაცთან ცხოვრება, რომელზე მაღლაც ვდგავარ, პიროვნულად და მატერიალურად. ჩემთვის არანორმალურია, როცა ცოლი თავს იკლავს მუშაობით, არჩენს ოჯახს, ქმარი კი მთელ დღეს კომპიუტერთან თამაშში ატარებს, ან წამოწოლილია.

– შენ არ უკერავ კაცებს, არ ქმნი კოლექციას მამაკაცებისთვის. რატომ?

– (იცინის) ჰო, არ ვკერავ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილებს სულ ვუკერავ შარვლებს და ჩემი მეგობრების ქმრებისთვისაც შემიკერავს. მაგრამ, ჩემი მეუღლედან დაწყებული და მეგობრების ქმრებით დამთავრებული ყველა ისეთი „კლაოზნიკია“, ვხვდები, კაცს რომ რამე შეუკერო, ძალიან მაგარი ნერვები უნდა გქონდეს. მე კი ჯერ მაგ ეტაპამდე არ მივსულვარ. ჯერ ნერვები რკინასავით არ გამმაგრებია.

– ანუ, მამაკაცები უფრო ჭირვეული მომხმარებლები არიან?

– მე ვფიქრობ, რომ კი. მამაკაცები ბევრად უფრო ძნელად ყიდულობენ სამოსს, ვიდრე ქალები. დააკვირდით, მამაკაცების სამოსში აქცენტი ძირითადად ხარისხზე კეთდება და ფანტაზიები ნაკლებად მისაღებია. მე რომ ჩემი ქმარი ისეთი ჩაცმული ვნახო, როგორი ჩაცმულებიც კაცი მოდელები პოდიუმზე დადიან, გადავირევი (იცინის).

– მაინც როგორი კაცი იქნებოდა თამუნა ინგოროყვა?

– მამაჩემის ზუსტი ასლი. მართლა ძალიან ვგავარ. მასავით მოძრავი, მოუსვენარი და ენერგიული ვარ და მიყვარს ექსპერიმენტები. სულ რაღაც ახლის კეთება მინდა.


скачать dle 11.3