კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საშინელი „პახმელია“, შავი კაცი და ნარკოტიკებით ვაჭრობა


სიტყვის კაცი

ერთხელ, მარნეულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მომიწია ქორწილში გამგზავრება. ჩემი უახლოესი ნათესავი იქ ჩასახლებულმა სვანმა მოიყვანა ცოლად და ისე შემეხვეწნენ ქორწილში გვეწვიეო, რომ უარი ვერ გავბედე. არადა, მთელმა ჩემმა ნათესაობამ იცის, რომ ქორწილებში სიარულს ვერიდები. იმიტომ, რომ არც ღრეობა მიყვარს და ვერც ღვინოს ვიტან. მოკლედ, იმ ჩემი ნათესავის ქორწილში სვანებმა ისეთი საშინელი ღვინო დამალევინეს, რომ „პახმელიაზე“ თავი მისკდებოდა. კიდევ რომ დამელია, ალბათ, სულიც ამომძვრებოდა. ამიტომ, ერთობ უტაქტო, არავაჟკაცური ნაბიჯი გადავდგი – ქორწილის მეორე დღეს, უთენია ავდექი და თბილისში გამოვიპარე... ეს, რომ არავის შეემჩნია, ჩემი მანქანა მასპინძლის ეზოში დავტოვე. მარნეული-თბილისის ავტობუსში ჩავჯექი და დედაქალაქისკენ მოვუსვი.

მართალია, კვირა დღე იყო, მაგრამ იმ პერიოდში ქალაქის მილიციის სამმართველოში ვმუშაობდი ნარკომანიის განხრით, ამიტომ, ჩემთვის დასვენების დღე არ არსებობდა. გადავწყვიტე, გზაში გამომეძინა და სამსახურში ისე მივსულიყავი. უკანა სავარძელზე ვიჯექი. ტრანსპორტი თითქმის ცარიელი იყო. თავი საყრდენზე ჩამოვდე და წავთვლიმე, მაგრამ 10 წუთიც არ იყო გასული, მაღვიძებენ. თავი ავწიე და ვიღაც შავი კაცი დავინახე, აზერბაიჯანული აქცენტით რუსულად მეკითხება:

– ეი, ეფენდი, რა გჭირს?

მე არც ვაციე, არც ვაცხელე და ვუთხარი:

– „ლომკაში“ ვარ, ეფენდი-ჯან და ვცდილობ, გადავიტანო-მეთქი.

– ჰო, – თავი გააქნია შავმა კაცმა, – სახეზე გეტყობა, რომ ცუდად ხარ და წამალი გჭირდებაო.

– შენ, რა, შეგიძლია, დამეხმარო?

– საღამოს, – თავი დამიქნია შავმა კაცმა, – ახლა ერთ ადგილას მივდივარ, „შავი“ მაქვს წამოსაღები და გასაყიდი. თუ წამოხვალ და საღამომდე დამელოდები, გაგიჩარხავო.

სხვა დროს იმ შავ კაცს, რა თქმა უნდა, წავყვებოდი და მართალი გითხრათ, ის შავი კაცი მთლად ნორმალური არ მეგონა, მაგრამ ჩემს „ძაღლურ“ (იცინის) მოვალეობას მაინც შევასრულებდი. იქ კი, ავტობუსში, ისეთ საშინელ „პახმელიაზე“ ვიყავი, რომ არაფრის თავი არ მქონდა და ისევ თვალები მივლულე. სანამ ჩავთვლემდი, ვუთხარი:

– სამსახურში ცოტა წამალი მაქვს და „ლომკიდან“ იმით გამოვალ, ხოლო თბილისში თუ ჩამოხვალ და კარგ წამალს ჩამომიტან, მეც ავიღებ და გაგაყიდინებ კიდეც-მეთქი.

– მოსულა! – მოულოდნელად მითხრა შავმა კაცმა, – 7 საათზე თბილისში ვიქნები და სად გიპოვნო.

მე მას დიღომში, მილიციის ქალაქის სამმართველოს მისამართი, ჩემი განყოფილების შიდა ნომერი მივეცი და ვუთხარი:

– რომ მოხვალ, ამ ნომერზე დარეკე და სამსახურში აგიყვან. მერე კი, იქ მოვილაპარაკოთ დანარჩენზე-მეთქი.

მოკლედ, ის შავი კაცი ერთ-ერთ სოფელთან ჩავიდა. მე კი, ჩამეძინა და მხოლოდ თბილისში გავიღვიძე. ტაქსი გავაჩერე და სამმართველოში წავედი.

თითქოს ჩემს ჯინაზე, იმ კვირა დღეს თავზე საყრელი სამუშაო მქონდა და ეს „პახმელიაზე“ ნამყოფი კაცი თბილისის ხან ერთ უბანში წავედი საქმეზე, ხან – მეორეში. სულ, ექვსი გასვლა მქონდა და იმ შავ კაცთან საუბარი აღარც კი მახსოვდა. რვის ნახევარზე ბოლო საქმიდან დავბრუნდი და ისე ვიყავი დაღლილი, დაძინებას იქვე ვაპირებდი, მაგრამ, შევედი თუ არა ოთახში, ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ მითხრა:

– ვიღაც თათარმა დაგირეკა და გიკითხა. მე კი ვუთხარი, გასულია, მალე მოვა და მერე დარეკე-მეთქი.

კოლეგის სიტყვებმა ცივი შხაპივით იმოქმედა. გველნაკბენივით ვეცი ტელეფონს. სამმართველოს საშვთა ბიუროში დავრეკე და ერთ-ერთ მორიგეს ის შავი კაცი ავუწერე და ვკითხე, მანდ ხომ არ არის-მეთქი.

– კი, აქვე დგას და ხელში პარკი უჭირავსო, – მითხრა მორიგემ.

– თვალყური ადევნე, არსად გაუშვა, ახლავე მოვდივარ-მეთქი, – ვუღრიალე მორიგეს, გიჟივით დავეშვი ქვევით და ამ შავ კაცს ჩემს კაბინეტში ვუკარი თავი...

ყველაზე საინტერესო და სასაცილო ისაა, რომ ის შავი კაცი (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ) ისე შევიყვანე ფორმიანი მილიციელებით სავსე სამმართველოს ეზოში, შემდეგ შენობაში და ჩემს ოთახში, რომ ვერაფერს მიხვდა. სერიოზული სახით მომყვებოდა, პარკი მაგრად ჰქონდა ხელში ჩაბღუჯული და რომ გავხსენით, შიგ 180 გრამი ნარკოტიკი აღმოჩნდა...

შავი კაცი მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როდესაც ფურცელი და პასტა დავუდე წინ და ჩვენების დაწერა ვთხოვე...

პოლკოვნიკ უშანგი ლალიაშვილის ნაამბობის მიხედვით




скачать dle 11.3