კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ატარებს ექსპერიმენტებს თამთა შედანიაზე და რაზე უწევს მას დათანხმება

მოდელი თამთა შედანია, რომელიც საკმაოდ დიდი წარმატებით მოღვაწეობს სხვადასხვა ქვეყანაში და ცნობილ სამოდელო სახლებთან თანამშრომლობს, საკუთარ გარეგნობაზე განსაკუთრებით ზრუნავს და მთელ თავისუფალ დროს თავის მოვლას უთმობს.

თამთა: მთელ ჩემს ცხოვრებას თავის მოვლას ვუთმობ, რადგან მიმაჩნია, რომ ქალი ყოველთვის უნდა იყოს ფორმაში და აუცილებლად უნდა უვლიდეს თავს.

– რამდენი დრო გჭირდება იმისთვის, რომ მოემზადო და გახვიდე სახლიდან?

– ძალიან მიყვარს, როდესაც ქალი კარგად გამოიყურება, მოწესრიგებულია. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობ, მოწესრიგებული გავიდე სახლიდან. თანაც ამას განსაკუთრებულად მოითხოვს ჩემი პროფესია. როცა სადმე დავაპირებ წასვლას, სამი საათით ადრე უნდა დავიწყო მომზადება. ჯერ ვიწყებ წუწუნს, რა ჩავიცვა და, როდესაც გადაწყვეტილებას მივიღებ, მერე უკვე შესაფერის მაკიაჟს ვიკეთებ.

– ყოვედღიურად როგორ მაკიაჟს ხმარობ?

– მსუბუქს და ნატურალურს, ანუ ვისვამ ფერ-უმარილს, თვალის „ჩრდილს“ და ტუჩის დამატენიანებელ „ბლესკს“.

– კოსმეტიკის ყიდვისას რას აქცევვ ყურადღებას – ფასს თუ ხარისხს?

– ახალგაზრდა ვარ მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვცდილობ სახის კანს მაქსიმალურად კარგად მოვუარო. თითქმის ყოველდღე მიწევს მაკიაჟის გაკეთება, ამიტომ ყოველთვის კოსმეტიკის ხარისხს ვანიჭებ უპირატესობას.

– ალბათ, ხშირად გიწევს გარეგნობაზე ექსპერიმეტების ჩატარება.

– მართლაც, ხშირად მიწევს, მაგრამ ჩემზე ექსპერიმენტებს ყოველთვის პროფესიონალები ატარებენ, მაგალითად, როდესაც გადაღება მაქვს, ან კატალოგისთვის, ან ედიტორიალისთვის, ან კიდევ – ფეშენ-შოუსთვის. საერთოდ, არ ვარ ექსპერიმენტების მოყვარული. რადგან, შეიძლება, ამან ჩემს სილამაზესა და ჯანმრთელობას ავნოს, ამიტომ, ნატურალური მიყვარს ყველაფერი. მაგრამ ისეთი პროფესია მაქვს, მიწევს ექსპერიმენტებზე დათანხმება.

– როგორ უვლი სახის კანს?

– კოსმეტოლოგთან სიარული არ მიყვარს, არც მჭირდება, არ მაქვს პრობლემური სახის კანი. როგორც კი დამიმთავრდება სამუშაო დღე, მაშინვე ვიშორებ მაკიაჟს და ვისვამ დამამშვიდებელ, საღამოს მკვებავ კრემს. სახის კანსაც სჭირდება გამოკვება, ამიტომ ხშირად, კვირაში ერთხელ მაინც, ვიკეთებ მარწყვის, კიტრის, თაფლის, ლიმონის ნიღბებს.

– როგორ უვლი თმას? გადაღებების დროს ხშირად გიწევს სხვადასხვა ვარცხნილობის გაკეთება და არ გეწვება?

– თმაზეც ვიკეთებ სპეციალურ ნიღბებს. რომ ჩამოვედი ჩემმა სტილისტმა დამწვარი ბოლოები მომაჭრა, რათა აღდგეს დაზიანებული თმა.

– როგორ ფიქრობ, ქალი სხეულსაც ხომ უნდა უვლიდეს?

– რა თქმა უნდა. ზაფხულობით კანი შრება და რომ არ გამოშრეს, კანის დამატენიანებელ სხვადასხვა აბაზანებს ვიღებ, დავდივარ საუნაში, საცურაო აუზზე. ასევე, ვხმარობ ქოქოსის დამატენიანებელ კრემებს. ძალიან კარგია ფიტნეს-კლუბში ვარჯიში ლამაზი მუცლის პრესის შესანარჩუნებლად და ყველა ქალს ვურჩევ იქ სიარულს.

– გიყვარს მასაჟები?

– მასაჟი ჩემი სუსტი წერტილია, ვგიჟდები, ისე მიყვარს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და, სადაც ჩავდივარ, მინდა, იქაური მასაჟი მოვსინჯო, რადგან ყველგან სხვადასხვანაირ მასაჟს აკეთებენ. აი, ჩინეთში არაჩვეულებრივ მასაჟებს აკეთებენ. ძალიან დამამახსოვრდა აუზში გაკეთებული ქოქოსის მასაჟი. ყველა ადამიანს ვუსურვებდი და ვურჩევდი, მოესინჯა ჩინელების გაკეთებული მასაჟი, ქოქოსისა და ვარდის აბაზანები ხომ მართლაც არაჩვეულებრივია.

– როგორი სურნელის სუნამო გიყვარს?

– გრილი სუნამოებიც მიყვარს და მოტკბოც. სუნამოებს ვცვლი წელიწადის დროების მიხედვით: ზაფხულში გრილ სუნამოებს ვხმარობ, ზამთარაში კი – ტკბილს. მიყვარს „მაქს მარას“ სუნამო, ასევე „შანელი“, „დიორი“, „სტელა მაკარტნი“.

– მოგწონს მოვლილი მამაკაცები?

– ხშირ შემთხვევაში მამაკაცებს თავის მოვლა და გარეგნობაზე ზრუნვა არ უყვართ, ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ ქალების საქმეა. ისევე, როგორც ქალი, კაციც ყველანაირად მოვლილი უნდა იყოს. მიყვარს მოწესრიგებული და ჰიგიენის მოყვარული მამაკაცები.

– როდესაც ვინმე მოგწონს, მაშინ უფრო მეტად ცდილობ, კარგ ფორმაში იყო?

– ქალი ყოველთვის შესანიშნავ ფორმაში უნდა იყოს და მაშინ ის ყველას მოხიბლავს.

რჩევა: ქალს უნდა უყვარდეს საკუთარი თავი, გარეგნობა. მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება – სახლში თუ გარეთ, მუდამ ფორმაში უნდა იყოს. ქართველი ქალები მთელ მსოფლიოში ულამაზესები არიან და თუ თავს მოუვლიან, უფრო ლამაზები გახდებიან.



ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3