ბოლო 30 წლის ყველაზე ვირტუოზული გიტარისტი
ბრიტანელებმა განსაზღვრეს უკანასკნელი 30 წლის პერიოდში საუკეთესო როკგიტარისტი. პირველი ადგილი მიეკუთვნა Red Hot chili Peppers-ის ყოფილ მონაწილეს, ჯონ ფრუსჩანტეს.
გასულ წელს ფრუსჩანტემ უკვე მეათე სოლო ალბომი გამოუშვა, ახლა კი, ახალ პროექტში Swahili Blonde ბასისტ Duran Duran ჯონ ტეილორთან ერთად. მაგრამ ყველაზე მეტი პოპულარობა გიტარისტმა RHCP-ის შემადგენლობაში მოიპოვა, სადაც ის 1988-დან 1992 წლამდე გამოდიოდა. მოგვიანებით ახალგაზრდა და ძალზე წარმატებული როკმუსიკოსი ჰეროინზე დამოკიდებული გახდა და ჯგუფიც დატოვა. RHCP-ში ის ექვსი წლის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ 2008 წელს კვლავ მიატოვა.
30 ათასმა მელომანმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რადიოსადგურ „ბიბისი 6-ის“ მუსიკალურ გამოკითხვაში, მეორე და მესამე ადგილები მიანიჭეს ლეგენდარულ „სლეშს“ Guns N’ Roses-იდან. უნდა ითქვას, რომ უკვე უახლოეს პერიოდში „სლეში“ თავის სადებიუტო სოლო ალბომს გამოუშვებს, რომლის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს ოზი ოსბორნმა, იგი პოპმა, დეივ გროლმა, კილ როკმა და სოულ-დივა ფერჯიმ. „ყველა ეს პიროვნება, რომლებიც მე ლეგენდებად მიმაჩნია, პირველად ითვისებდნენ ელექტრულ გიტარებს, როკენ როლსა და ბლუზს“, – განაცხადა „სლეშმა“ და მეც ვცდილობ, უფერულად არ გამოვჩნდე მათ ფონზე, რადგან თავს ლეგენდად არ მივიჩნევ.
საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:
1. ჯონ ფრუსჩანტე – Red Hot chili Peppers, 2. სლეში – Guns N’ Roses, 3. მეტ ბელამი – Muse, 4. ჯონი მარი – The Smiths, 5. ტომ მორელო – Rage Against The Machine, 6. კირკ ჰემმეტი – Metallika, 7. ჯონი გრინვუდი – Radiohead, 8. პრინსი, 9. ჯეკ უაითი – The White Stripes, 10. პიტერ ბაკი – REM.