კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

60 ათასი ფუნტი სტერლინგი ძველმანებში


ხანში შესულმა ავსტრალიელმა მელბურნის საკომისიო მაღაზიას მიჰყიდა ჩემოდანი, რომლის სარჩულის ქვეშ ჩაკერებული აღმოჩნდა 60 ათასი ფუნტი სტერლინგი. როგორც გაირკვა, ცოლი მისგან საიდუმლოდ ფულს ძველ ჩემოდანში ინახავდა. პენსიონერი მივიდა საკომისიოში და ფულის უკან დაბრუნება მოითხოვა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ იგი უკვე გაყიდული იყო.

ბრედ ჰეილსმა, ორგანიზაცია „ხსნის არმიის“ წარმომადგენელმა, რომელსაც ეს მაღაზია ეკუთვნოდა, განაცხადა, რომ მყიდველის მოძებნას შესყიდვების მონაცემების საშუალებით, ანუ საკრედიტო ბარათებით შეეცადნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, რადგან ფული სარჩულის ქვეშ იყო მოთავსებული, შესაძლოა, მყიდველმა ვერც კი გაიგო მისი არსებობა და ჩემოდანი სადღაც მიაგდო, თვითონ კი ქვეყანა დატოვა.

მაგრამ, ავსტრალიის პოლიციამ დააკავა ქალი და კაცი, რომლებმაც იყიდეს ჩემოდანი და აღმოაჩინეს ფული, თუმცა კანონიერ მფლობელს არ დაუბრუნეს. თანხის უდიდესი ნაწილი, რომელიც ქვეყნის ბანკების სხვადასხვა ანგარიშებზე გადაანაწილეს, უკვე მიიღო პატრონმა.


скачать dle 11.3