გია მურღულიას კოლექციიდან
***
კაცი მაღაზიაში შედის:
– ერთი ყუთი არაყი!
ჩადებს ჩანთაში და მიდის.
იგივე მეორდება მეორე და მესამე დღესაც. მეოთხე დღეს გამყიდველი ესალმება და ეკითხება:
– ერთი ყუთი არაყი, არა?
– არა, ორი ყუთი – დღეს სტუმრები მყავს.
***
პატრული მოძრაობის საპირისპიროდ მიმავალ ნასვამ მძღოლს აჩერებს:
– სად მიდიხარ?
– არ ვიცი, მაგრამ მგონი, დავაგვიანე, – ყველა უკან მოდის...
***
სვანი აეროპორტის ცნობათა ბიუროში რეკავს:
– უკაცრავად, რა დრო სჭირდება აქედან პარიზში ჩაფრენას?
– ერთი წუთით, ბატონო...
– გმადლობთ! – ყურმილს ჰკიდებს სვანი.
***
ცოლი ეუბნება ქმარს:
– იცი, მიხო, დღეს მათხოვარი დავაპურე და ხუთი ლარიც ვაჩუქე!
– რა შააჭამე?
– ჩემი გაკეთებული ბოზბაში.
– სულ შაჭამა?
– კი, მთელი მათლაფა!
– მაშინა, 5 ლარი ცოტაა!
***
სატელევიზიო დიქტორი:
– ტერორისტებმა ხელში ჩაიგდეს ღვინის სარდაფი და უკვე მეოთხე დღეა ვერ ახერხებენ თავიანთი მოთხოვნების ფორმულირებას.
***
მეგრელი ლანძღავს ვიღაც ტიპს:
– შენ დამპალი, მათხოვარი, ტუტუცი, ნაბიჭვარი და არამზადა ხარ... უკაცრავად, ხომ არ გწყინს, შენობით რომ მოგმართავ?
***
– ლურსმნები გაქვთ?
– სადღაც მქონდა... სადღაც მქონდა...
– უფრო სწრაფად არ შეგიძლიათ?
მეჩქარება!
– სადღაც მქონდა, სადღაც მქონდა, სადღაც მქონდა...
***
– სერგო-ჯან, რათა ხარ მოწყენილი?
– მა რა ვქნა?! – ექვსი გოგო მყავს და არც ერთი სიძე.
– ვა, შენ რა ნააბაროტ გინდა?
***
ახალგაზრდა კახელი ბიჭები მანქანით გაიტანენ ძია მიტოს. შეშინებულები გადმოცვივდებიან და დაჰყურებენ თავზე, თან ევედრებიან:
– არ დაგვღუპოო, ძია მიტო, ადექი, ადექი, გევედრებით, არ დაგვღუპოო, ადექი!
შეწუხებული მიტო თვალს ახელს და ამბობს:
– ფეხზე არ ვიდექი, თქვენი დედა კი...
***
– რა გვარი ხარ, ბიძიკო?
– დობორჯგინიძე.
– ვისი ბიჭი ხარ?
– კოლია ჟღენტის.
***
ორი, არცთუ დიდი ხნის წინ დაქორწინებული მეგობარი შეხვდა ერთმანეთს. ერთი ეუბნება:
– იცი, ცოლთან ქორწილამდე ერთხელაც კი არ ვყოფილვარ. შენ?
– აბა, ეგ რა კითხვაა, გგონია, მახსოვს? გამახსენე ერთი, რა ჰქვია შენს ცოლს?
***
არსებობს ქალის მართვის ორი ხერხი: ერთი, როდესაც ემორჩილები და მეორე – არავინ იცის.