ანეგდოტები
***
– ჩვენ თავისუფლად გავიმარჯვებდით‚ მაგრამ იმ დამპლებს წაგება არ უნდოდათ!
***
განცხადება: „ცალხელა სასწრაფოდ შეიძენს „სექენდ ჰენდს“.
***
მონღოლეთში ასეთი ტრადიცია აქვთ: თუ ოჯახში ვაჟი დაიბადებოდა მამა ხეს რგავდა‚ თუ ვაჟი უვარგისი გამოვიდოდა – იმ ხეს ძირში ჭრიდნენ.
იყო ოდესღაც მონღოლეთის ტერიტორია ტყიანი.
***
მაცივარში კვერცხების ათეული დევს. პირველი ეუბნება მეორეს:
– ნახე‚ ის ბოლო რას ჰგავს!
– რა სჭირს‚ ზედმეტი მაკიაჟი მოუვიდა?
– არა‚ ალბათ‚ ავადმყოფია‚ – გამოელაპარაკა მესამე.
– ნახე‚ ნახე‚ ასეთი არაფერი მინახავს‚ – თქვა მეოთხემ.
– რა საფრთხობელაა! – გაიოცა მეხუთემ და ასე შემდეგ.
– ე‚ აბა, თქვენა ხართ‚ ეს ხომ კივია! – ჩააწყნარა აყაყანებული კვერცხები მეცხრემ.
***
ქართველი გოგონას წინაშე ყოველთვის დგას დილემა: ან დაკარგოს ქალიშვილობა სიყვარულისთვის‚ ან სიყვარული – ქალიშვილობისთვის.