ანეგდოტები
***
– არტურ‚ რომელი ფრინველი უფრო მოგწონს?
– არწივი.
– რასაკვირველია‚ ფრინველთა მეფეა!
– არა‚ მაგიტომ არა‚ ცხვირი აქვს ლამაზი.
***
– შვილო‚ გუგამ ისევ დარეკა‚ თუ არ გამომყვება‚ თავს მოვიკლავო.
– ო‚ დედა‚ ვინც მიყვარდა‚ ყველა ეგრე ამბობდა...
– მერე‚ ერთი მაინც გადაარჩინე!
***
„ექიმი ის ადამიანია‚ რომელიც ავადმყოფს არ აძლევს საშუალებას‚ ბუნებრივი სიკვდილით მოკვდეს“.
***
– პატრიოტიზმის ნატამალი არ გაქვს‚ – ეუბნება რუს გოგონას დაქალი‚ – სასიყვარულო ურთიერთობა ჩეჩენთან როგორ გააბი?
– ეს ის არ არის‚ რასაც შენ ფიქრობ‚ ბაქტერიოლოგიური ომი დავიწყე.
***
– აუ‚ გოგო გავიცანი... 90-60-90...
– ვა‚ მაგარი ვიღაც იქნება! ნახე‚ რა ბლატნოი ტელეფონის ნომერი აქვს?!
***
კოქტეილი – „ვინ-ვის“: 500 გრამი არაყი‚ 50 გრამი „ვიაგრა“.
***
გამოვიდა ქართული სუვენირი – კედლის საათი‚ რომლიდანაც ყოველ საათში გამოდის თამადა და სადღეგრძელოს ამბობს.