კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს ერთმანეთი სისხლით ნათესავებმა და ვის ეძებენ 1973 წლის შემდეგ საჩხერეში


28 წლის ოლღა ანატოლის ასული მიკალეფი ეძებს 57 წლის კოკო ხაიმის ძე ბეხორაშვილს.

ისტორია: ვეძებ მამაჩემის ნათესავს, 57 წლის კოკო ხაიმის ძე ბეხორაშვილს (გვარის სისწორეში დარწმუნებული არ ვარ). მამაჩემსა და მის ნათესავს შორის კავშირი 37 წლის წინ შეწყდა. ვიცი, რომ მამა ძალიან დარდობს და მინდა, ნათესავი ვაპოვნინო, რომელიც ადრე საქართველოში, საჩხერეში ცხოვრობდა.

– როგორ დაკარგეთ ნათესავებმა ერთმანეთი და რატომ გადაწყვიტეთ მამის ნათესავი ოფიციალურად მოგეძებნათ?

– მამაჩემი ყოველთვის მიყვებოდა თავისი ნათესავის შესახებ. მას ძალიან უყვარდა კოკო და საქართველო. ბოლოს ის კოკოს 1973 წელს დაუკავშირდა. მას შემდეგ ძალიან დიდი დროა გასული და მამას კოკოსთან კონტაქტი აღარ ჰქონია. გადავწყვიტე, მათ ერთმანეთის პოვნაში დავხმარებოდი და ჩემი განაცხადი „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე განვათავსე. მაგრამ, უკვე 2 წელია, არავინ გამომხმაურებია. უამრავი ისტორიაა, რომელიც ჩვენსაზე უფრო გადაუდებელი, საჩქარო და მნიშვნელოვანია.

– სად ცხოვრობდა ბოლოს თქვენი ნათესავი? რას ფიქრობთ, სად შეიძლება ის ამჟამად იყოს?

– ბოლოს კოკო საჩხერეში ცხოვრობდა. დედამისი – რაისა ბეხორაშვილი 1960 წელს გარდაიცვალა ვოლგოდონსკში. ვიცი, რომ რაისა 1924 წელს იყო დაბადებული. ისიც, ვიცით, რომ კოკო, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად ისრაელში აპირებდა გადასვლას და შესაძლებელია, წავიდნენ კიდეც იქ. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ ვუკავშირდებით მას. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა სიურპრიზი იქნება მამაჩემისთვის მისი პოვნა. მით უმეტეს, რომ არც კი იცის, რომ მე მის ნათესავს ვეძებ. შეიძლება, სიხარულისგან იტიროს კიდეც.

– ესე იგი, შეიძლება ის, ვისაც ეძებთ, სულაც არ იყოს საქართველოში და დიდი ხნის წინათ გადავიდა საცხოვრებლად ისრაელში.

– შეიძლება, ასეც არის, მაგრამ რადგან ჩვენთვის არ უცნობებიათ ეს ამბავი, იქნებ, არც წასულან. აღარ ვიცით, რა ვიფიქროთ. მრავალი წელია გასული მას შემდეგ და ყველაფერი შეიძლება, მომხდარიყო. ტერიტორიულად თქვენგან შორს ვართ და როდესაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ვადევნებდით თვალს, რა თქმა უნდა, განვიცდიდით ინფორმაციის ნაკლებობას.

– კოკოს პოვნის შემთხვევაში, როგორ აპირებთ ნათესავების ერთმანეთთან დაკავშირებას? არ ეტყვით მამას და ბოლომდე საიდუმლოდ შეინახავთ, რომ მის ნათესავს ეძებთ?

– ვაპირებ, ბოლომდე საიდუმლოდ შევინახო. ან იქნებ, როგორღაც, მისი პოვნა მამის დაბადების დღეს დავამთხვიო. არ ვიცი (იცინის). ბევრს ვფიქრობ, მაგრამ მთავარია, ვიპოვო და იმედი მაქვს, მასაც ძალიან გაუხარდება. ნათესაური კავშირი ტერიტორიული სიშორის გამო არ უნდა დაიკარგოს.

– 37 წელია გასული და როგორ ფიქრობთ, ერთმანეთის მოძებნის შემთხვევაში, ისინი ურთიერთობას გააგრძელებენ?

– დარწმუნებული ვარ, გააგრძელებენ. დიდი დროა გასული, თავისუფლად შეიძლება, კოკო საჩხერიდან საცხოვრებლად ისრაელში ან სხვაგან, თუნდაც საქართველოს სხვა ქალაქში გადასულიყო. ამის შემოწმებას, სამწუხაროდ, აქედან ვერანაირად შევძლებთ, თქვენ კი შეგიძლიათ. მამას მისი ნათესავის – კოკოს ფოტოც კი მოვპარე (იცინის). იმედი მაქვს, მის პოვნაში დამეხმარება. ხომ შეიძლება, ვინმემ ფოტოზე იცნოს? საჩხერეში დარჩებოდა ერთი-ორი ისეთი მეზობელი, ფოტოზე რომ ამოიცნობს მას.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3