კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს ბერლინში მცხოვრები დედა საქართველოში გაშვილებულ 33 წლის შვილს


59 წლის ნინა შალვას ასული (ხოტენაშვილი) ალექსანდროვა ეძებს 33 წლის (გერმანე ნიკოლოზის ძე კოლიკოვს).

ისტორია: ვეძებ ჩემს პირველ შვილს. ის დაიბადა ლენინგრადში, 1977 წლის 16 მარტს. 28 მარტს კი მითხრეს, რომ ჩემი შვილი გარდაიცვალა. მიზეზად მისი დღენაკლულობა დაასახელეს, მაგრამ ბავშვის გვამი არ მინახავს. არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩემს შვილს ცხოვრება ავურიო ან რაიმე დისკომფორტი შევუქმნა. უბრალოდ, ძალიან მინდა, მისი პოვნა. 33 წელია უკვე, ეს სურვილი არ მასვენებს.

– გვიამბეთ რა, მოხდა ისეთი, რომ შვილი დაკარგეთ?

– ეროვნებით ქართველი ვარ. მამაჩემი გურჯაანში ცხოვრობდა. იმ წლებში, როდესაც ეს ამბავი მოხდა, 25 წლის ვიყავი და ლენინგრადში ვცხოვრობდი. 1977 წლის 16 მარტს დამეწყო ნაადრევი მშობიარობა. ნაადრევად, ძერჟინსკის ქუჩაზე მდებარე მშობიარეთა სახლში მამშობიარეს. ადვილად ვიმშობიარე. 1977 წლის 16 მარტს შემეძინა ბიჭი. ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, ერთ კილოგრამსა და 625 გრამს იწონიდა. მშობიარობის შემდეგ, ჩემთან მოვიდა ბებიაქალი, და მითხრა: „ნინა, შვილო, შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს. გაითვალისწინე, უდღეური ბავშვის გაზრდა ძალიან რთულია, მათ ხშირ შემთხვევაში განუვითარებელი კუჭ-ნაწლავი და ფილტვები აქვთ. იქნებ, შენთვის უკეთესიცაა, მეორე ბავშვის გაჩენა“. მაშინვე გამიკვირდა, მისგან ასეთი საუბარი. ვკითხე: რა, ჩემი შვილი ჯანმრთელი არაა? ბებიაქალმა არ მიპასუხა და გამეცალა. იყო სხვა საეჭვო მომენტებიც. განსაკუთრებით, ექიმების ქცევამ და ხშირმა გამოკითხვებმა დამაფიქრა, რასაც ბავშვთან დაკავშირებით მეკითხებოდნენ. 28 მარტს მითხრეს, რომ ჩემი შვილი მოკვდა. მიზეზად მისი უდღეურობა დაასახელეს, მაგრამ ბავშვის გვამი არ მაჩვენეს. ამ ამბავმა ისე იმოქმედა ჩემზე, რომ გონება დავკარგე. როდესაც მომასულიერეს ერთი ხანდაზმული ექიმის სიტყვები ჩამესმა, რომელიც დღესაც ექოსავით მიმეორდება: ჩვეულებრივი ისტერიკა აქვს, გაუვლისო.

– ნინა, თქვენ ვარაუდობთ, რომ თქვენი შვილი დაუკითხავად გააშვილეს. კერძოდ, რის საფუძველზე და როდის გაგიჩნდათ ამის ეჭვი?

– მშობიარობის შემდეგ ჩემთან, პალატაში შემოვიდა მკურნალი ექიმი, ვიღაც უცხო ქალთან ერთად. მანამდე ის ნანახი არ მყავდა. ქალი, დაახლოებით, 50 წლის იქნებოდა და ფიზიკურად ქართველს ჰგავდა. თუმცა, ჩემსავით, რუსულად უაქცენტოდ საუბრობდა. ექიმმა იმ ქალის თანდასწრებით ჩამოთვალა ყველა ნამშობიარები ქალის სახელი და გვარი, თან მათი შვილების წონაც აღნიშნა. ჩემი რიგი დადგა და ჩემი ბიჭიც დაასახელა. ქალმა შეაწყვეტინა და ჩაილაპარაკა: „ასეთი პატარა?“ – შემდეგ მე მომიბრუნდა და მკითხა, „რატომ დაიბადა ასეთი პატარა?“ ალბათ, დამეთანხმებით, რომ უდღეური ბავშვები, პატარები არიან და ასეთი წონა გასაკვირი არ არის, მით უმეტეს, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი შვილი სხვა ბავშვებთან შედარებით, პატარა კი არა, დიდიც კი იყო. ის უცხო ქალი დიდი ინტერესით მეკითხებოდა ჩემი წარმოშობის შესახებ. აშკარად ეტყობოდა, რაღაცას წყვეტდა. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ შეიძლება, იმ ქალს მაშინვე (ანუ მისი ჩემთან ვიზიტის მიზანი სწორედ ჩემი ნახვა იყო) უნდოდა ჩემი შვილის აყვანა და ბავშვის დედა აინტერესებდა ანუ – მე. ბავშვის წონამ იმიტომ დააფიქრა, ვერ გადაეწყვიტა, აეყვანა თუ არა. მთელი ის დრო, რაც იქ ვიწექი, ჩემი შვილი არ მინახავს. უდღეურ ბავშვებს იმ დროს დედებს არ უჩვენებდნენ. საჭმელადაც არ მოჰყავდათ ჩემთან. 10 დღეში მე გამომწერეს, ჩემი შვილი დარეგისტრირებული იყო გერმან ნიკოლოზის ძე კოლიკოვად, მაგრამ მე მისი დოკუმენტებიც არ მომცეს.

– მას შემდეგ, რაც გითხრეს, რომ ბავშვი მოკვდა, მოითხოვეთ თუ არა მისი გვამის ჩვენება?

– იმ დროს ბავშვის გვამს მშობლებს არ ატანდნენ. მოგვიანებით მივიღე ბავშვის გარდაცვალების მოწმობაც, მაგრამ საკმაო დაგვიანებით...

– თუკი ეს ყველაფერი მაშინაც საეჭვოდ გეჩვენებოდათ, რატომ არ დაიწყეთ გამოძიება, რატომ არ ჩაეძიეთ ექიმებს და ბებიაქალს.

– იმის ეჭვი, რომ ჩემი შვილი დაუკითხავად გააშვილეს, მას მერე გამიჩნდა, როცა სამშობიარო სახლში ახალმისულს დაკითხვა მომიწყვეს. როცა გაიგეს, რომ საქართველოდან ვიყავი, უფრო დაინტერესდნენ. მახსოვს, მამაჩემის ვინაობაც კი გამომკითხეს. იმ დროს ეს მართლაც გასაკვირი იყო. მე გათხოვილი ვიყავი ჩვეულებრივ და არც მცირეწლოვანი ვიყავი, რომ ვინმეს რამე გაჰკვირვებოდა და ამის გამო ჩამძიებოდნენ. თითქოს ვიღაც თავიდანვე დაინტერესებული იყო იმით, რომ ქართველი ბავშვი ეშვილა და ჩემი წინაპრებიც, რა თქმა უნდა, ამ მიზნით აინტერესებდათ. იმ დროს სუროგატული დედობა არ არსებობდა და რისკიც დიდი იყო, რადგან ნორმალური დედა როგორც წესი შვილზე უარს არ ამბობდა. მაშინვე უნდა ჩავძიებოდი ყველაფერს და სამშობიაროში ყოფნისას მომეთხოვა, ბავშვი ეჩვენებინათ ცოცხალი, ან მკვდარი. ახლაც ვეკითხები ჩემს თავს, რატომ არ გამოვთქვი პრეტენზია და არ ავტეხე ერთი ამბავი, მაგრამ, მეგონა, ირგვლივ სამართლიანობა სუფევდა – პატიოსნებისა და სიმართლის მჯეროდა. ასეთ რამეს, ვერც კი წარმოვიდგენდი, არამცთუ დავუშვებდი, მაგრამ, რაც დრო გადის, ცხოვრება უფრო მირთულდება. 33 წელი გავიდა მას შემდეგ, მე კი ეს ფიქრი არ მასვენებს.

– აქამდე თუ გიძებნიათ? როგორც თქვენ ამბობთ, ეჭვი უკვე დიდი ხანია, რაც გაქვთ. რაიმე ინფორმაციას თუ ფლობთ ბავშვის მშობლებზე. დაახლოებით თუ გაქვთ წარმოდგენა, ტერიტორიულად სად შეიძლება, იყოს ამჟამად თქვენი შვილი?

– ცივი გონებით მესმის, რომ ის შეიძლება, მართლაც მომკვდარიყო, მაგრამ გულს არ სჯერა ამის. თუმცა, რაიმე დამამტკიცებელი საბუთი არ მაქვს. წლების წინათ დავიწყე ბავშვის მოძებნა. პირველი ნაბიჯი იმ სამშობიაროს არქივი იყო. ბუნებრივია, ჩემი შვილის საბუთები ვერ ვნახე. სამაგიეროდ, გადავაწყდი საინტერესო ფაქტს: 1977 წლის 24 მარტს იმავე სამშობიაროში იმშობიარა ვინმე ლომიძემ, სახელს შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან გამორიცხული არაა, რომ ეს იყოს, უბრალოდ, დამთხვევა. ის ქალბატონი, რომელმაც 24 მარტს იმშობიარა, გაწერეს 7 დღის მერე და საქართველოდან იყო. ასაკით პატარა იყო, ანუ მშრობიარობაც პატარას მოუწია. ბუნებრივია, ბავშვი უდღეური გაუჩნდა და სრულიად შესაძლებელია, ვერც გადარჩა ცოცხალი. ბევრი მიფიქრია, და ვიცი, რომ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც პირველი მშობიარობა არასასურველი შედეგით მთავრდება, მით უმეტეს, როდესაც ქალი ძალიან ახალგაზრდაა, მისთვის მეორე ბავშვის გაჩენა ყოველთვის რისკია. ვიცი, ეს არ არის რაიმეს დამადასტურებელი ფაქტი, მაგრამ, არც გამორიცხულია, რომ სწორედ იმ გოგონასთვის უნდოდათ ჩემი შვილი. ამიტომ მეკითხებოდნენ ამდენს და დაკითხვებს მიწყობდნენ. მხოლოდ იმის გაგება მოვახერხე, რომ დოკუმენტებით ჩემი ექიმი ა. მარიმანი იყო (კაცმა მამშობიარა). ბებიაქალი კი გვარად ილიანა გახლდათ.


скачать dle 11.3