კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ისრაელში სავარაუდოდ გაზის უმსხვილესი საბადოა


ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიურმა სამსახურმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის თანახმადაც, ხმელთაშუა ზღვის ლევანტიის სანაპირო, ბუნებრივი აირით პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონია. გამოუკვლეველი მარაგის ნაწილი სირიისა და ლიბანის ტერიტორიულ წყლებში მდებარეობს, გაზით ყველაზე მდიდარი რეზერვუარები კი, გეოლოგების მონაცემებით, ისრაელის მფლობელობაში იქნება. ექსპერტთა შეფასებით, ამ რეგიონში ბუნებრივი აირის გამოუკვლეველი მარაგის მოცულობა 3,45 ტრილიონი კუბური მეტრია, რაც მთელი პლანეტის წლიურ მოხმარებას აღემატება – ამჟამად მსოფლიო წელიწადში დაახლოებით 3,11 ტრილიონ კუბურ მეტრ აირს მოიხმარს. შედარებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები წელიწადში 0,65 ტრილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს საჭიროებს, რუსეთი – 0,48, ირანი კი 0,11 ტრილიონს. თუ ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ვარაუდი დადასტურდა, მაშინ ისრაელს შეუძლია, საკუთარი მოთხოვნილება მრავალი ათწლეულის განმავლობაში უზრუნველყოს და მნიშვნელოვნად გათავისუფლდეს ნავთობზე ზედმეტი დამოკიდებულებისგან. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონში ნავთობის შედარებით მცირე მარაგია – დაახლოებით 1,7 მილიარდი ბარელი.


скачать dle 11.3