მარიკას ფარული კამერა
გერმანული „შტუდგარდტის“ ფორვარდის, ჩიპრიან მარიკას შეყვარებული ილინკა ვანდიჩი გახლავთ. პრინციპში, რაღა შეყვარებული, ილინკა და რუმინელი ფორვარდი მომავალ ზაფხულს დაქორწინებასაც გეგმავდნენ, მაგრამ ამ საქმეს დიდი კითხვის ნიშანი დაესვა: გერმანულმა გაზეთებმა რამდენჯერმე დაწერეს, როცა მარიკა სახლში არ არის, ილინკა მოწყენილობას არ უჩივის და არც გამრთობები აკლიაო. ფეხბურთელი ამ ყველაფერს, ერთი შეხედვით, ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ, ბოლოს, როგორც ჩანს, ეჭვი თავადაც გაუჩნდა და ქალის უჩუმრად სახლში რამდენიმე ვიდეოთვალი დააყენა. ჰოდა, ერთ-ერთი გასვლითი მატჩის შემდეგ შინ დაბრუნებულმა მარიკამ ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრები გადაათვალიერა და „დიდების საყურებელი ფილმიც“ აღმოაჩინა. ყველაზე საინტერესო კი ამ ამბავში ის იყო, რომ ფილმში მთავარ როლს, შეიძლება ითქვას, „დაზარალებულს“, ილინკა თამაშობდა.
რა თქმა უნდა, ჩიპრიანმა, როგორც ჭეშმარიტმა მამაკაცმა, ილინკა მაშინვე სახლიდან გააგდო, თუმცა, ეჭვიანობამ მალე გადაუარა და ქალი ისევ შეირიგა. წყვილს შეუღლება საბოლოოდ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, იმას კი ამბობენ, უერთმანეთოდ არ შეგვიძლია და მცირე შეცდომების პატიებაც გვეხერხებაო.