„ალ-ქაიდა“ მუნდიალს ემუქრება
საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაცია „ალ-ქაიდამ“ ინტერნეტში მუქარის მორიგი წერილი გაავრცელა – ამჯერად ისინი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ამერიკის, საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიისა და იტალიის ნაკრებთა ბაზებზე თავდასხმითა და მათი განადგურებით იმუქრებიან. „ალ-ქაიდას“ განცხადებაზე საგანგებო პრესკონფერენცია „ფიფაში“ გაიმართა და ტერორისტებს მისმა გენერალურმა მდივანმა, ჟერომ ვალკემ უპასუხა:
„ვერანაირი მუქარა ვერ გვაიძულებს, მსოფლიოს ჩემპიონატის თარიღი გადავიტანოთ. სათანადო ორგანოები ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და, ამიტომ, არაფრის გვეშინია. ტერორისტებს კი ვურჩევ, ბომბების ნაცვლად ბილეთები იყიდონ და ფეხბურთით თავადაც ისიამოვნონ“, – განაცხადა ვალკემ.