კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაიბადა ამერიკაში 11 ათასი ყრუ ჩვილი და რომელი საშიში ვირუსი გადადის ხელის ჩამორთმევით


მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა საოცარი ტემპით ვითარდება, ვირუსებთან ბრძოლაში ჯერჯერობით მარცხი განიცადა. ეს ვირუსები საკმაოდ ხანდაზმულია და ჩვენ მათ ვიცნობთ, მაგრამ, ზოგჯერ გვეჩვენება, რომ არც ისეთი საშიშია, როგორიც შეიძლება ეს მოგვეჩვენოს. საქმე ისაა, რომ ადამიანები შევეჩვიეთ მათ სახელებს და რაღაც დოზით მედიცინის შესაძლებლობებისაც გვჯერა.

უკვე ას წელზე მეტია, მეცნიერები ჯიუტად ცდილობენ, ჩასწვდნენ ვირუსების ბუნებას და შეიმუშაონ მათთან ბრძოლის ეფექტური მეთოდი, მაგრამ ვირუსები დანებებას არ აპირებს და დროდადრო ახალი ენერგიით იფეთქებს ხოლმე.

„თბილისელებმა“ სცადა გაერკვია ათი ყველაზე ვერაგი ვირუსის ბუნება და მათ დასახასიათებლად დახმარება ქალბატონ ანი რამაზაშვილს ვთხოვეთ. აღმოჩნდა, რომ ვირუსები არა მარტო გასულ საუკუნეებში იყო იდუმალების ბურუსით გარემოცული, არამედ მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საიდუმლოებადაც შეიძლება, ჩაითვალოს.



ანი რამაზაშვილი (დოქტორი-ვირუსოლოგი): ჩვენ შეგვიძლია, დავასახელოთ ათი ყველაზე ცნობილი და საშიში ვირუსი: ცოფის, ჰერპესის მცოცავი, ეპშტეინ-ბარის ვირუსები, ასევე ციტომეგალოვირუსი, ჰეპატიტი, რომელსაც „ალერსიან მკვლელსაც“ უწოდებენ, წითელა, პაპილომავირუსი, ენტეროვირუსი, გრიპი – თავისი სახეცვლილებებით და შიდსი. უმრავლესობა ჩვენთვის ცნობილია. განვიხილოთ ცალ-ცალკე მეცნიერული თვალთახედვით. მედიცინას ყოველი მათგანის მიმართ ბრძოლის განსხვავებული მეთოდი აქვს. ჩვენ ახლა ამაზე არ ვილაპარაკებთ.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცოფი ერთ-ერთ ყველაზე საშინელ დაავადებად ითვლებოდა. ის, ფაქტობრივად, არ იკურნება და ცოფის ვირუსით დაავადების რისკიც ძალიან მაღალია. ერთადერთი პრევენცია, დროული ვაქცინაციაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცოფის ვირუსი დამარცხებულია.

ადრე ცოფს „წყლის შიშის“ დაავადებას უწოდებდნენ. ალბათ, იცით, რატომაც. ცოფით დაავადებულს წყლის ხმაზე და დანახვაზე სუნთქვა ეკვრის და კრუნჩხვა ემართება. საინტერესოა, რომ ცოფი გავრცელებულია აბსოლუტურად ყველა კონტინენტზე, გარდა ავსტრალიისა და ანტარქტიდისა. ცოფის შემთხვევა ასევე არასოდეს ყოფილა მალტაზე, კვიპროსზე შვედეთსა და იაპონიაში.

– რატომ?

– ამ კითხვაზე არც მედიცინას აქვს პასუხი და არც მეცნიერებას, მაგრამ 2009 წლის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 55 ათასი ადამიანი იღუპება ცოფით.

მეორე ძალიან ვერაგი ვირუსია – ჰერპესი. ბევრს, ალბათ, გაუკვირდება – რატომ არის საშიში ჰერპესი? ჯერ ერთი, იმიტომ, რომ, როგორც ცოფი, ისიც არ იკურნება. თუ ერთხელ ორგანიზმში მოხვდება, სამუდამოდ რჩება იქ. სამაგიეროდ, მისი აღმოჩენა საკმაოდ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გავრცელებული ინფექციაა. დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების 90 პროცენტი ამ ვირუსით არის ავად და მხოლოდ 5 პროცენტს აქვს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები. საკმაოდ გადამდებია.

ეპშტეინ-ბარის ვირუსი ნაკლებად არის ცნობილი, მაგრამ თუ ის ადამიანის ორგანიზმში მოხვდა, მაშინვე იწყებს განვითარებას. იწვევს ჰეპატიტს და პნევმონიას.

– თქვენ თქვით, რომ ეს ვირუსი საკმაოდ ვერაგულად ვრცელდება. უბრალო კოცნითაც კი.

– დიახ, მეტსაც გეტყვით, ხელის ჩამორთმევაც საკმარისია ამისთვის. ვირუსი აღწევს ორგანიზმში და რჩება იქ ჰერპესის ვირუსივით მთელი ცხოვრების განმავლობაში. ანუ ყოველ წუთს შეიძლება, დაიწყოს პროგრესირება. სწორედ ამაში ვლინდება მისი ვერაგი ბუნება.

ჰეპატიტს „ალერსიანი მკვლელი“ ექიმებმა თავისი ბუნების გამო შეარქვეს. მას შეუძლია, „იცხოვროს“ ორგანიზმში საკმაოდ დიდხანს, ისე, რომ საკუთარი თავი არაფრით გაამჟღავნოს. ერთ დღეს კი ადამიანს უცებ ღვიძლი ასტკივდება ისე, რომ მისი შველა უკვე დაგვიანებულია.

ერთი შეხედვით, „წითელა“ არ ჰგავს ვერაგ ვირუსს, ხომ მართალია? ეს საბავშვო ავადმყოფობადაც კი მიიჩნევა. რატომ აღმოჩნდა ვერაგი ვირუსების სიაში? იმიტომ რომ, ის ორსული ქალების მომაკვდინებელი მტერია. თუ ფეხმძიმეს „წითელას“ ვირუსი შეხვდა, ფეხმძიმობა ან მაშინვე შეწყდება, ან გამოიწვევს ნაყოფისთვის საშინელ პათოლოგიებს. მაგალითად, როგორიც არის სიბრმავე, სიყრუე, გულის სხვადასხვა ანომალია, მიკროცეფალია და გონებრივი ჩამორჩენა.

ამერიკაში გასული საუკუნის 60-იან წლებში იფეთქა „წითელას“ ეპიდემიამ და 11 ათასი ყრუ ბავშვი დაიბადა, 2 850 ჩვილს აღმოაჩნდა მხედველობის მოშლა, 1 800 პატარა კი გონებრივად ვეღარ განვითარდა, ანუ ჩვილ ბავშვებში სიმახინჯეების 15 პროცენტი „წითელაზე“ მოდის. ეს საკმაოდ შემაშფოთებელი მაჩვენებელია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთელ პლანეტაზე, წითელა ყოველწლიურად 300 ათას ჩვილს ამახინჯებს.

პაპილომავირუსი, ეს არის ვირუსი, რომელიც ადამიანს მხოლოდ ადამიანისგან გადაეცემა და ძირითადად იწვევს ქსოვილების დაშლას. მათი ზრდის შეჩერებას.

ადამიანების ნაწლავებში დაბინავებული ვირუსები ენტეროვირუსებია. ერთი შეხედვით, არც ეს ვირუსები იწვევს ჩვენში შიშს. ენტეროვირუსები საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს წყალში, ქლორიან წყალშიც კი. კვდებიან მხოლოდ 50 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე. ენტეროვირუსებით ძირითადად ბავშვები ავადმყოფობენ. მაგრამ, მისი ვერაგობის დასამტკიცებლად საკმარისი იქნება ვთქვათ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი დაავადდა ენტეროვირუსით და სწორედ ამის გამო აღმოჩნდა 38 წლის ასაკში ინვალიდის სავარძელში. ენტეროვირუსებით დასუსტებულმა ორგანიზმმა წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია სხვა დაავადებებს. ენტეროვირუსს ძალზე ადვილად შეუძლია, ენცეფალიტის, მენინგიტის ან პოლიომიელიტის გამოწვევა.

ვერაგი ვირუსების სიაში მოხვდა გრიპიც – სასუნთქი გზების ინფექციური დაავადება. გაგიკვირდებათ, მაგრამ დღეისათვის ცნობილია გრიპის ვირუსის ორი ათასზე მეტი ვარიანტი. სახელწოდება ვირუსმა ერთ-ერთი მწერის – ლა გრიპესგან მიიღო, რომელიც ადრე დაავადების მთავარ გადამტანად მიიჩნეოდა. გრიპის ვირუსმა არ იცის ასაკი. გრიპის შემთხვევები ლეტალური შედეგებით ძირითადად ბავშვებში მთავრდება ხოლმე – ორ წლამდე ასაკის პატარებში და 60-70 წლის ასაკის ადამიანებში. ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები გრიპს ადვილად უმკლავდებიან. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი არ მოხდა გრიპის ვირუსის თანხვედრა ადამიანის ორგანიზმში „მიძინებულ“ რომელიმე ვირუსთან. გრიპი ადვილად რთულდება პნევმონიით, ფილტვის აბსცესით, ენცეფალიტით, მენინგიტით.

მეოცე საუკუნის ყველაზე დიდ უბედურებას – შიდსს, იმდენი სამეცნიერო თუ პუბლიცისტური სტატია მიეძღვნა, რომ ამჯერად დეტალურად საუბარი ამ ძალიან საშიშ ვირუსზე, ალბათ, არ ღირს. საინტერესოა ის, რომ რატომღაც ადამიანებმა ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს საფრთხე, რომელიც მისგან მოდის და ხშირად გრიპის ვირუსზე უფრო დიდ განგაშს ტეხენ ხოლმე.

შიდსის ვირუსი პირველად აღმოუჩინეს ჰომოსექსუალ მამაკაცებს 1981 წელს. თვითონ ვირუსი სქესობრივი გზით, სისხლის გადასხმითა და იშვიათ შემთხვევაში, ლორწოვანი გარსით გადადის. ვირუსი გადადის შპრიცითაც, თუკი მას ჯერ ინფიცირებული ადამიანი გამოიყენებს. ამიტომაც შეინიშნება შიდსის ვირუსის სწრაფი გავრცელება ნარკომანებში.

– თქვენ თქვით, რაღაც შემთხვევებში შიდსის ვირუსი შეიძლება, ადამიანს ლორწოვანი გარსიდანაც გადაედოსო.

– მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ნერწყვში არის სისხლი. შიდსის ვირუსიც, ჯერჯერობით, დაუმარცხებელ ვირუსთა სიაში შედის.

– მხოლოდ ეს ათი ვირუსია საშიში კაცობრიობისთვის? როგორ ფიქრობთ, რის მიხედვით შედგა ეს სია?

– საქმე ისაა, რომ ამ ვირუსების დამარცხება ჯერაც ვერ შეძლო მედიცინამ, ფაქტია, რომ ისინი დღესაც ისევე აქტიურად ანადგურებს ადამიანებს, როგორც მრავალი წლის წინათ. დიახ, ახლა არის მედიკამენტები, რომლებიც ვირუსებს მეტ-ნაკლებად უწევს წინააღმდეგობას, მაგრამ ის, რომ ამ ვირუსების მთლიანად ლიკვიდირება ჯერაც ვერ მოახერხა მედიცინამ, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ გამარჯვება ვირუსებს რჩება.


скачать dle 11.3