კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოკვებეთ ტვინი სიამოვნების ჰორმონების შემცველი პროდუქტებით


ადამიანის ტვინი საკვებიდან მიღებული მთელი ენერგიის მხოლოდ ოც პროცენტს მოიხმარს. გონებრივი მუშაობის ყველაზე დიდი ჯაფა სწორედ მას ადგება. ამიტომ, აუცილებელია ნებისმიერმა ჩვენგანმა ვიცოდეთ, რომელი სახის საკვები უნდა მივაწოდოთ ტვინს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით.

ჭამეთ დღეში რამდენიმე ცალი სტაფილო. ის A ვიტამინის წყალობით ააქტიურებს ტვინში ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს და აძლიერებს მახსოვრობას, თაფლი კი მასში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყალობით ადამიანის გონებრივად მუშაობას უფრო ნაყოფიერს ხდის.

ნერვულ უჯრედებს მუშაობას უადვილებს B ჯგუფის ვიტამინები, მათ კი დიდი რაოდენობით ესაჭიროება ასევე PP ვიტამინიც. ეს ნივთიერებები დიდი რაოდენობით შედის თევზში, პარკოსნებში, წიწიბურაში, შვრიასა და კვერცხში. მათი მიღება ტვინისთვის, უბრალოდ, აუცილებელია.

საკვებ რაციონში თევზის ჩართვით ორგანიზმს აწვდით არა მარტო ჩამოთვლილ ვიტამინებს, არამედ უჯერ, ცხიმოვან მჟავებსაც, რომლებიც დადებითად მოქმედებს ტვინზე. ის აძლიერებს ინფორმაციის მიღების უნარს.

ნიგოზი ხელს უწყობს დაღლილობის შეგრძნების ადვილად მოხსნას, ხანგრძლივი და მძიმე გონებრივი მუშაობისას. აზროვნების უნარს აუმჯობესებს კალციუმი და კალიუმი, რომლებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ვაშლი, ხაჭო, ქიშმიში, გარგარი.

ტვინს შაქარიც ესაჭიროება, თუმცა, უკეთესია, თუ მის ნაცვლად ბრინჯს, ლობიოს და მუხუდოს მიირთმევთ. ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ პოლისაქარიდებს, ანუ იმ ნივთიერებას, რომელიც საკმაოდ ამაღლებს ადამიანის გონებრივ შრომისუნარიანობას. ყურადღების კონცენტრირების ასამაღლებლად ჭამეთ მწვანე ხახვი, ნუში და თხილი. ადამიანმა დღეში ნახევარი თავი ხახვი მაინც უნდა ჭამოს, მით უმეტეს, თუ ხშირად უწევს ნერვიულობა.

ხშირად, ტვინის მუშაობას ხელს უშლის ნერვული აღგზნება, ამისგან თავის დაღწევაში კი დაგეხმარებათ გემრიელი ან ანტისტრესული საკვების მიღება. მაგალითად, ამ დროს კარგია შოკოლადის ჭამა. ასევე, კარგია ბანანი ან მარწყვი, რადგან მათში დიდი რაოდენობით არის სიამოვნების ჰორმონი, სეროტონინი და თიროზინი. ეს უკანასკნელები კი ყურადღების კონცენტრაციასა და შემოქმედებით ნიჭს აუმჯობესებენ.

ამიტომ, თუ გონებრივი მუშაობა გიწევთ, ეს პროდუქტი არ უნდა მოაკლოთ საკუთარ ორგანიზმს, რადგან ამ დროს, შინაგანი ენერგიის გასაძლიერებლად, ის განსაკუთრებით სჭირდება.


скачать dle 11.3