კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი აქვს უფალთან ადამიანისთვის სახელის დარქმევას და როგორ უნდა მოხდეს მისი შერჩევა


ნებისმიერ ადამიანს, დაბადებისთანავე ურჩევენ მშობლები სახელს და შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ სახელით მიმართავენ. დღეს უკვე ბავშვების უმეტესობა სხვადასხვა წმიდანის სახელს ატარებს და მათგან ითხოვს მფარველობას. თუ როგორ უნდა შევურჩიოთ ბავშვს სახელი, როგორ უნდა სთხოვოს შემწეობა ადამიანმა თავის მფარველ წმიდანს, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).


– სახელის თავდაპირველი აზრი ის არის, რომ, ერთი ზუსტი სიტყვით ან მოკლე ფრაზით ვცადოთ ამა თუ იმ საგნის აზრის, მნიშვნელობის, შინაარსის გადმოცემა. ძველ აღთქმაშიც სწორედ ასე არის გაგებული სახელი. ადამიანის სახელი თუ საგნის დასახელება, უმჭიდროვეს კავშირშია მის შინაარსთან, არსთან: „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი, კაცი მიწისგან მტვრისგან და შთაბერა სული“. პირველი ადამიანის სახელიც – ადამი – ხომ ადამიანს ნიშნავს! „ნეკნისგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული“. „უწოდა ადამმა თავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა“. თუმცა, იყო შემთხვევა, როდესაც სახელი შეიცვლებოდა ხოლმე, ეს კი მიზნად ისახავდა ადამიანის მოწოდების ცვლილების აღნიშვნას: „აღარ გერქვას მიერიდან სახელი აბრამი, არამედ აბრაამი იყოს შენი სახელი, რადგან უამრავ ხალხთა მამად გაქცევ“. ასე რომ, სახელში ადამიანის მოწოდებაა ჩადებული. გარდა ამისა, პიროვნება და მისი სახელი ერთმანეთს განსაზღვრავს და ურთიერთდამოკიდებულია. „ყურადღებას ნუ მიაქცევს ჩემი ბატონი ამ უკეთურ კაცს, რადგან, როგორი სახელიც აქვს, თავადაც ისეთია – ნაბალი ჰქვია და ბილწებით არის სავსე“. ძველ აღთქმაში ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უფლის სახელს მას ბევრი სახელი აქვს და თითოეული მათგანი მის ურიცხვ თვისებათაგან რომელიმეს ამჟღავნებს.

სახელისადმი, როგორც პიროვნების გამოხატულებისადმი დამოკიდებულება ახასიათებდათ პირველ ქრისტიანებს. წმიდა პანტელეიმონს მშობლებმა პანტელეონი დაარქვეს, რაც ნიშნავს – „ყველაფერში ლომი“. ისინი ვარაუდობდნენ, რომ მათი შვილი სიმამაცით ლომს დაემსგავსებოდა, მაგრამ, მოგვიანებით სახელი გადაარქვეს და პანტელეიმონი უწოდეს, ესე იგი ყოვლადმოწყალე, ვინაიდან ის ყველასადმი მოწყალებას იჩენდა, სნეულებს უფასოდ კურნავდა, უპოვართ უხვად ასაჩუქრებდა. მშობლები შვილებს სახელებს თავად ურჩევდნენ, მაგრამ, ზოგჯერ მათ უფალი არქმევდა სახელს. მაგალითად, ძველ აღთქმაში თავად უფალმა დაარქვა სახელი ისააკს, ახალ აღთქმაში – იოანე ნათლისმცემელს და კიდევ სხვას. ასე, რომ, წმიდა წერილი ადასტურებს შვილებისთვის სახელის დარქმევისას მშობლების ნებას. იმავდროულად, ამ საქმეში უფლის მონაწილეობასაც ვხედავთ. ანუ სახელის არჩევის დროს ხდება ერთგვარი თანამშრომლობა უზენაესსა და ადამიანებს შორის, რაც, საბოლოო ჯამში, ერთადერთ მიზანს ისახავს – ადამიანების ღმერთთან დაახლოებას. ქრისტიანული ცხოვრების დადგომის შემდეგ, მშობლები ახალშობილს უკვე წმიდანის სახელს არქმევდნენ და ეს სახელი იქცეოდა ახალ მეგზურად, რომელიც ადამიანს აკავშირებდა ჭეშმარიტ ღმერთთან – ქრისტესთან, მისი წმიდა სათნომყოფელობის მეშვეობით. ვინაიდან, როგორც წმიდა იოანე კრონშტადტელი ამბობს: „ღმერთი დავანებულია წმიდანებში და თავად მათს სახელებში“.

– ხშირად ადამიანებს კატეგორიული დამოკიდებულება აქვთ ამა თუ იმ სახელის მიმართ და, მაინცდამაინც იმ სახელის დარქმევა უნდათ შვილისთვის, თუმცა, რომ ჰკითხო, ვერ გიპასუხებენ, ამას რატომ აკეთებენ.

– მართალია, ასეთ დროს ადამიანებს წარმოდგენაც არ აქვთ იმაზე, თუ რა მისტიკური მნიშვნელობა აქვს სახელს. ხშირად ისე შემოდის სახელები მოდაში, რომ ადამიანები მის გარდა სხვა სახელს აღარ არქმევენ შვილებს. ხშირად იმასაც არ აქცევენ ყურადღებას, თუ ვის ერქვა ის, რას ნიშნავს. გასაოცარია, როდესაც იგებ, რომ მშობელი შვილს არქმევს იმ ადამიანის სახელს, ვისაც მხოლოდ საქართველოსთან ბრძოლაში გამოუჩენია თავი, აუოხრებია. ალბათ, ამ კუთხით არ უფიქრიათ, თორემ, შვილს არ დაარქმევდნენ იროდის – იმ ადამიანის სახელს, ვინც თოთხმეტი ათასი ყმა ამოწყვიტა იესო ქრისტესთან ბრძოლის ჟინით. რა თქმა უნდა, ყველა მშობელი თავის შვილს სახელს საკუთარი გემოვნებით ურჩევს, მაგრამ, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებამ შეიძლება სრულიად გარდაქმნას მისი სახელის შინაარსი და ხმიანობა. შესაბამისად, სახელის სილამაზე არ დგას პირველ ადგილზე, ის თავად პიროვნების სულიერი მშვენიერებიდან გამომდინარეობს.

– სამაგიეროდ, დღეს მშობლები ხშირად არქმევენ შვილებს წმიდანების სახელებს.

– როდესაც წარმოვთქვამთ ჩვენთვის საყვარელი ადამიანების სახელებს, თვალწინ წარმოგვიდგება მათი სახე, გონებაში გაგვიელვებს მათი ხასიათი, თვისებები და გული მათდამი სიყვარულით, სინაზით, პატივისცემით გვევსება. ერთი სიტყვით, კონკრეტული პიროვნების სახელის წარმოთქმა ჩვენში აღვიძებს მის ხატებას მთლიანად – ფიზიკურად და სულიერადაც და, თითქოს ჩვენ შორის კავშირი მყარდება. ანუ სახელის წარმოთქმას სახის გახსენებასთან, მასთან ერთობისკენ მივყავართ, რაც, ამა თუ იმ ხარისხით, გონებისა და გულის განცდებზეც აისახება. წმიდა იოანე კრონშტადტელი ბრძანებს: „უკიდურესად მოწიწებით წარმოთქვი უფლის სახელი. ასევე წარმოთქვი იესო ქრისტეს – ძე ღვთისას სახელი. მოწიწებით წარმოთქვი ღვთისმშობლის სახელი. მოწიწებით წარმოთქვი ქრისტეს მოციქულთა სახელები, მის მსახურთა და თვითმხილველთა სახელები, რომელთაც მთელ მსფლიოში განავრცეს მისი სწავლება; აგრეთვე, მოწამეთა, ღირსთა, უვერცხლოთა და ყველა წმიდანის სახელები“. ღირსი ამბროსი ოპტინელი სულიერ შვილს, ანასტასიას, ანგელოზის დღეს რომ ულოცავდა, სწერდა: „გულითადად გისურვებ, რომ იცხოვრო სახელის შესაბამისად“. ნათქვამია: რაც სახელია, ცხოვრებაც იმგვარი იქნება. „წმიდანები ყოველთვის ეხმარებიან და შეეწევიან ადამიანებს; როდესაც მათ სახელებს ვარქმევთ ჩვენს შვილებს, მათ უკვე წმიდანების სახით ჰყავთ მფარველები, რომელთა წინაშე მთელი ცხოვრება უნდა ილოცონ, დახმარება, შემწეობა სთხოვონ და მადლობა გადაუხადონ. თუ გული სულიერი სინათლისკენ მიისწრაფვის, ყველა ნათელი სახელი და სახე ძალუმად მოქმედებს მასზე, ღრმად იჭრება სულში და იქ ივანებს დიდი ხნით. ამიტომაც, წმიდანების სახელების ხსენება, მათ მიმართ აღვლენილი ლოცვა ადამიანს, სიმშვიდეს ანიჭებს, ასუფთავებს გულს და ახლოს არ ეკარება იმ ადამიანის სულს, რომლის გულიც ამსოფლიურ ამაოებას დაუპყრია.

წმიდა ოქროპირის გადმოცემით, ქრისტიანთათვის წმიდანთა სახელების დარქმევის ტრადიცია ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დამკვიდრდა. ნეტარი თეოდორატის მოწმობით კი, ახლად ნათელღები სულებისთვის წმიდანთა სახელების დარქმევა საყოველთაო წესად მეოთხე საუკუნიდან იქცა. ქრისტიანებმა კარგად უწყოდნენ წმიდანთა ღვაწლი უფლის წინაშე, მათი ღვთისნიერი საქმეები, უყვარდათ ისინი და თავიანთი შვილებისთვის მათი სახელის დარქმევა დიდ პატივად მიჩნდათ. თუმცა, თეოფანე დაყუდებული ჩიოდა, სახელებს ჩვენში არაღვთიურად არჩევენო.

– როგორ უნდა შევარჩიოთ სახელი ღვთიურად?

– ამის შესახებ თავად წმიდანი გვეუბნება: „აი, ღვთიურად როგორ უნდა: სახელი წმიდა მამათა მიხედვით უნდა ამოირჩიოთ: რომელ დღესაც დაიბადება ყრმა, ან რომელ დღესაც ინათლება, ანდა, ამ ორ მოვლენას შორის დროის მონაკვეთიდან შეარჩიეთ სახელი, ან ნათლობიდან ახლოს, სამი დღის პერიოდიდან“. ამ დროს ადამიანური მოსაზრება კი არ იქნება გადამწყვეტი, არამედ, როგორც უფალი მიგვანიშნებს, რადგან დაბადების დღე უფლის ხელთ არის. ეკლესიური განაწესით, ჩვილს ქრისტიანული სახელი ნათლობამდე ერქმევა, რაც ნათლობისათვის მოსამზადებელი მოქმედებაა. „კურთხევანის“ მიხედვით, ქრისტიანს სახელი დაბადებიდან მერვე დღეს ერქმევა, ისევე, როგორც იესო ქრისტეს დაარქვეს დაბადებიდან მერვე დღეს.


скачать dle 11.3