კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გაანადგურა მანანიკო კობალაძის ბარბების კოლექცია და როგორ აპირებს ის გინესის წიგნში მოხვედრას


10 წლის მანანიკო კობალაძე ძალიან საინტერესო და ორიგინალური კოლექციების მფლობელია. ის ინახავს ერთჯერადი შაქრების, ასევე ცნობილი ბრენდებისა და კომპანიების ლოგოიან საწერ პასტებს. მანანიკოს სერიოზული გეგმები აქვს, ამბობს, რომ მისი კოლექცია იმ რაოდენობამდე უნდა გაზარდოს, რომ გინესის რეკორდი დაამყაროს. დღესდღეობით კი კოლექციაში 300 ცალი შაქარი და 400 პასტაა.

– მანანიკო, როგორ მოგივიდა ასეთი ორიგინალური იდეა და რატომ გახდი ასეთი განსხვავებული კოლექციის მფლობელი?

– პატარა როცა ვიყავი, ბარბების კოლექციას ვაგროვებდი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ზოგს თმა შევჭერი, ზოგს კი კაბა დავუმოკლე. მოკლედ, გავანადგურე. მერე, ცოტა რომ გავიზარდე, დედამ ესპანეთიდან ჩამომიტანა ერთჯერადი შაქრები, ზოგ მათგანს კოვზებიც მოჰყვებოდა. ისე მომეწონა, რომ გასახსნელად ვერ გავიმეტე და შევინახე. ამის შემდეგ, ვინც უცხოეთში მიემგზავრებოდა ან თვითმფრინავით გადაადგილება უხდებოდა, ყველას ვაბარებდი ჩემთვის ერთჯერადი შაქრები ჩამოეტანა. კოლექციაში ერთადერთი ქართულწარწერიანი ერთჯერადი შაქარი მაქვს და ისიც ისტორიულია, რადგან აღარ გამოდის.

– რომელ ნიმუშს გულისხმობ?

– ეს არის საქართველოს ავიახაზების მიერ გამოშვებული ერთჯერადი შაქრები.

ამ კოლექციაში ჩემი მეგობრების, ოჯახის წევრებისა და კეთილი ადამიანების წყალობით, ძალიან ბევრი ლამაზი, ორიგინალური და რაც მთავარია, განსხვავებული ერთჯერადი შაქრის ნიმუშები დამიგროვდა.

ეს კოლექცია იმითაცა არის საინტერესო, რომ აღმომაჩენინა, თურმე, რამდენიმე ფერის შაქარი არსებობს. მაგალითად, ამ შეფუთვაში ყავისფერი შაქარი ყრია, მაქვს ასევე ყვითელი და ვარდისფერშაქრიანი ნიმუშები. ისინი პარიზის ერთ-ერთი კაფედან აღმოჩნდნენ ჩემს კოლექციაში. დედაჩემმა ჩამოიტანა. ის ყვებოდა: ყავას რომ მომართმევდნენ კაფეში, ბევრ შაქარს ვითხოვდი, მე კი უშაქროდ ვსვამდი. იქ ხომ არ დავიწყებდი ახსნას, შვილი შაქრის კოლექციონერი მყავსო (იცინის). ვარდისფერი შაქრის რამდენიმე ნიმუში მქონდა, თუმცა ახლა ეს ერთიღა შემომრჩა.

– რატომ?

– ჩემს ბიძაშვილებს, ეტყობა, ფერი მოეწონათ და ჩემი ვარდისფერი შაქარი დააგემოვნეს (იცინის). პატარები არიან და ალბათ, იფიქრეს, ფერად შაქარს სხვანაირი გემო ექნებოდა.

ეს შაქრები ესპანეთიდან ჩამომიტანეს. ეს მუნდიალის ოლიმპიადიდანაა, ისტორიულია. ეს გერმანიიდან მაქვს, ეს საბერძნეთიდან ჩამომიტანა მამამ.

ცუდია, რომ თბილისის კაფეებში ასეთი შაქრები არსად გვხვდება. რომ იყოს, კარგი იქნებოდა, ჩემი კოლექციაც უფრო გამდიდრდებოდა და გინესის რეკორდსმენიც უფრო მალე გავხდებოდი. იმიტომ, რომ მე სხვა არავინ გამიგია, ვინც მსგავს კოლექციას აგროვებს. თქვენ?

– არც მე.

– მე, როგორც გავიგე, ადრე, ერეკლე მეფის დროს, კანფეტები არ არსებობდა და ადამიანები შაქარყინულებით ასაჩუქრებდნენ ბავშვებს. ისე, არასდროს გამისინჯავს შაქარყინული. მაინტერებს, ნეტავ როგორია?

– ამჟამად რამდენი ნიმუშია შენი ერთჯერადი შაქრების კოლექციაში?

– 300 ცალი. აქედან 7 დედაჩემმა მომცა, დასაწყისში და მას შემდეგ ვაგროვებ.

– შენ თუ ყოფილხარ სამოგზაუროდ, რომელიმე ქვეყანაში, საიდანაც ახალი ნიმუშები ჩამოიტანე შენი კოლექციისთვის?

– ვიყავი ესპანეთსა და თურქეთში. ანკარაში, ჩემმა მეგობარმა დამპატიჟა და იქიდან ბევრი ერთჯერადი შაქარი ჩამოვიტანე.

– ყველაზე ძალიან რა მოგეწონა თურქეთში?

– თურქეთში ყოფნისას ყველაზე მეტად მოვიხიბლე სავარჯიშო დარბაზით. იქაური კაფეები დიდად არ მომეწონა.

ესპანეთში დაახლოებით, სამი კილოგრამი შაქარი მოვაგროვე, მაგრამ აეროპორტში ზედმეტი ბარგის გამოტანა საკმაოდ ძვირი ღირდა. ისე მინდოდა მათი ჩამოტანა, რომ ტანსაცმლისა და სათამაშოების დატოვებაზეც თანახმა ვიყავი. ბოლოს, გადავარჩიე, რომელიც ძალიან მომწონდა ის შაქრები ხელჩანთაში მოვათავსე, დანარჩენი სახლში დიდ ვაზაში ჩავყარე და ყოველდღე ყავის სმის დროს ვხედავდი, როგორ ნადგურდებოდა ჩემი შეგროვილი კოლექციის ნაწილი.

– მანანიკო, შევამჩნიე, რომ შენი ერთჯერადი შაქრების კოლექცია რამდენიმე მიმართულებისაა...

– დიახ. აქ ნახავთ ცნობილი ავიაკომპანიებისთვის დაფასოებულ შაქრებს, აგრეთვე ჰოროსკოპებიან შაქრებს, ტურისტული ფირმებისას და ასე შემდეგ. ძალიან ბერი ქვეყნიდან ჩამოტანილი შაქრის ნიმუშია ამ კოლექციაში თავმოყრილი: არის ფრანგული, ესპანური, ჩეხური, რუსული, პოლონური, გერმანული, ბერძნული, სომხური შაქრები და ასე შემდეგ. ამ შაქრების შეფუთვებზე ძალიან ხშირად გამოხატულია, ის რითაც ესა თუ ის ქვეყანაა ღირსშესანიშნავი. მაგალითად: იტალიურ შაქრებს ძალიან ხშირად ახატია კოლიზეუმი, ესპანურ შაქრებზე ნახავთ სომბრეროიან კაცებს, ან ნაციონალურ ესპანურ ტანისამოსში გამოწყობილ გოგონებს, ფრანგულს – ეიფელის კოშკი ახატია. ბევრი კომპანია რეკლამისთვისაც იყენებს ერთჯერადი შაქრების შეფუთვებს.

მე ვფიქრობ, რომ ეს კოლექცია საინტერესოა მრავალი კუთხით.

– მაგალითად?

– გავიგე რამდენი ფერის შაქარი არსებობს, რომელ ქვეყანას რა ღირსშესანიშნაობა აქვს, კიდევ რომელ ენაზე როგორ ჟღერს შაქარი მაგალითად: „სახარ“, „ცუკერ“, „შუგა“, „ასუგა“... კიდევ შევიტყვე, რომელი ჰოროსკოპის ნიშანი როგორ და რა თვისებებით ხასიათდება. ეს ყველაფერი შაქრის შეფუთვაზეა მიწერილი. ყველაზე ძალიან მომწონს, პარიზის „დისნეი ლენდის“ შაქრის ნიმუშიც. იმედია, მეც მალე მოვხვდები იქ. გერმანიაში მინდოდა მოგზაურობა, თუ ჩავედი მერე გადავალ პარიზში და „დისნეი ლენდშიც“ შევივლი.

– როგორც ვიცი, კიდევ ერთი კოლექციის მფლობელი ხარ. რა კოლექციაა და რამდენი ნიმუშია მასში გაერთიანებული?

– ეს არის პასტების კოლექცია ცნობილი ბრენდებისა და ფირმების ლოგოთი. მასში ამჟამად ოთხასზე მეტი ნიმუში მაქვს.

– მათი შეგროვება რატომ გადაწყვიტე?

– ეს იდეა მამამ მომაწოდა და რომ დავფიქრდი, მეც ჭკუაში დამიჯდა. აქ არის მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების, ავიაკომპანიების, სხვადასხვა სააგენტოების, წამლებისლოგოიანი პასტები, რომელთაც, უმრავლეს შემთხვევაში, სარეკლამო დანიშნულება აქვთ. ბოლო დროს ქართულმა კომპანიებმა ბევრი პასტა გამოუშვეს თავისი ლოგოთი. ამ კოლექციაში ნახავთ: „მაგთის“, „სახალხო“ და „ავერსის“ აფთიაქების, „კოკა-კოლას“, „ორიფლეიმის“, ავსტრიის „ავიახაზების“, „აირზენას“, „კროკოს“, „თი ბი სი“ ბანკის ლოგოიან პასტებს. მაქვს მწვანე და წითელი პასტები „მარიოტის“ ლოგოთი. მწვანე თბილისის „მარიოტს“ ეკუთვნის, ხოლო წითელი – ლონდონისას. ამ კოლექციების შეგროვებაში ყველაზე ძალიან მეხმარება მამა, რომელიც ძალიან ხშირად დადის მივლინებებში.

სამომავლოდ მინიატურული სუვენირების კოლექციის შეგროვებას ვაპირებ.


скачать dle 11.3