რესტორან “მონოპოლში„ სიყვარულის დღე აღნიშნეს
15 აპრილს, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა ღონისძიება, რომელიც ილუზიონისტ გია ფარადაშვილს მიჰყავდა. მსგავსი საღამოები რესტორანში ყოველ პარასკევს ტარდება, თუმცა, განსაკუთრებულ დღეებში და დღესასწაულებზე საღამო უფრო პომპეზურ სახეს იღებს ხოლმე. ასე იყო ამ შემთხვევაშიც. შეკრებილი სტუმრების განწყობაზე, რომელთა შორის ბევრი შეყვარებული წყვილიც იყო, მაესტრო მორისი თავისი ცეცხლოვანი ცეკვებით ზრუნავდა. ასევე, მონაწილეობდა ანსამბლი „ბაგრატი“. ლამაზ შოუსთან ერთად, სტუმრებისთვის სპეციალური გათამაშებაც მოეწყო და ბევრი პრიზი დარიგდა. იმდენად კარგი საღამო იყო, რომ, ისინიც კი, ვინც პრიზი ვერ მოიგო, გამარჯვებულებზე არანაკლებ ბედნიერები ჩანდნენ, რადგან მთავარი ხომ მაინც სიყვარულია.