კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის მასპინძლობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი “დედა ენის„ დღეს


უკვე რამდენიმე წელია, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში დამკვიდრდა ტრადიცია – 14 აპრილს, „დედა ენის“ დღეს, ინსტიტუტის გამომცემლობა აწყობს თავისი ახალი პროდუქციის პრეზენტაციასა და გამოფენა-გაყიდვას. წელს წარმოდგენილი იყო ინსტიტუტის პერიოდული გამოცემები: ჟურნალები „ლიტერატურული ძიებანი“, „სჯანი“ და „კრიტიკა“; კრებულები: „რუსთველოლოგია“ და „ლექსმცოდნეობა“. ლიტერატურის ინსტიტუტში რამდენიმე წელია, მომწიფდა იდეა სამეცნიერო ნაშრომთა ახალი სერიის მომზადებისა, სახელწოდებით „ლიტერატურის ინსტიტუტის გზამკვლევი“. წელს გამოვიდა „გზამკვლევის“ პირველი წიგნი – „წმიდა ნინოს ცხოვრება და ქართლის მოქცევა“. ინსტიტუტმა გამოსცა, ასევე, რამდენიმე ნაშრომი ლიტერატურის თეორიაში – კრებული „ლიტერატურის თეორია“, „ლიტერატურათმცოდნეობის ქრესტომათია“, „ჟანრის თეორია“ და „მეტაფორა“. ეს წიგნები ამ საკითხებით დაინტერესებულ მკვლევრებთან ერთად უდიდეს დახმარებას გაუწევს სტუდენტებს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც ინსტიტუტის თანამშრომლები, ასევე ფართო საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირმა რატიანმა. პრეზენტაცია მიჰყავდა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს, პროფესორ მაკა ელბაქიძეს. ღონისძიება საზეიმო ფურშეტით დასრულდა.


скачать dle 11.3