კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი


ერაყის პრემიერის ხელფასი თვეში იმდენია, რამდენსაც ამერიკის პრეზიდენტი სამ წელიწადში იღებს

ერაყის პრემიერ-მინისტრის ნური ალ-მალიკის ერთი თვის ხელფასი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას სამი წლის ხელფასს უდრის. ერაყული გაზეთის „ალ-იტიჰადის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრი თვეში 2 მილიონ ამერიკულ დოლარს იღებს, მაშინ როცა, ობამა თვეში „სულ რაღაც“ 48 ათასი დოლარით კმაყოფილდება. გაზეთისვე ცნობით, ნური ალ-მალიკის ერთი თვის ხელფასი 6 ათასი ერაყელის ხელფასის ტოლფასია წელიწადში.

პუტინის მორიგი „იაღლიში“

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა სამძიმარი გამოუცხადა აწ გარდაცვლილი რუსი კინორეჟისორის, განთქმული „უდაბნოს თეთრი მზის“ ავტორის, ვლადიმირ მოტილის ცოლს – ლუდმილა პოდურაევას, მეუღლის გარდაცვალების გამო. თუმცა, არ იცოდა, რომ ეს ქალბატონი ორი წლის გარდაცვლილი იყო. პრემიერ-მინისტრმა სამძიმრის ტელეგრამა გაუგზავნა გარდაცვლილ ქალბატონს, სადაც აღნიშნავდა, თუ როგორი წარუშლელი კვალი დატოვა რუსულ და საბჭოთა კინოში მისმა მეუღლემ. რუსეთის პრემიერ-მინისტრს არანაირი განმარტება არ გაუკეთებია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

ობამა ამერიკის ყველაზე რადიკალურ პრეზიდენტად დაასახელეს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის ყოფილმა სპიკერმა და რესპუბლიკური პარტიის უმთავრესმა კანდიდატმა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე – ნიუტ გინგრიჩმა ბარაკ ობამა ამერიკის ისტორიაში „ყველაზე რადიკალურ პრეზიდენტად“ დაასახელა. თავის გამოსვლაში გინგრიჩმა ობამას ეკონომიკის სტიმულირების პოლიტიკა და ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააკრიტიკა. რესპუბლიკელი ლიდერების სამდღიანი კონფერენცია ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი წლით ადრე იმართება და ის ერთგვარი პოდიუმია მომავალი კანდიდატებისთვის.

ვინ დააწინაურა ვიქტორ

იანუკოვიჩი

ბელგიურმა ჟურნალმა „ლე-ვიფ ექსპრესმა“ სტატიაში, რომელიც გაერთიანებულ ევროპაში ბელგიის როლს ეხებოდა, დაბეჭდა ევროკავშირის ფუნქციონირების სქემა, სადაც ფოტორედაქტორის შეცდომის გამო, ევროპარლამენტის სპიკერის პოლონელი ეჟი ბუზეკის ნაცვლად უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ფოტო იყო დაბეჭდილი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა პირველი არ იყო: რამდენიმე ხნით ადრე, იგივე ჟურნალში პედოფილიასთან დაკავშირებულ სტატიაში „რატომღაც“ კიევის მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის ფოტო იყო დაბეჭდილი, რამაც ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია უკრაინის ჟურნალისტურ და პოლიტიკურ წრეებში.

ავღანეთის პრეზიდენტი „თალიბანის“ მხარეზე გადასვლით იმუქრება

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი იმუქრება, რომ თუკი უცხოელი პარტნიორები არ შეწყვეტენ მის იძულებას ქვეყანაში რეფორმების გასატარებლად „თალიბების“ მხარეს გადავა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა რობერტ გიბსმა, შემაშფოთებელი უწოდა კარზაის განცხადებას და დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია ავღანეთში ყოფნით და ურთიერთობას ჰამიდ კარზაის მთავრობასთან ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ თვითონ თალიბები ყოველგვარ ურთიერთობას გამორიცხავენ ჰამიდ კარზაისთან. მათი თქმით, ავღანეთში დასავლელი ინტერვენტები დგანან.

იერუსალიმის ყოფილი მერი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

ებრაელმა სამართალდამცველებმა კორუფციაში ბრალდებით დააკავეს იერუსალიმის ყოფილი მერი, ური ლუპოლიანსკი, რომელსაც მერის თანამდებობა 2003-2008 წლებში ეკავა. გამოძიების ცნობით, ლუპოლიანსკი სხვადასხვა პერიოდში, სამშენებლო კომპანია „ჰოლილენდისგან“ მშენებლობების უფლების მიცემის სანაცვლოდ, ქრთამს იღებდა და ეს თანხა, საერთო ჯამში, 750 ათას დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეჭვმიტანილთა შორის, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის გვარიც ფიგურირებს, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა ლუპოლიანსკიმდე ეკავა. დასავლელი ექსპერტების ვარაუდით, ახლო მომავალში ისრაელში სერიოზული პოლიტიკური სკანდალი აგორდება.


скачать dle 11.3