კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტაბილურად უიმედო


ანუ, ცხოვრება საამურია

აქეთ – ჩვენი ხელისუფლება ირწმუნება, არ ვერევით ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაშიო (ხოლო, რაკი ჩვენ, ყველანი, საბჭოთა წარსულიდან მოვდივართ, სტრიქონებს შორის ჭეშმარიტების ამოკითხვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს), იქით – უცხოელი ელჩები მართავენ კონფერენციას კონფერენციაზე საქართველოში თავისუფალი სიტყვის დასამკვიდრებელ-დასაცავად (რომლის დაცვა-დამკვიდრება, რაკი საბჭოთა წარსულიდან მოვდივართ, ვიცით, რომ სტაბილურად უიმედო საქმეა). დაცულია თუ დაუცველი, შიგადაშიგ თვით საერთო მაუწყებლების ეთერშიც კი გაკრთება ხოლმე საზოგადოებრივ-სოციალური ზრუნვა-ტკივილით გაჟღენთილი სიუჟეტები (მე თუ მკითხავთ, ეს აუცილებელიცაა, თორემ, ცხოვრება იმდენად საამურია, რომ, შესაძლოა, უსაშველოდ მოვიწყინოთ). მაგალითად, ტელეკომპანია „იმედი“ სულ ახლახან ბაზარზე არსებული საბავშვო ფილმებით დაინტერესდა და აღმოაჩინა, რომ ქართულ ბაზარზე, ჯერ ერთი, არალეგალურად ჩაწერილი საბავშვო დისკები იყიდება და, რაც მთავარია, ამ არალეგალურად ჩაწერილ საბავშვო ფილმებში ეროტიკული მომენტებიცაა, ხოლო, რაკი ეს, თურმე, ბავშვის ფსიქიკას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს, განგაშის ზარებიც დაარისხა. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ უეროტიკოობას არც ხსენებული ტელეკომპანია უჩივის და „ღამე შორენასთან“ გადაცემის ანონსი, როგორც წესი, დღის საათებში გადიოდა, შესაძლოა, ხსენებული სიუჟეტის ერთ-ერთი მიზანი კონკურენტების დაძირვაც ყოფილიყო.


скачать dle 11.3