კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: მაინტერესებს რომელია ზაფხულში ყველაზე საშიში დაავადება ძაღლებში და როგორ ავარიდოთ ის ცხოველს?

პასუხი: ზაფხულში საშიშია ისეთი დაავადებები, რომლებიც ტრანსმისიულობით ანუ პარაზიტების საშუალებით ვრცელდება. წელიწადის ამ დროს აქტიურდებიან გარეგანი პარაზიტები და ასეთი დაავადებებია: პიროპლაზმოზი, ლეიშმანიოზი და სხვა. ასევე აქტუალურია ამ დროს ალერგიული და ინფექციური დაავადებები.

კითხვა: მყავს 2 წლის დედალი პუდელი, რომელმაც არც ერთხელ არ მიიკარა ხვადი. როგორ მოვიქცეთ?

პასუხი: შესაჯვარებლად აუცილებელია, ძაღლს ჰქონდეს სქესობრივი ციკლის პერიოდი. ამ დროს შეირჩევა სასურველი ხვადი და შეჯვარებისას შეიძლება დახმარება დასჭირდეს, რაც აუცილებლად სპეციალისტმა უნდა გააკეთოს.

კითხვა: შეიძლება თუ არა ძაღლისთვის კვერცხისა და რძის პროდუქტების მიღება?

პასუხი: კვერცხის მიღება შესაძლებელია, მაგრამ განსაზღვრული რაოდენობით. რაც შეეხება რძის პროდუქტებს. კარგია მაწონი, ხაჭო და უმარილო ყველი. არაჟანი და რძე არ შეიძლება.

კითხვა: მყავს 9 თვის კოკერსპანიელი. მეზობელს ჰყავს კატა, რომელიც ჩემს ძაღლს მუდმივად ეთამაშება. რამდენიმე დღის წინ კატამ ბრჭყალი გაჰკრა და ცოტა სისხლიც გამოუვიდა. როგორც გავიგე, ის კატა ცოფზე არ არის აცრილი. რა უნდა ვქნა, ამ შემთხვევაში, საშიშია?

პასუხი: თუ თქვენი ძაღლი აცრილია ცოფის საწინააღმდეგოდ, მაშინ ნაკლები სანერვიულო გაქვთ. თუ არა და აუცილებლად მიიყვანეთ ვეტერინართან, რომელიც დაათვალიერებს ჭრილობას, დაამუშავებს და ჩაუტარებს საჭირო მანიპულაციებს. აუცილებელია, თქვენი მეზობლის კატა 10-დღიანი ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდეს.

კითხვა: ჩემი ძაღლი ღამით ძალიან ხვრინავს. მყავს შარპეი. მაინტერესებ, ხვრინვა ჯიშის მახასიათებელია თუ პათოლოგიაა?

პასუხი: შარპეებში აღნიშნული თვისება პათოლოგიად არ ითვლება.

კითხვა: როგორ უნდა მივაჩვიო ძაღლი, რომ სახლში აღარ მოშარდოს? ის ჯერ 3 თვის არის.

პასუხი: ამისთვის ჯერ პატარაა, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ლეკვი, როგორც წესი, ჭამის შემდეგ შარდავს. ამიტომ კუჭშიც ჭამის შემდეგ უნდა გაიყვანოთ ისეთ ადგილას, სადაც უნდა მოისაქმოს და სანამ არ მოშარდავს, იქედან არ უნდა გამოიყვანოთ.

კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ არის აუცილებელი ზაფხულში თმის შეჭრა პუდელისთვის?

პასუხი: პუდელისთვის თმის შეჭრა აუცილებელია წელიწადში ორჯერ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ვარცხნილობას აირჩევთ.


скачать dle 11.3