კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წავა თუ არა დოლჩესგან ცოლი და რატომ ამტვრევენ ისინი ერთმანეთს ხელებს და ფეხებს


„ჩვენი ოფისის“ მსახიობებს ზოგჯერ ცხოვრებაშიც ისეთივე არანორმალური მომენტები აქვთ, როგორც სერიალშია. ხანდახან ეკრანს მიღმაც უჩნდებათ მსგავსი სისულელეების ჩადენის სურვილი, გართობა, მაიმუნობა. გიორგი კალანდარიშვილი ამას ხშირად ცოლთან – ნინუცასთან ერთად აკეთებს. ხომ გაგიგიათ, რეგვენს ცოლ-ქმრის ჩხუბი მართალი ეგონაო. ჰოდა, როცა ისინი წივიან, ერთმანეთს ხელ-ფეხს ურტყამენ, საშინელ სიტყვებს უძახიან ან თვალს ულურჯებენ, მერე ამაზე დიდხანს იცინიან. სერიოზული გაბრაზების სურვილი რომ გაუჩნდეთ და ერთმანეთი შესძულდეთ, ასეთი დრო მათ ურთიერთობაში ჯერ არ დამდგარა და კარგი იქნება, რომ არც დადგეს, თავიანთ პატარა მსახიობს, რომელიც დედიკოს ძალიან ჰგავს, გული რომ არ ატკინონ.


– ნინუცა, ძალიან პატარები დაქორწინდით. ეს იყო ეიფორიით და ემოციებით შექმნილი ოჯახი თუ კარგად გაცნობიერებული ნაბიჯი?

– მე და გიორგის თავიდანვე მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ამდენად, ამას ცოლქმრობას დავარქმევდით თუ, უბრალოდ, ურთიერთობას, მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩვენთვის ოჯახი სახლობანას თამაშივით იყო. საერთოდ, არა მგონია, ოჯახის შექმნის პასუხისმგებლობა ვინმეს ჰქონდეს გაცნობიერებული, თუ მეორედ არ თხოვდება და მოჰყავს ცოლი. აბსოლუტურად დამოუკიდებლად დავიწყეთ ცხოვრება და, დარწმუნებული ვარ, ბოლომდე ასე იქნება. თვიდან თვემდე ჩვენი ხელფასით ვცხოვრობდით. ბინა ვიქირავეთ, რომელშიც 240 დოლარს ვიხდიდით. ბევრი არაფერი გვჭირდებოდა, რამდენიმე თვე ვიყავით ქირით. მერე, ორსულად რომ დავრჩი, რაღაც „გაფრენები“ დამეწყო, როგორც ემართებათ ხოლმე ამ დროს ქალებს. ვეღარ გავძელი იმ სახლში და ჩემს მშობლებთან გადმოვედი. დედაჩემი ექვსი თვე თბილისშია და ექვსი თვე – ქალაქგარეთ. ამიტომ, სახლში ძირითადად ჩვენ ვართ. მე და გიორგი ვამაყობთ, რომ ბევრი რაღაცის გადალახვა შევძელით.

– ქალებს სპორტული აღნაგობის, ძალიან ვაჟკაცური თვისებების მქონე, სიმპათიური მამაკაცები მოგვწონს. შენ როგორი წარმოგედგინა შენი მომავალი ქმარი?

– არასდროს მიფიქრია იმაზე, როგორი ქმარი შეიძლებოდა მყოლოდა ან, როგორი საქორწინო კაბა უნდა მცმოდა. იმ მომენტშიც კი, როცა ვთხოვდებოდი, არ მქონია დაგეგმილი, რა და როგორ იქნებოდა. თუ გიორგის ახლოდან გაიცნობ, დამიჯერე, რომ ძალიან ბევრი ქალი იოცნებებდა მისნაირ ქმარზე. ეტყობა, იმდენად შეყვარებული ვიყავი, რომ მისი ფიზიკური მონაცემები თვალში არ მომხვედრია. სხვათა შორის, სულაც ვერ ვიტან კუნთიან ბიჭებს, მართლა გეუბნები. ვერ ვხვდები, რატომ არის ასეთი ბიჭი მიმზიდველი. როდესაც გიორგისთან ურთიერთობა დავიწყე, მის შესახებ უკვე ყველაფერი ვიცოდი, იმიტომ, რომ თანაკლასელები ვიყავით. მეათე-მეთერთმეტე კლასებში ერთად ვსწავლობდით ხელოვნების სკოლაში. კარგი მეგობრები ვიყავით, მაგრამ სამი წელი არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი. მერე განვაახლეთ ურთიერთობა.

– როდის აწყდებით ურთიერთობაში პრობლემებს?

– მიმაჩნია, რომ ყველანაირი პრობლემა მოგვარდება, თუ შენ მას სწორად და გააზრებულად მიუდგები. როგორც ყველას, გიორგისაც აქვს უარყოფითი თვისებები, მაგრამ, იმდენად უმნიშვნელო, რომ არც ღირს ამაზე ლაპარაკი. ძალიან ცვალებადი და არამყარი ხასიათი აქვს. შეიძლება, უცბად ძალიან საშინელ ხასიათზე იყოს და შენც დაგაყენოს ასეთ ხასიათზე, მაგრამ ზუსტად ორ წუთში თვითონ უბედნიერესი გახდეს. უბრალოდ, მერე შენ ვეღარ ისწორებ ხასიათს, თორემ სხვა კი არაფერი.

– ჰო, ქართველ კაცებს ნერვების მოშლა კარგად ეხერხებათ. შენ რას გამოჰყავხარ წყობიდან და ჩხუბის დროს თუ გისვრიათ ერთმანეთისთვის რაღაცეები?

– გიორგი ძალიან ნაკლებად ჰგავს ტიპურ ქართველ კაცს და სწორედ ამიტომაც ვთქვი, ბევრი ქალისთვის სასურველი იქნებოდა მისნაირი ქმარი-მეთქი. ლიბერალური ადამიანია. აი, ამ დოგმების არ მესმის. კაცი – კაცია, ქართველია თუ ესპანელი – სულერთია. რადგან ქართველ კაცს შეუძლია, ჭიქის ან თეფშის გამოქანება, ამიტომ, გიორგიმაც იგივე უნდა გააკეთოს? ყველაფერი შეგნებაზეა.

– ეჰ, ჩემო კარგო, დღეს ისეთ პირობებში გვიწევს ცხოვრება, ყველა ქვებს ვისვრით და, გიორგიმ რომ დაიწყოს, რა გასაკვირია. დავიჯერო, არ გამოდის წყობიდან?

– ხანდახან, რაღაცას რომ ყვება და ვერ ვიგებ, ამაზე ბრაზდება. ამას მარტო გიორგი კი არა, ყველა მეუბნება. თუ ჩემი დაქალი და გიორგი ერთად სხედან, მაშინ უნდა ნახო, რა თავდასხმაა ჩემზე. რატომ არ გესმის, ნინუცა, რა გჭირსო, – გიჟდებიან. სანამ დეტალებში არ ამიხსნიან ყველაფერს, რა ხდება ვერ ვხვდები. იმდენ რაღაცას გამოვუყვანივართ წყობიდან მეც და გიორგიც, ვერ აგიწერ. ასეთ დროს ვყვირი, ვწივი, საშინელ სიტყვებს ვიძახი. შეიძლება, გიორგიც ამყვეს, მაგრამ, ეს არის ყოველდღიური ცხოვრება, რაც ყველას ემართება.

– არიან ქალები, რომლებიც ქმრის მოუცლელობის გამო გიჟდებიან და არიან ისეთებიც, ვინც ერთი დღითაც ვერ იტანენ კაცს სახლში. შენ?

– მეც მიმაჩნია, რომ მამაკაცი სახლში გამაღიზიანებელია, მაგრამ, თუ გიორგი ერთი დღე ზედმეტად მაინც არის სახლში, ძალიან მიხარია. მაგაზე მაშინ ვღიზიანდებოდი, როცა ორსულად ვიყავი. ეგ, ალბათ, ყველამ იცის, ქალი ორსულად რომ არის, ცოტა ვერ არის. ახალი ნამშობიარები რომ ვიყავი, მაშინაც ასე იყო, თუმცა, ძალიან მეხმარებოდა, თავიდან ბოლომდე გვერდში მედგა, უძილობა და ყველაფერი ჩემთან ერთად გადაიტანა.

– ისე, მართლა რომ გამოაქანოს რაღაც, რას იზამ?

– კაცმა არ იცის, ავიტან თუ არა. შეიძლება, მეც გავუქანო. გააჩნია, ემოციებს რა დონეზე ავყვები. ორი სხვადასხვა ადამიანის ერთად ცხოვრებას ბევრი პრობლემა მოაქვს, რაც არ უნდა დიდი სიყვარული არსებობდეს. ბევრი დეტალია თანაცხოვრების პერიოდში, რომელსაც უნდა შეეწყო და შეეთავსო. ხომ გეუბნები, ისეთ დონეზე გვიჩხუბია, რომ ბოლო ხმაზე გვიყვირია, ხელებით, ფეხებით. შეყვარებულები რომ ვიყავით, მაშინაც ვჭიდაობდით. ერთხელ დედაჩემმა თვალჩალურჯებული მნახა.

– ამ სამი წლის განმავლობაში არასდროს გდომებია მისგან წამოსვლა?

– ეგ მომენტი ყველას აქვს, როცა გაბრაზებული და ნაჩხუბარია. ამაზე მეც მიფიქრია, მაგრამ, ჩანთისთვის ხელი არ მომიკიდია და არსად წავსულვარ.

– წარმოგიდგენია მის გარეშე ცხოვრება?

– როგორ არ წარმომიდგენია! 22 წლის ვარ და სახლში გამოკეტვას არ ვაპირებ. არ ვარ ის ადამიანი, რომ ამ ამბავს გადავყვე და დეპრესირებულმა და გამოფიტულმა სახლიდან ფეხი აღარ გავადგა. შვილსაც მივხედავ და საკუთარ თავსაც. საერთოდ, რაც დრო გადის, უფრო მეტად ვაკვირდები საკუთარ თავს და, აღმოვაჩინე, რომ ძალიან მებრძოლი ბუნების ადამიანი ვარ, ბევრის ამტანი და გადამტანი.

– ღალატსაც გადაიტან?

– ძალიან გავბრაზდები, მეწყინება, ბევრს ვიტირებ, მაგრამ, გადავიტან. ღალატი ბევრნაირი არსებობს. შეიძლება, ვიღაც ბიჭს გახედო – „გაეფლირტავო“ და ესეც ღალატში ჩაგეთვალოს. კაცის ფსიქოლოგია სხვანაირია – უყვარს ერთი, მაგრამ, ერთჯერადად შეიძლება სხვამაც გაიტაცოს. ანალოგიური შეიძლება დაემართოს ქალსაც. შეუძლებელია, მთელი ცხოვრება ერთ ადამიანთან ისე გაატარო, რომ ერთხელ მაინც არავისკენ გაგექცეს თვალი. ოჯახი მხოლოდ ერთი მიზეზით ინგრევა – როცა სიყვარული აღარ არსებობს. ეტყობა, კაცები მაგ მომენტში ვერ ხვდებიან, რა დონის ზიანს აყენებენ ქალებს. შეუძლებელია, რამეს მიახვედრო, იმიტომ რომ, ინსტინქტი არ აქვს, რომ ეს განიცადოს, ვერ ხვდება, ეს რას ნიშნავს. მისთვის ეს იმდენად უმნიშვნელოა, ვერ წარმოუდგენია, ამაზე რატომ უნდა ინერვიულოს ქალმა.

– მამაკაცს უფრო მძიმედ გადააქვს ღალატი, ვიდრე ქალს. დადგნენ და თვითონ ინერვიულონ, თუ კარგია.

– მეც ასე ვიცი, რომ, როცა ცოლი ღალატობს, გრძნობით ღალატობს. მე და გიორგის ერთმანეთთან დასამალი არაფერი გვაქვს, ყველაფერზე ვსაუბრობთ, რაც ხდება თუ მოხდება. ღალატის გამო ოჯახს არ დავანგრევ. შეიძლება, რამდენიმე კვირა ან თვე ვიყო დამდურებული.

– სულ არაფრის სურვილი არ გაგიჩნდება?

– არა მგონია, გაჯიბრება დავიწყო. რომ ვიზრდები, აზროვნებაც მეცვლება და წინასწარ ვერ ვიტყვი, რას ვიზამ. შეიძლება, ნერვიც არ ამიტოკდეს, შეიძლება, ძალიან მწარედ გადავიტანო. ამ ეტაპზე სხვანაირად ვფიქრობ. ჩვენ გვყავს შვილი და მისთვის მნიშვნელოვანია, როგორ გარემოში იზრდება. როცა ბავშვი ვერ ხედავს, რომ დედას და მამას ერთმანეთი უყვართ, ეს მის ფსიქიკაზე არასასიკეთოდ მოქმედებს. თუ დავანგრევდი ოჯახს, ალბათ, ამის გამო. ჯობია, ბავშვს ცალ-ცალკე უყვარდეს დედა და მამა, ვიდრე მათ ცუდ ურთიერთობას უყუროს. თუ კაცს გაძრომა უნდა, მაინც გაძვრება. ძალით დაბმული ადამიანი საშინელებაა, ჯობია, გაძვრეს, რადგან იმისი ტვინი მაინც იქით იქნება. მგონია, რომ, რა დროც არ უნდა გავიდეს და მომავალში ერთადაც რომ არ ვიყოთ, ჩემი ადგილი ყოველთვის იქნება გიორგის გულში.

– ოჯახი კარგია, მაგრამ, ხანდახან ყველაფერი იმდენად დამღლელია, არაფერი აღარ გინდა.

– მართალია, პრობლემებისგან იმდენად იღლები, რომ, ერთ მშვენიერ დღეს ყელში ამოგასხამს ყველაფერი და იტყვი, ნეტავი, ოჯახი არ შემექმნაო, მაგრამ, არავინ იცის, უკან რომ დავბრუნდე, რას გავაკეთებდი. შეიძლება, იგივე გამეკეთებინა, რაც უკვე გავაკეთე. ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში იმისთვის მოხდა, რომ გამოცდილება შევიძინო, გავიზარდო. როცა ვთხოვდებოდი, ერთი ადამიანიც კი არ იყო ჩემ გვერდით, ვინც მეტყოდა, გათხოვდიო. იმდენად ტკბილ მოგონებად დამრჩა, რაც გამოვიარე ოჯახურ ყოფაში და იმდენად მომწონს, რომ, არ ვწუწუნებ. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ვარდებით მოფენილ გზაზე სიარული მოსწონს. ჩემი აზრით, ასეთი ცხოვრება უინტერესოცაა.

– რაღაცეებში, ალბათ, ჩვენც ვართ დამნაშავე. ზოგი აღიარებს ამას, ზოგი კი ვერ ბედავს.

– ძალიან ბევრი ნაკლი მაქვს, აუტანელი ვარ. მე და გიორგი ერთმანეთს ყველაფერს ვეუბნებით: დავმსხდარვართ და ერთად განგვიხილავს, ეს არ მომწონს, ის არ მომწონს შენში და მოიშალეო. ძალიან ბევრს მივმხვდარვარ, ისევე, როგორც ის. გულით ვცდილობ და ბევრიც გამომისწორებია, თუმცა, ემოციური ვარ, ყველაფერზე უცბად შეიძლება, ავფეთქდე.


скачать dle 11.3