კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის მისდიოდა „მისტერ საქართველოს“ დანახვისას გული და როგორ გახდა ის „მის საქართველოს“ რჩეული


ისინი თითქმის ერთი ასაკის არიან. სწავლასთან ერთად, ორივე მოდელის კარიერას მიჰყვება. რაც მთავარია, იღბლიანები და მიზანდასახულები არიან. ერთი ცირა სუქნიძეა – „მის საქართველო“, მეორე, გიორგი ორბელიძე – კონკურსის „ნიუ ფეის სერჩ მენ“ გამარჯვებული. თუმცა, მას დღეს საქართველოში ყველა მაინც „მისტერ საქართველოს“ ეძახის. გიორგი სულ ახლახან ჩამოვიდა კორეიდან, სადაც მონაწილეობა მიიღო კონკურსზე – „მისტერ მსოფლიო“.


გიორგი ორბელიძე: სამ დღეში 19 წლის ვხდები (ინტერვიუ ჩაწერილია 31 მარტს – ავტორი), ჯერ არ ვიცი, გადავიხდი თუ არა დაბადების დღეს. ყოველთვის მეგობრების წრეში აღვნიშნავ ხოლმე ამ დღეს. ვცდილობ, ძირითადად ახალგაზრდები ვიყოთ, რომ თავი თავისუფლად ვიგრძნოთ და კარგად გავერთოთ.

– როგორ სიტუაციაში გიყვარს დაბადების დღის აღნიშვნა?

– ძირითადად, რესტორანში აღვნიშნავ ხოლმე. თუმცა, ჩვენი სუფრა არ არის მთლიანად ტრადიციული, უფრო შერეულია.

– ალბათ, გიყვარს საჩუქრები?

ცირა სუქნიძე: დიდ სიამოვნებას მანიჭებს და უფრო მეტად მიყვარს, როდესაც მე ვუკეთებ ვინმეს საჩუქარს. გიორგის, ალბათ, კარგ სუნამოს ან საათს ვაჩუქებდი. თუმცა, კარგი საათი უკეთია და ამჯერად სუნამოთი შემოვიფარგლებოდი.

– კონკურსების შემდეგ, გარკვეულწილად, შეიცვლებოდა თქვენი ცხოვრება.

– ყველაფერი ძალიან კარგი კუთხით შეიცვალა. ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ხალხის ყურადღებას ვგრძნობ. თითქმის ყველა აღნიშნავს, რომ ცხოვრებაში უფრო კარგი ვარ, ვიდრე ეკრანზე ან ფოტოებზე და ეს უფრო მსიამოვნებს.

გიორგი: სხვათა შორის, ჩემზეც ამას ამბობენ.

ცირა: ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე, მათ შორის უცხოელები. ერთ-ერთი იყო „მის კორეა“, ანუ იმ ქვეყნის მისი, სადაც „მისტერ კორეა“ ჩატარდა.

– არ ჩაუწყვე გიორგის საქმეები?

– ვეცადე, მაგრამ ვერ მოვახერხე. გვიან გავიგე, რომ „მის კორეა“ ჟიურის წევრი იყო, თორემ დავურეკავდი, შევაწუხებდი, ერთ-ორ სიტყვას შევაწევდი ჩემს გიოს.

გიორგი: ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა, უფრო დატვირთული ვარ. მეტმა ადამიანმა გამიცნო, ვიდრე ადრე მიცნობდა. უფრო მეტი ადამიანისთვის გავხდი თვალშისაცემი და მიმზიდველი, ვიდრე აქამდე ვიყავი.

ცირა: და ეს პრობლემაა?

გიორგი: პრობლემა არ არის, თუმცა, ვერც ვიტყვი, რომ ამისგან სიამოვნება მივიღე.

– კორეაში, ალბათ, დიდი გამოცდილება შეიძინე.

– საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე, განსაკუთრებით იმ კუთხით, როგორ უნდა შეეწყო იმას, რაც სრულიად განსხვავდება შენგან მსოფლმხედველობით, სარწმუნოებით, მენტალიტეტით. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მათთან ურთიერთობა ძალიან გამიჭირდა. თავიდანვე ისეთ ჯგუფში მოვხვდი, სადაც მეგობრული ბიჭები იყვნენ, ახლოს ვიყავით ერთმანეთთან.

– საინტერესოა, რა ხდება მამაკაცთა სილამაზის კონკურსის კულისებში.

– მე და „მისტერ საფრანგეთი“ ერთ ოთახში ვცხოვრობდით. ძალიან ნერვიულობდა, თხუთმეტეულში მაინც მოვხვდეო. ყოველდღე სარკეში იხედებოდა, მაისური გაიხადე, ვის უფრო მაგარი ტანი აქვსო. ნერვიულობდა, მე უკეთესი წელი მაქვს, იმას უფრო დიდი და განიერიო. მე ნამდვილად არ მინერვიულია, არ ჰქონდა მნიშვნელობა, გავიმარჯვებდი თუ არა. მთავარია, კარგი გამოცდილება მივიღე, გავერთე.

– ალბათ, ერთ ამბავში იყვნენ გოგონები თქვენი დანახვისას.

– არ ვიცი, ჩვენზე რა წარმოდგენის იყვნენ, მაგრამ ის ვიცი, რომ არამიწიერი არსებები ვეგონეთ.

ცირა: ჩვენც ასე ვიყავით, სამხრეთ აფრიკაში. ხალხი განსაკუთრებით „მის სამხრეთ აფრიკაზე“ აფანატებდა. ხელი შეგვახებინეო, ეუბნებოდნენ.

გიორგი: განსაკუთრებით თინეიჯერი გოგონები აქტიურობდნენ – ხელი რომ ჩამოგერთმია, იქვე ჩაიკეცებოდა, მოკვდებოდა. თვალებზე ხელებს იფარებდნენ, ვაიმე, ეს ის არისო!

– კარგად გაერთე?

– ძალიან კარგად ვერთობოდით, სხვადასხვა შეჯიბრებაზე, პრეზენტაციებზე დავდიოდით. ერთ-ერთ ბანკეტს სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლები, კონკურსანტები, ორგანიზატორები ესწრებოდნენ, დიდ სასტუმროში ჩატარდა. მეორე დღეს იგეგმებოდა შეჯიბრება სპორტულ თამაშებში, მე ყვითელ გუნდში ვიყავი. თითოეული გუნდის წევრი გამოდიოდა და თავის სათქმელს ამბობდა. მე რომ გავედი, მოვყევი, საიდან ვიყავი და გავაცანი მათ ქართული ტრადიცია – რომ, საქართველოში, სუფრაზე აუცილებლად უნდა დაილიოს მშვიდობის სადღეგრძელო. ყველას დავალევინე მშვიდობის და საქართველოს სადღეგრძელო.

– ცირა, გიორგის წასვლის წინ, გამოცდილება არ გაუზიარე?

– ისე ჩუმად გაიპარა, მისი არც წასვლა გამიგია და არც ჩამოსვლა.

– როდის გაიცანით ერთმანეთი?

– კონკურსზე გავიცანი, იმ კონკურსზე მეც გამოვდიოდი, ვიმღერე.

გიორგი: კონკურსი „მის საქართველო“, რომელშიც ცირა მონაწილეობდა, ნანახი არ მქონდა. ამიტომ, როდესაც ცირა მოვიდა კონკურსის რეპეტიციებზე და იმღერა, არ ვიცოდი, თუ „მის საქართველო“ იყო.

– მოგეწონა?

– ცხოვრებაში უფრო ლამაზია, ფოტოები მანამდე ნანახი მქონდა და ისეთი სხვანაირი იყო, ვერ ვიცანი.

ცირა: გულახდილად ვიტყვი, რომ გიო იყო ჩემი ფავორიტი და ვიცოდი, რომ გაიმარჯვებდა.

– გიორგი, ალბათ, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც „მის საქართველოს“ რჩეული ხარ.

– კი, ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ეს მაშინ არ უთქვამს, მერე გავიგე.

– როგორც ვხვდები, ერთმანეთს ძალიან კარგად უგებთ.

– ცირა ძალიან კონტაქტური, სასიამოვნო გოგონაა და მასთან საუბარი, ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნოა. გოგონაში ყველაზე მეტად რასაც ვაფასებ, ეს არის უბრალოება, ბუნებრიობა. ეს დავინახე ცირაში და ძალიან მომეწონა.

ცირა: გიორგი საკმაოდ ჭკვიანი, თავმდაბალი და ინტელექტუალია. ყველაფერი იცის – როგორ დაიჭიროს თავი, როგორ მოიქცეს.

– ორივე იღბლიანები ხართ?

– ჩემნაირია, ოღონდ ბიჭი.

– გიორგი, მოდელი გოგონები მოგწონს?

– მთავარია, გოგონა იყოს ლამაზი, როგორც გარეგნობით, ასევე შინაგანად. არ აქვს მნიშვნელობა, ის მოდელი იქნება თუ არა.

– როგორია შენთვის გარეგნობით და შინაგანად ლამაზი გოგონა. მათ მიმართ კრიტიკული ხარ?

– კრიტიკული ვარ. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ასე ხდება – გოგონაში რაღაცამ უნდა დაგაინტერესოს, მიგიზიდოს, შეიძლება ეს თვალები ან სხვა რამ იყოს. შემდეგ აღმოაჩენ დანარჩენს. ასევეა, თვისებებიც. შენს გემოვნებაში ის თანდათან ჯდება.

– ანუ, როგორც მივხვდი, ცირასნაირი გოგონები მოგწონს.

– უბრალოები, ბუნებრივები მომწონს.

– ქართულ სუფრასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

ცირა: ეს მე უნდა მკითხო.

გიორგი: არაჩვეულებრივი. სასმელსაც კარგად ვიტან. მეგობრებთან ერთად მიწევს ქართულ, ტრადიციულ სუფრასთან მოლხენა. ჩემი აზრით, ძალიან კარგი ტრადიციაა ეს და სადღეგრძელოებშიც ძალიან ბევრი სიბრძნე დევს.

ცირა: მიმაჩნია, რომ ადამიანმა იმდენი არ უნდა დალიოს, სახლში წასაღები გახდეს. ეს ჩვენი თაობის ბიჭებს ხშირად ემართებათ. ანუ, ზომიერების დაცვა აუცილებელია. მეც ვსვამ ხოლმე, ოღონდ ცოტას.

გიორგი: მეც დამილევია კარგად, მაგრამ არასდროს არაფერი დამიშავებია და არც მიკითხავს მეორე დღეს – ეს მე გავაკეთე-მეთქი? გოგონამ შეიძლება, ცოტა დალიოს, მაგრამ არ მომწონს, როდესაც მთვრალია.

– საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში თუ გიმართლებთ?

ცირა: ბოლომ არ გაამართლა. თუმცა, არ შემხვედრია ისეთი ადამიანი, რომელსაც ჩემთვის გული ძალიან ეტკინოს. ცალმხრივად შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ. ასე რომ, მიმართლებს.

გიორგი: გოგონებისგან ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობდი. იმას არ ვამბობ, რომ ყველა გოგონას აუცილებლად უნდა მოვეწონო, მაგრამ არ მქონია ისეთი შემთხვევა, ვინმე მომწონებოდეს და მას არ მოვწონებოდე. ჩემს რჩეულში ნამდვილად გამიმართლა. საერთოდ მიმართლებს.


скачать dle 11.3