კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა ნინი ბადურაშვილს სასჯელის მოხდა ქალთა კოლონიაში და რისთვის უნდა იყოს მზად მისი საქმრო


ბავშვობაში გოგონები ხშირად ფიქრობენ ან ოცნებობენ გათხოვებაზე და თავიანთი ფანტაზიით გეგმავენ, თუ როგორი იქნება მათთვის ეს საოცნებო დღე, მაგრამ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ნინი ბადურაშვილი დღემდე არ დაფიქრებულა და არ უოცნებია ქორწილზე. ის კი ნამდვილად იცის, რომ უამრავ ადამიანს დაპატიჟებს და არაჩვეულებრივი ქორწილი ექნება. ინტერვიუდან შეიტყობთ, რა აკავშირებს მომღერალ ნინი ბადურაშვილს ქოხში მცხოვრებ 27 შვილის დედასთან და ვისთან შეიძლება უღალატოს მას მომავალმა ქმარმა.


– კიდევ რამდენ ხანს აპირებ გასათხოვარის სტატუსით სიარულს?

– მანამ, სანამ არ შემხვდება ისეთი ადამიანი, ვისთან ერთადაც მომინდება ცხოვრება. ოღონდ, არ ვიცი, ეს როდის იქნება. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად ვიცი, რომ ახლო მომავალში ნამდვილად არ მოხდება, რადგან საინტერესო ჯერ არავინ არ გამოჩენილა. ის კი არა, ოდნავი სიმპათიაც არავის მიმართ არ მაქვს. საერთოდ, ძალიან რთულად მომწონს და, ალბათ, ამიტომ არ ვარ ის კატეგორია, ვისაც ადვილად უყვარდება.

– მზითევში შენი ლამაზი ხმის გარდა რა მიგყვება?

– არ ვიცი (ფიქრობს), ალბათ, აი, ეს რაღაცეები, რაც ამ ოთახში აწყვია. მზითევზე, სიმართლე გითხრა, ჯერ არ მიფიქრია. დიდი სურვილი მაქვს, საგვარეულო როიალი გამატანონ. ამ როიალზე იბრძვის ყველა, დედაჩემიც იბრძოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. მართლა უნიკალური ჟღერადობა აქვს. ჩემმა დამ თუ დამასწრო გათხოვება, კარგად მქონია საქმე (იცინის), ასე რომ, მგონი, მე დამრჩება.

– ქეთოს და კოტეს მესამე თაობის მობილური ტელეფონი რომ ჰქონოდათ, ხანუმა დასჭირდებოდათ?

– იცი, რა, მგონი, მობილური არაფერ შუაშია, ხანუმები დღესაც მრავლად არიან, ოღონდ, რა თქმა უნდა, სახეცვლილი ფორმით, მაგრამ მაინც არიან და ეს „ხელობა“ დღემდე ძალიან აქტუალურია.

– შენ შეგხვედრია?

– კი, არიან ასეთი ადამიანები. „შვილო, ერთი კაი ოჯახის და გვარის შვილი მეგულება, უნდა გაგაცნო“ – ასეთი წინადადება ბევრისგან მომისმენია.

– მაშინ, წარმოიდგინე ხანუმას ალტერნატიული ვერსია: „ცნობის ფურცელში“ გიწევს სასურველი საქმროს მოსაძებნი განცხადების დაწერა. რას დაწერდი?

– ო, ეს უკვე საინტერესოა (იცინის). „ვარ მაღალი, გამხდარი, შავგვრემანი გოგო, მაქვს კარგი იუმორის გრძნობა. ვარ 24 წლის და გავიცნობდი ჩემზე უფროსს, 24-დან 35 წლამდე, მამაკაცს ან ბიჭს (იცინის). ვისურვებდი ჩემზე მაღალს, რადგან მე 1,73 მეტრი სიმაღლის ვარ და ქუსლებზე რომ დავდგები, უფრო ვმაღლდები და, შესაბამისად, ჯობია, 1,80 მეტრზე მეტი იყოს“... ჰო, ძაან ბევრი კრიტერიუმია... ესე იგი, „ვეძებ სიმპათიურს, განათლებულს, საქმიანს, ერთგულს და, რაც მთავარია, უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა. მაგის მზითევი არ მინდა, მთავარია, ტვინი მოჰყვებოდეს და მზითევს ერთად შევიძენთ“...

– არაერთხელ ყოფილხარ შეყვარებული, რაც ბუნებრივია და, იმას ნიშნავს, რომ არაერთხელ გქონია დაშორების მიზეზი. რა უნდა გაითვალისწინოს შენმა მომავალმა შეყვარებულმა, რომ „ყოფილის“ იარლიყი არ მიიკრას?

– რადგან მე მირჩევს შეყვარებულად, შემდგომში კი – ცოლად, უნდა იცოდეს და გათავისებული ჰქონდეს ის, რომ მე ვარ ნინი ბადურაშვილი, რომელსაც იცნობს მთელი საქართველო, რომელსაც აუცილებლად დაუძახებენ კონცერტებზე და აუცილებლად იქნება ყურადღების ცენტრში, ვიღაც შეუგნებელი აუცილებლად ეტყვის რაღაცას, გაიგებს რაღაც ჭორს და ამისთვის მზად უნდა იყოს. და თუ ამ ყველაფერს არ გაითვალისწინებს და იფიქრებს, რომ, შეიძლება, ოდესმე მე სახლში დავჯდე და აღარ ვიყო, ის ვინც ვარ, ძალიან შეცდება. სამწუხაროდ, მერე აღარ მოსწონთ ხოლმე ჩემი სტატუსი.

– თვისება, რომელსაც თავადვე თვლი, რომ ჯობია არ გქონდეს?

– ცუდი ხასიათი არ მაქვს, მაგრამ, არ მომწონს, რომ ფეთქებადი ვარ. უდიდესი მოთმინების უნარი მაქვს, მაგრამ, თუ ავფეთქდი, მტრის კარს! ვხდები შეუვალი და ვკარგავ ყველანაირ კონტროლს, ვხდები არაადეკვატური და აფექტური. ასეთ დროს, შეიძლება, მამაკაცი ვცემო. უბრალოდ, მახსენდება ხოლმე, რომ ქალი ვარ (იცინის). თავადვე არ მომწონს ეს თვისება და ამას ვებრძვი კიდეც, რადგან, მქონია შემთხვევა, როცა ამ მდგომარეობის გამო ბევრი რამ დამიკარგავს და მერე მინანია.

– რა არის ის დადებითი მხარე, რის გამოც შენმა მომავალმა ქმარმა შენი ეს მინუსი უნდა აიტანოს?

– ახლა, ისე კი ნუ დაწერ, რომ ნინი ბადურაშვილი კაცებს სცემსო (იცინის). რა ვიცი, ძალიან ბევრია. ისე არ გამომივიდეს, რომ საკუთარ თავზე კარგი ვილაპარაკო. რამდენადაც ფეთქებადი ვარ, იმდენად თავშეკავებულობა და მოთმინების უნარიც მაქვს. არსებობენ ქალები, რომლებსაც შეუძლიათ, ქმარს სხვების თანდასწრებით მიაყენონ შეურაცხყოფა. ძალიან არ მიყვარს, როცა მატყუებენ, მით უმეტეს, რომ ამ ტყუილს ადრე თუ გვიან მაინც ვიგებ და ამის გამო, შეიძლება, წყობიდან გამოვიდე. ზედმეტად თავმოყვარე ვარ, რადგან ასეთ რაღაცეებს ჩემი ღირსების შეურაცხყოფად აღვიქვამ და ხშირად ჩემი ზედმეტი თავმოყვარეობის მსხვერპლი ვხდები.

– ერთ კვირაში რომ იყოს დანიშნული შენი ქორწილი, რას გააკეთებ და როგორ დაგეგმავ?

– სიმართლე გითხრა, ამაზე არასდროს მიფიქრია და არ ვიცი, რას გავაკეთებ. ალბათ, ვიქნები აფორიაქებული, დაბნეული და დაკავებული მოსაწვევების დარიგებით, მკერავთან სიარულით, მენიუს შედგენითა და ტურისტულ სააგენტოებში სირბილით იმის დასადგენად, თუ ვინ რომელ ქვეყანას და უკეთეს პირობებს შემომთავაზებს თაფლობის თვის გასატარებლად. ზუსტად ვიცი, რომ მეყოლება უამრავი ხელოვანი სტუმარი და ეს იქნება უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი ქორწილია. ჩიხტიკოპითა და ფაეტონით ახლა ვინღა იხდის ქორწილს, თუმცა „ლიმუზინიც“ არანაირად არ მხიბლავს. ისევ ფაეტონი მირჩევნია – უფრო ეგზოტიკურია. რაც შეეხება თაფლობის თვეს, რომელ ქვეყანაში გავატარებ, არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად თბილი ქვეყანა იქნება – ზღვა, ცხელი ქვიშა და იახტა თავისი „კუკურუკუ კუებით“.

– ქმრის ნებიერა ცოლი გინდა იყო?

– გააჩნია, რას გულისხმობ. ქმრისგან განებივრება და ყურადღება ყველა ქალს უნდა და სიამოვნებს. არ მოვითხოვ ქმრისგან რაღაც სიურპრიზებს. მე თვითონ ძალიან არარომანტიკული ადამიანი ვარ და, რომ გითხრა, დიდად მაოცებს აივანზე გამოსვლისას ფოიერვერკების დანახვა, ტყუილი იქნება. უბრალოდ, ელემენტარულ ყურადღებას ვითხოვ იმისთვის, რომ ქალად ვიგრძნო თავი და დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ვარ.

– მეუღლესთან როგორი ურთიერთობა გინდა, გქონდეს?

– იდეალური. მინდა, რომ არ მიღალატოს. მინდა, რომ ვუყვარდე და ბევრი შვილი გვყავდეს. აბა, ცუდი ვის უნდა? მინდა, ყოველდღე ვცემდეთ ერთმანეთს, ვცხოვრობდე ქოხში, მყავდეს 27 შვილი და გაჭირვებაში გარდავიცვალო... მეტი რა გითხრა? (იცინის) ჰო, მართლა, კიდევ მინდა, სერიალის გმირივით, უდანაშაულოდ დამაპატიმრონ, ვერ დავამტკიცო ჩემი სიმართლე და ქალთა კოლონიაში მოვიხადო სასჯელი. ამასობაში ჩემი ქმარი რეალურ დამნაშავესთან ერთად გამომეცხადება სასამართლო პროცესზე, რომელსაც შემდგომში ცოლად მოიყვანს – აი, ეს არის ჩემი სურვილი და სიტყვა-სიტყვით დაწერე (იცინის). არა, მართლა არ დაწერო, იფიქრებენ, ბადურაშვილმა გააფრინაო...


скачать dle 11.3