კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ურწმუნოებისთვის გაცემული პასუხი, უმადური „მათხოვარი“ და გაოცებული ბიძა


მაშინ, როცა ნასვამი ხარ

მამა ამბროსი ეკლესიის მშენებლობას თავად ხელმძღვანელობდა, ერთი წუთით არ ტოვებდა მუშებს მარტო, ეხმარებოდა კიდეც მშენებლობაში, დღის ბოლოს დააპურებდა და ისე უშვებდა სახლში, თავად კი ღამესაც ტაძარში ათევდა.

იმ დღესაც ჩვეულებრივ შეუდგნენ მამა ამბროსი და მუშები წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის შენებას. რომ შებინდდა, იტრაპეზეს, მუშები შინ წავიდნენ, მამა ამბროსი კი, ჩვეულებისამებრ, ეკლესიაში დარჩა. ავიდა სამრეკლოში, ილოცა, გაეხვია თეთრ ზეწარში და დასაძინებლად დაწვა. დაღლილს მალევე ჩაეძინა.

შუაღამისას, ასე, 3 საათზე, ეკლესიის ეზოში ძალზე ნასვამი ორი მამაკაცი შევიდა.

– სად არის ღმერთი, აბა ღმერთი, აბა წმიდა გიორგი!.. – ღრიალებდნენ და ხარხარებდნენ მთვრალები.

– გამოდი, თუ კაცი ხარ, წმიდაო გიორგი, გამოდი და დაგვიმტკიცე, რომ ღმერთიც არსებობს და შენც! არ გამოდის, რატომ? არ არსებობს და იმიტომ, ზღაპრებია ეს ყველაფერი!

მათ ღრიანცელზე მამა ამბროსის გაეღვიძა, გადმოდგა სამრეკლოდან თეთრზეწარშემოხვეული და მთვრალებს მიმართა:

– რა იყო, რა მოხდა, შვილებო, რამ შეგაწუხათ?

სიბნელეში ნასვამებმა ძნელად გაარჩიეს, ვინ ელაპარაკებოდა, მხოლოდ თეთრად შემოსილი ზორბა აღნაგობის სილუეტი დალანდეს. ჯერ სუნთქვა შეეკრათ, მერე დაიჩოქეს და შიშნარევი ხმით აღმოხდათ:

– თეთრი წმიდა გიორგი... გვაპატიე, წმიდაო! გვაპატიე, ღმერთო!.. – და ასე მუხლებზე დაჩოქილები პატიების თხოვნით გავიდნენ ეკლესიის ეზოდან.

უნებლიე შეცდომა

ერთ დღეს, სახელმწიფო უწყებაში საკმაოდ კარგ თანამდებობაზე მომუშავე ზაზამ, გადაწყვიტა, მეტროთი ემგზავრა. საქმე ის გახლდათ, რომ ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში უნდა გასულიყო. სამსახურისგან ისედაც დაღლილმა, იფიქრა, ავტომანქანით მეტი დრო დამჭირდებაო. შევიდა მეტროს ვაგონში, საბედნიეროდ, ადგილი იყო, დაჯდა და თვალები მილულა.

უცბად, შენიშნა ასე, 60 წლამდე ქალბატონი, რომელსაც ყელზე წარწერიანი მუყაო ჰქონდა ჩამოკიდებული – ეჭვი არ იყო, რაღაცას ითხოვდა.

ზაზა არც დაინტერესებულა წარწერის შინაარსით, გაიკრა ჯიბეზე ხელი და ლარიანი ამოიღო, თან ფიქრობდა, ბოლოს და ბოლოს, ამხელა კაცი ვარ, 20 თეთრს ხომ არ მივცემო. არც გაუხედავს, ისე გაუწოდა ლარიანი. მოულოდნელად იგრძნო, რომ თავში რაღაც მოხვდა. აიხედა და დაინახა, რომ ქალბატონს, რომელსაც ლარიანი გაუწოდა, მუშტი მოეღერებინა მისთვის და გაავებით ლანძღავდა.

– შე მართლა სულით მათხოვარო, – ყვიროდა ქალბატონი, – ვინ და რა შეაფასე ლარად, არამზადავ, მთავრობის მონა, ლაჩარო!..

ზაზა ცოტა ხანს ვერაფრით ვერ მიხვდა მისი უკმაყოფილების მიზეზს, მერე თვალები მოიფშვნიტა და წარწერას დააკვირდა. „თავისუფლება ცოტნე გამსახურდიას!!!“ – ეწერა მუყაოზე.

თუ გადაწყვეტილი და გადაჭრილი გაქვს, ცოლი ვიღასთვის მოგყავს?!

დიდი ხანია, თემურს ასმათი უყვარს და გადაწყვიტა, ცოლად მოეყვანა. ნათესავებს უნდა შეატყობინოს, მაგრამ, სათითაოდ ხომ არ ჩამოუვლის?! იფიქრა, ბიძია ზაურს ვეტყვი, დაოჯახება რომ გადავწყვიტე, ის შეატყობინებს დანარჩენებს, თან, კარგი თამადაა და წინასწარ შევიპირებ, რომ ჩემს ქორწილში ითამადოსო.

ბიძია ზაური დიდი ენაკვიმატი ვინმე იყო, ყოფილი მსახიობი... ყველას უყვარდა მასთან ერთად ქეიფი.

თუმურმა რომ მიაკითხა, საძმაკაცოსთან ერთად სუფრასთან იყო წამოჭიმული და ისე მღეროდნენ, ლამის ჭერი აეხადათ. თემურმა ზაურს თვალით ანიშნა, ცალკე მინდა შენთან ლაპარაკიო. ზაური წამოდგა სუფრიდან, თან დაიბარა, ახლავე დავბრუნდები, არ მოიწყინოთ, დილამდე ვაგრძელებთ გრიალსო.

– რა არის, თემურ, ხომ მშვიდობაა? – ჰკითხა ენის ბორძიკით.

– ბიძია, გადაწყვეტილი მაქვს, ცოლი მოვიყვანო! – სწრაფად უპასუხა თემურმა.

– ბიძია, კია ოჯახი კარგი, მარა, ერთი ვერ გავიგე: შენი თუ გადაწყვეტილი და გადაჭრილი გაქვს, ცოლი ვიღასთვის მოგყავს?


скачать dle 11.3