კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დახურეს საიდუმლო ატომური შახტა მცხეთაში, სადაც საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა იყო განთავსებული


საბჭოთა უშიშროების ყოფილი მაიორის, კოტე შანიძის წიგნი „დაუსრულებელი სპეცოპერაცია“ მთელ ამერიკის კონტინენტზე ბესტსელერად იქცა და გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების მიწურულს კანადაში გამოიცა. მაიორი შანიძე 1980 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცა და 1999 წელს გარდაიცვალა. გთავაზობთ ფრაგმენტს მისი გახმაურებული წიგნიდან...

შეშლილი პოლკოვნიკი

ატომური ტექნოლოგიები საბჭოთა კავშირში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელში იყო, მაგრამ, ჩვენ, უშიშროების მუშაკებს, დამატებითი კონტროლის მექანიზმები გაგვაჩნდა და სამხედროების ნაღვაწს უმკაცრეს კონტროლს ვუწევდით. მაგალითად, ყველა ატომური რაკეტის შახტის გეგმა გვქონდა და არა მარტო გეგმა, თითოეული ამ შახტის მშენებლობას „კაგებეს“ თანამშრომელი ადევნებდა თვალყურს და ყველა მათი საიდუმლო ხვრელი კარგად იცოდა. ეს გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის იყო საჭირო. მაგალითად, თუკი ატომური რაკეტის შახტაში მტერი შეაღწევდა და რაკეტის გაშვებას უშუალოდ შახტიდან მოინდომებდა, ჩვენს შეიარაღებულ სპეცჯგუფს რომ შეუმჩნევლად შეეღწია შიგნით და ტერორისტი გაენადგურებინა. როგორც ცნობილია, ატომური რაკეტების გაშვება სპეციალური პულტიდან, ეგრეთ წოდებული, ჩემოდნიდან ხორციელდება, რომლის გასაღებიც ქვეყნის მმართველს და სხვა მაღალჩინოსნებს აქვთ. მაგრამ, არსებობს მეორე გზაც და ესაა უშუალოდ შახტა... ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რომ ატომური შახტის მშენებლობას „კაგებეს“ თანამშრომელი აკვირდებოდა. ერთი ასეთი შახტის მშენებლობაზე 1969 წელს მეც ვიყავი მიმაგრებული და ეს შახტა საქართველოში, მცხეთის ირგვლივ მდებარე მთებში გაითხარა სრულიად საიდუმლო ვითარებაში. მაშინ კაპიტნის ჩინი მქონდა და როგორც მოსკოვის ნომენკლატურის თანამშრომელი, მხოლოდ ცენტრს ვემორჩილებოდი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ზემოაღნიშნული ობიექტის მშენებლობის თაობაზე თავად ედუარდ შევარდნაძემაც კი არაფერი იცოდა, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და შემდგომ კი ცეკას პირველი მდივანი გახდა. თუმცა, ვერც მერე შეიტყო ამის შესახებ. ამგვარად, თბილისიდან სულ რაღაც 50 კილომეტრით დაშორებულ მთებში, ისე დაამონტაჟეს „სს-18“ ტიპის ატომურბომბიანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რომ ამის შესახებ ვიცოდი მე, როგორც კურატორმა, ამიერკავკასიის ჯარების სარდალმა მელნიკოვმა და საქართველოს „სუკის“ შეფმა ინაურმა. არც მჟავანაძემ და არც შევარდნაძემ ამის თაობაზე არაფერი იცოდნენ. რაკეტა ახლო აღმოსავლეთსა და თურქეთზე იყო დამიზნებული და უშუალოდ მისი მომსახურების სამსახურის უფროსი პოლკოვნიკი ვასილი ჟურავლიოვი გახლდათ. ჟურავლიოვი, ისევე როგორც ჩვენ, საქმის კურსში იყო, სად მდებარეობდა ეს რაკეტა და კვირაში ერთხელ იმ ტერიტორიის დატოვების უფლება ჰქონდა. მის ხელქვეით რიგით ჯარისკაცებს, კი ტერიტორიიდან გამოსვლა არ შეეძლოთ და არც იცოდნენ, რომ საქართველოში იმყოფებოდნენ... ერთი სიტყვით, ასეთ ზესაიდუმლო ვითარებას, ზეუსაფრთხო სიტუაცია უნდა უზრუნველეყო, მაგრამ, სისტემა ერთია, კაცის ფსიქიკა კი – მეორე. ამიტომ, ყველაფრისთვის მზად ვიყავი და არც გამკვირვებია, როდესაც მოსკოვიდან დამირეკეს და მითხრეს: მცხეთის ობიექტზე უნდა შეიპაროთ შენ და შენი ქვედანაყოფი და პოლკოვნიკი ჟურავლიოვი გაანადგუროთ. მან სარაკეტო კოდები გატეხა და ატომური რაკეტის გაშვებას აპირებსო... როგორც გაირკვა, ჟურავლიოვის ცოლი ვიღაც მძღოლთან ერთად გაქცეულა და პოლკოვნიკი მიუტოვებია. ამას კი, მის ფსიქიკაზე ისე დამღუპველად უმოქმედია, რომ ატომური რაკეტის გაშვებას აპირებდა... დრო არ ითმენდა. საიდუმლო სეიფში შენახული შახტის გეგმა გამოვიღე, კიდევ ერთხელ გავიხსენე საიდუმლო ხვრელების მდებარეობა და 1973 წლის 18 აპრილს, ანუ შახტის ფუნქციონირების მეოთხე წელიწადს, შახტაში უჩუმრად შევედით და პოლკოვნიკი ჟურავლიოვი ერთი გასროლის გარეშე გამოვიყვანეთ. ის გამშვებ მექანიზმთან იჯდა, არაყს სვამდა და ტიროდა... აშკარად ეტყობოდა, სრულ ჭკუაზე არ იყო და ორდღიანი დაკითხვების მერე, ფსიქიატრიულში მოათავსეს. მცხეთის შახტა 1974 წლის იანვარში დახურეს. რაკეტა სხვაგან წაიღეს, შახტა კი – ამოავსეს.


скачать dle 11.3