შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1989 წლის 22 ნოემბერს. გთხოვთ მითხრათ, რა არის ჩემი კარმული მისია, რომელ უცხო ქვეყანაში მელის წარმატება, ასევე, რომელ პროფესიებში გამიმართლებს უფრო მეტად და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან არის სასურველი ჩემი ქორწინება?
პასუხი: გეტყვით რომ, თუ თქვენ დაიბადეთ დაახლოებით, დილის ათ საათამდე, მაშინ მორიელი ხართ, თუ ათი საათის შემდეგ, მაშინ მშვილდოსანი. კოსმიური მისია კი არის ის, რომ იყოთ გონებამახვილი, კომუნიკაბელური, ამავდროულად ოპტიმისტი. უნდა დაეყრდნოთ ცოდნის ბაზას, პატივი სცეთ ტრადიციებს, შეგეძლოთ სპონტანური იმპროვიზაციები, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედებები. დაეყრდენით დიპლომატიას და ინტუიციას, ნუ გასთქვამთ საიდუმლოს, მოაწესრიგეთ საოჯახო და სანათესაო ურთიერთობები. სადაც შეხვალთ, შეიტანეთ სიმშვიდე და ჰარმონია და არა პირიქით – დეპრესია, აგრესია. მეტად დაეყრდენით დემოკრატიულ პრინციპებს. ეს თქვენი სწორი ევოლუციური გზა და წარმატების მომტანი ფაქტორებია. სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებისთვის თქვენთვის მისაღებია კირჩხიბის, თევზების, ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. ფრთხილად იყავით თხის რქასთან. პროფესიებიდან კი კარგია და მისაღები: სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული სისტემები, მობილური და ვიდეოსისტემების ბიზნესი ან შემოქმედება, სამეცნიერო კვლევითი საქმე, ტექნიკა-მექანიკა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, ქორეოგრაფია, სოციოლოგია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, ჟურნალისტიკის ფართო სპექტრი, საინჟინრო საქმიანობა, გაზის ბიზნესი, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, სასტუმროების, ან საბავშვო ბაღების ბიზნესი, შემოქმედება, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი. თუ ბარიერებს გადალახავთ, წარმატება გელით შემდეგ სფეროებში: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმე. უცხოეთი თქვენი კოსმიური მისია არ არის, მაგრამ იქ ძალების მოსინჯვა ღირს. ქვეყნებიდან თქვენთვის მისაღებია: რუსეთი, პოლონეთი, შვედეთი, ჩილე, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, ეთიოპია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, ჰოლანდია, პარაგვაი, შოტლანდია, საფრანგეთიდან შამპანის პროვინცია, ინდოეთი, ჩინეთი, ნეპალი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი. ამ ქვეყნებს მიანიჭეთ უპირატესობა.
კითხვა: დავიბადე 1981 წლის 4 ნოემბერს. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელი ქვეყნები და პროფესიებია ჩემთვის მისაღები, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან მელის სასურველი ქორწინება და ზოგადად, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიო ცხოვრებაში?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა ის, რომ იყოთ მეტად ორგანიზებული, შრომისმოყვარე, შეუპოვარი, დისციპლინირებული, მომთმენი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველი. თუ შექმნით სტაბილურ საოჯახო-სანათესაო კავშირს, პატრიოტულად ემსახურებით თქვენს სამშობლოს, დაიცავთ ტრადიციებს, დაეყრდნობით ინტუიციას, ისწავლით ენაზე კბილის დაჭერას და საკუთარი საიდუმლოს დაცვას, იქნებით მშვიდი და ჰარმონიული, ურთიერთობაში გამოიყენებთ დიპლომატიას, დაიცავთ სამართლიანობას, დაეყრდნობით ცოდნის ბაზას, მაშინ თქვენ კარმულ მისიასაც შეასრულებთ და წარმატებებსაც ადვილად მიაღწევთ ცხოვრებაში. პარტნიორულ-სასიყვარულო ურთიერთობებში კი თქვენთვის მისაღებია მშვილდოსანი, თევზები, კირჩხიბი, თხის რქა და ქალწული. არ არის სასურველი ლომის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან ურთიერთობა. პროფესიებიდან თქვენთვის წარმატებულია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობის ფართო სპექტრი, ისტორია, გეოლოგია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, სასტუმროების ბიზნესი, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სალომბარდო საქმიანობა. თუ წინაღობებს და ბარიერებს გადალახავთ, მაშინ თქვენთვის წარმატების მომტანია ასევე: იურისპრუდენცია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო და საკონდიტრო ინდუსტრია ან ბიზნესი, სოციოლოგია, ფილოსოფიის ფართო სპექტრი. თქვენთვის უცხოეთი კარმული მისია არ არის. პირველ ყოვლისა, თქვენი ადგილი სამშობლოშია, თუმცა უცხოეთი თქვენთვის საშუალოა. თუ საშუალება მოგეცათ, რაღაც პერიოდი შეგიძლიათ უცხოეთშიც მოსინჯოთ საკუთარი ძალები. ქვეყნებიდან კი კარგია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, ჰოლანდია, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, შოტლანდია, თურქეთი, საფრანგეთის შამპანის პროვინცია, ახალი ზელანდია, ჩინეთი, იტალიიდან ვენეციის მხარე, ნეპალი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, სამხრეთი აფრიკა. თუ ბარიერებს გადალახავთ, მაშინ წარმატებები გელით: ეგვიპტეში, სან-მარინოში, ესპანეთის კატალონიის მხარეში, ტიბეტში, მონაკოში, ლატვიაში, ეთიოპიაში, ჰავაის კუნძულებზე, გვატემალაში და ავსტრიაში.