გლობალური დათბობა „გამამხიარულებელი გაზის“ თანხლებით იწყება
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სწავლულთა ჯგუფმა დაამტკიცა, რომ მუდმივი ყინულეთის ზონაში მზრალი ნიადაგის გადნობა აზოტის ქვეჟანგის – ეგრეთ წოდებული „გამამხიარულებელი გაზის“ დაჩქარებულ გამოყოფას იწვევს.
ექსპერიმენტი ლაბორატორიულ პირობებში ტარდებოდა და ნიმუშებად გრენლანდიაში, მუდმივი ყინულეთის ადგილებში შეგროვილი ნიადაგი გამოიყენეს.
მეცნიერებმა შეძლეს, დაემტკიცებინათ, რომ გაყინული ნიადაგის დნობა, მისი გამოშრობა და შემდეგ მისი ხელახალი გაჟღენთა გამდნარი წყლის ახალი ნაკადით, იწვევს ნიადაგის მიერ აზოტის ქვეჟანგის წარმოშობის მკვეთრ – დაახლოებით 20-ჯერ და უფრო მეტჯერ – ზრდას. ამ დროს მთელი წარმოებული „გამამხიარულებელი გაზის“ ერთი მესამედი ატმოსფეროში გაიფრქვევა.
სწავლულები აცხადებენ, რომ აზოტის ქვეჟანგის გამოყოფის სიჩქარის გაზომვა მუდმივი მზრალობის ნიმუშებში, რომლებიც არქტიკის ხუთი დამატებითი ნაკვეთიდან აიღეს, მიუთითებს იმაზე, რომ გრენლანდიის ნაკვეთებზე მიღებული ნიადაგის ნიმუშებიდან ლაბორატორიულ პირობებში მიღებული ამ გაზის რაოდენობა, შეიძლება, წარმოადგენდეს ქვედა ზღვარს, მაშინ, როცა რეალურ პირობებში ეს გაზი შეიძლება წარმოიქმნას გაცილებით სწრაფად. აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა შეძლეს, მეთანის გარდა, აღმოეჩინათ კიდევ ერთი გაზი, რომელიც გამომუშავდება მუდმივი გამყინვარების ზონებში და აქვს სათბურის ეფექტი, რასაც ამინდის ცვლილების გაუარესებისკენ მივყავართ.