კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გია მურღულიას კოლექციიდან


***

ჭიჭიკია ეუბნება მეგობარს:

– აფრიკა, ქუთაისიდან შორს არ ყოფილა.

– რა იცი?

– სახლის გვერდზე მაღაზიაში ერთი ზანგი მუშაობს და ყოველ დილით ველოსიპედით მოდის ხოლმე.

***

სვანი – მაღაზიის გამყიდველს:

– აგე, ის მომეცი, ტყუპების ქუდი.

– ეგ ქუდი არ არის, ლიფია.

***

– იცოდე, არ გამაბრაზო, თორემ გაზეთს გამოვიწერ.

***

– რა იყო, რას მოგიწყენია?

– ქალთან ვიყავი პაემანზე, განცხადებით გავიცანი, 90-60-90 ვარო.

– რას ამბობ, – მკერდი წელი და თეძო?

– მეც მასე მეგონა, მაგრამ სიმაღლე, ასაკი და წონა ყოფილა.

***

– სექსის დროს ქმარს ელაპარაკები?

– კი, ტელეფონი თუა ახლომახლო – აუცილებლად!

***

– საათს არემონტებთ?

– არა, აქ წინადაცვეთას ვაკეთებთ.

– აბა, საათი რატომ გიკიდიათ კარზე?

– მაშ, თქვენი აზრით, რა უნდა ეკიდოს?!

***

– ექიმო, გასინჯეთ რა – ჩემი ძროხა ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად ჭამს.

– მე თერაპევტი ვარ, ვეტექიმი კი არა!

– ძაან არ მიხვდეს ახლა მაგას ჩემი ძროხა...

***

– კინოთეატრში უბილეთოდ შესვლას როგორ ახერხებ?

– კონტროლიორი სვანია და ზადნით რო შევდივარ ხოლმე, იმასა ჰგონია, გამოვდივარ.

***

– უფროსო, მითხარით, შეიძლება პატიმარ ციხელაშვილთან შესვლა?

– ახლა არა, გუშინ გავათავისუფლეთ, ასე ერთ თვეში გამოიარეთ.

***

ყურადღება! ეზოში კეთილი, მაგრამ ძალიან მერყევი ხასიათის ძაღლია.

***

პაციენტი:

– ექიმო, ამ ბოლო დროს რაღაც ტყუილ-უბრალოდ მეშლება ნერვები.

ექიმი:

– მაინც რაზე?

– რაზე კი არა, რო გლეწავ, აქედან გაგაკრავ კედელზე, შენი დედაც...

***

ფოსტალიონმა მაღლა მთაში მცხოვრებ სვანს დიდი ტანჯვით აუტანა დეპეშა და ეუბნება:

– რა არის, კაცო, სად გადაკარგულში გიცხოვრია?!

***

მოსამართლე:

– ბრალდებულო, აღიარეთ, გეძინათ ამ ქალთან?

– რას ამბობთ, ბატონო მოსამართლევ, თვალიც არ მომიხუჭავს!

***

ბარმენი:

– თქვენი მოცემული ფული ყალბია.

– არც თქვენი კონიაკია ნაღდი.

***

წვეულებაზე:

– გოგონა, კიპლინგი მოგწონთ?

საშინლად გაწითლებული გოგონა:

– არ ვიცი, ჯერ არ მიცდია...


скачать dle 11.3