ანეგდოტები
***
– იცით რა, მე რეზინის ქალი გთხოვეთ‚ თქვენ კი კაცს მაძლევთ.
– ნუ ნერვიულობთ‚ ბატონო‚ ამოაბრუნეთ და ქალი იქნება.
***
განცხადება:
„ინფექციური საავადმყოფოდან გაიქცა დიზენტერიით დაავადებული ოთხი ავადმყოფი. მილიციელებმა და ექიმებმა გაქცეულებს ცხელ კვალზე მიაგნეს“.
***
თუ მამაკაცს ბინოკლი უჭირავს და წინა კორპუსის ფანჯრებში იჭყიტება‚ ესე იგი‚ მას არ აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი...
***
მოსამართლე:
– აუხსენით სასამართლოს‚ როგორ გამოიტანეთ დაზარალებულის ბინიდან კომპიუტერი‚ „დივიდი“‚ ანტიკვარული ჭურჭელი‚ ოქროს სამკაულები და ფული შუადღისას‚ ისე‚ რომ არავინ შეგამჩნიათ?
– მე კი აგიხსნით‚ ბატონო მოსამართლე‚ მაგრამ, არა მგონია, თქვენ რამე გამოგივიდეთ.
***
რუსეთში ქალებმა საუკეთესო გამოგონებად აღიარეს ბოთლი‚ რომელსაც თავსახურის მოხდისას, სიგნალიზაცია ერთვება.