კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: აქვს თუ არა კერძო პირს უფლება, საკუთრებაში დაიკანონოს მიწის ნაკვეთი, რომელზეც გადის ორი მიკრორაიონის დამაკავშირებელი გზა? ამ გზით სარგებლობენ ოთხი სტრატეგიული ობიექტის თანამშრომლები, ერთი კორპუსი, რომელშიც 110 დევნილი ოჯახი ცხოვრობს და 20 კერძო სექტორში მცხოვრები ოჯახი.

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საკუთრების უფლებას არ ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა:

* საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედნები, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო); დასასვენებელი (პარკი, ტყეპარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი.

კითხვა: ბინა, რომელშიც ვცხოვრობ, აღებული მაქვს გირაოთი, რომელიც სასამართლომ 1997 წლის 10 ოქტომბერს დააყადაღა. ახლა მოვიდა ბანკის თანამშრომელი და ამბობს, რომ ბინას ისევ დააყადაღებს, გაყიდის და ამოიღებს ფულს. მაინტერესებს, რამდენად სწორია ეს?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ყადაღა ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისთვის მისი განკარგვის ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზურფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვისთვის, მასზედ, თხოვების, ქირავნობის, ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვას. მოცემულ შემთხვევაში, თუ ბინის მესაკუთრეს აქვს რაიმე სახის ფულადი ვალდებულება ბანკის მიმართ, ბანკს შეუძლია, მოითხოვოს ვალდებულების დარღვევის მიზნით ბინის რეალიზაცია.

კითხვა: ვარ პენსიონერი და 2010 წლის იანვრამდე ვიღებდი პენსიას, რომელიც ჩვეულებრივ მერიცხებოდა საკრედიტო ბარათზე. 2010 წლის იანვრიდან შემიწყვიტეს პენსიის მოცემა. აღმოჩნდა, რომ ჩემს სახელში, პირადობის მოწმობასა და საპენსიო საბუთებს შორის არის სხვაობა. გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ მოვიქცე, ვინაიდან პენსია ჩემთვის არსებობის ერთადერთი საშუალებაა?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ საპენსიო ფონდს, თუ არ იქნა გასწორებული საბუთები, მიმართოთ სასამართლოს და დაადგინოთ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი.

კითხვა: თბილისის სააღმსრულებლო ბიუროს მიერ გამართულ აუქციონზე შევიძინე საცხოვრებელი ბინა. აღნიშნული ბინა დავარეგისტრირე საჯარო რეესტრში ჩემს სახელზე, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩემი საკუთრებაა, ძველი მეპატრონე, ჩემი მრავალჯერადი მოთხოვნის მიუხედავად, არ ცლის ბინას და არ მაძლევს საშუალებას, ვიცხოვრო ჩემს საკუთრებაში. გთხოვთ, დამაკვალიანოთ, როგორ მოვიქცე და ვის მივმართო?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენ გაქვთ უფლება, მიმართოთ სასამართლოს ან პოლიციას, თანახმად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ¹747 ბრძანებისა და მოითხოვოთ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

კითხვა: ვარ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. ამ პერიოდის განმავლობაში ვაგროვებდი ფულს, რათა შემეძინა ბინა. რამდენიმე თვის წინ მთელი ეს თანხა ვასესხე ჩემს ნაცნობს, ერთი თვის ვადით. ახლა ეს პირი თანხას აღარ მიბრუნებს. მაქვს ერთადერთი გზა, რომ მივმართო სასამართლოს, მაგრამ, როგორც ამიხსნეს, ამისთვის საჭიროა საკმაოდ სოლიდური სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რისი საშუალებაც არ გამაჩნია. გთხოვთ, მითხრათ, არსებობს თუ არა ამასთან დაკავშირებით რაიმე შეღავათი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან, რის თაობაზეც გამოაქვს სასამართლოს კანონები.

კითხვა: ჩემს შვილს 2007 წლის მაისში, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ჩადენილი დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის ვადით. მან ერთი კვირის წინ კვლავ ჩაიდინა ქურდობა და იგი დაპატიმრებულია. გთხოვთ, მითხრათ, იქონიებს თუ არა წინა დანაშაულისთვის პირობითად მისჯილი 3 წელი რაიმე ზეგავლენას ახლა სასჯელის ზომაზე?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელს მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით (თქვენი შვილისთვის – პირობითად) დანიშნულ სასჯელს.

კითხვა: სასამართლომ ჩემს მეუღლეს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის. გარდა ამისა, სასამართლომ მას ჩამოართვა 1 700 ლარი და ავტომანქანა, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული. კანონიერია თუ არა სასამართლოს განაჩენი?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა ნიშნავს მსჯავრდებულისთვის დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების (ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ასევე, იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც იძლევა უფლებას ქონებაზე), აგრეთვე, ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავლების ან მათი ღირებულების ეკვივალენტური ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ ინიშნება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისთვის, იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული.

ქონების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებითი სასჯელის სახით.

შესაბამისად, თუ სასამართლოში საქმის განხილვისას დამტკიცდა, რომ ქონება, რომელიც თქვენს მეუღლეს ჩამოერთვა, დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული, სასამართლოს განაჩენი კანონიერია.


скачать dle 11.3